მტკვარ-არაქსის კულტურა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 8:
 
შიდა ქართლში ჩამოყალიბებული მტკვარ-არაქსის კულტურის განვითარებული ეტაპი ფართოდ გავრცელდა საქართველოში. მსგავსება ჩანს იორ-ალაზნის აუზის ძეგლებზე გამოვლენილ მასალებში, [[თრიალეთი]]სა და მესხეთ-ჯავახეთის მაღალმთიან ზოლში, ახალციხის ქვაბულში და დასავლეთ საქართველოში. დასავლეთ საქართველოში ეს კულტურა ახლანდელი [[სამტრედიის რაიონი|სამტრედიის რაიონამდე]] ვრცელდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია [[ყვირილა|ყვირილის]] ზემო წელზე, [[საჩხერის რაიონი|საჩხერის რაიონში]] გამოვლენილი ძეგლები. ამ დროის სამაროვნებში აღმოჩენილი მასალა თითქმის არ განსხვავდება შიდა ქართლის მასალებისაგან. ამ ძეგლებზე განსაკუთრებით ჭარბობდა [[ლითონი]]ს ნივთები. როგორც ჩანს, მტკვარ-არაქსის კულტურის გვიანდელ ხანაში ყვირილის ზემო წელის აუზში ლითონის წარმოების დაწინაურებული კერა უნდა არსებულიყო.
 
მტკვარ-არაქსის კულტურის აღმავალ საფეხურზე მკვეთრად გამოიკვეთა მეტალურგია, რასაც ბიძგი მისცა ამიერკავკასიის ურთიერთობის გაფართოებამ ძველ აღმოსავლეთ სამყაროსთან. მტკვარ-არაქსის კულტურისათვის დამახასიათებელი იარაღის ზოგიერთი ფორმა თავის საწყისებს წინა აზიიდან იღებს. შუბისმაგვარი იარაღის, ხიშტის, ცულის ზოგიერთი ტიპისა და სხვა მსგავსი მასალა ძველ აღმოსავლეთშია აღმოჩენილი, თუმცა ამ პერიოდში გვხვდება იარაღ-სამკაულის ადგილობრივად ჩამოყალიბებული ფორმებიც. მთელ რიგ ნამოსახლარზე აღმოჩნდა მეტალურგიული წარმოების ნაშთები (ღუმელები, ყალიბები, ტიგელები და სხვა). ლითონის ნივთების დასამზადებლად იყენებდნენ ადგილობრივ დარიშხანიან სპილენძს. მტკვარ-არაქსის კულტურაშია ლითონის წარმოების იმ მაღალი ტრადიციების საწყისები, რომლებიც კავკასიაში მოსახლე ტომებს მთელი ისტორიის მანძილზე გამოჰყვა და რომლებმაც ასახვა პოვა ძველ მწერლობაში. ლითონის იარაღის გამოყენებამ გაზარდა ადამიანის შრომისნაყოფიერება და ბრძოლისუნარიანობა. შესაძლოა, სწორედ საბრძოლო იარაღის გამოყენებამ შეუწყო ხელი მტკვარ-არაქსის კულტურის მქონე ტომთა ფართო განფენებას.
 
თავისებურია არარატის ველზე და, საერთოდ, სომხეთის მთიანეთში ჩამოყალიბებული მტკვარ-არაქსის კულტურის ვარიანტი. იგი მნიშვნელოვნად განსხვავდება შიდა ქართლის კულტურისაგან. სომხეთში შესწავლილი ძეგლებიდან აღსანიშნავია შენგავათის ნამოსახლარი, რომელიც დაცული ყოფილა დიდი ქვებისაგან ნაშენი კედლით. წრიული ფორმის ალიზის სახლები ნაგები იყო ქვის საფუძველზე, რომელთაც ზოგჯერ სწორკუთხა მინაშენები ჰქონდა. მრგვალი შენობა ფართოდ იყო გავრცელებული მტკვარ-არაქსის კულტურაში, რაც დაკავშირებული უნდა იყოს ხანის არქიტექტურულ ტრადიციებთან. იგი საგრძნობლად განსხვავდებოდა შიდა ქართლისათვის დამახასიათებელი კუთხეებმომრგვალებული, წაგრძელებული სახლისაგან, სხვაობა იგრძნობა თიხის ჭურჭლის მიხედვითაც. სომხური კერამიკა შავპრიალა, უმთავრესად სამნაწილადი ფორმა აქვს. ფართოდაა გავრცელებული ჩაღარულ-ამობურცული ორნამენტი, სადაც სპირალი ერთ-ერთი ძირითადი მოტივია. აღსანიშნავია, რომ აქაც თითქმის ისეთივე ლითონის იარაღ-სამკაული გვხვდება, როგორც შიდა ქართლში, არარატის ველისა და საერთოდ სომხეთის მთიანეთისათვისაა დამახასიათებელი. ამ კულტურის ვარიანტი საკმაოდ გავრცელდა სამხრეთით და თითქმის მთელი აღმოსავლეთი აბატოლია მოიცვა. განსაკუთრებით ძლიერადაა ათვისებული ელაზიღ-მალათიის მხარე. ძვ. წ. III ათასწლეულის შუა ხანებისათვის ეს კულტურა აქედან სირიასა და პალესტინაში გავრცელდა.
 
 
 
 
ყველაზე ადრეული მტკიცება ამ კულტურის ნაპოვნია [[არარატის პლატო]]ზე; შემდეგ ის გავრცელდა [[საქართველო]]ში [[ძვ. წ. 3000]] წლისთვის, ხოლო მომდევნო ათასწლეულში მიიწევს დასავლეთისკენ [[ერზრუმი]]ს დაბლობებისკენ, კილიკიის სამხრეთდასავლეთით და სამხრეთაღმოსავლეთით [[ვანის ტბა|ვანის ტბის]] არემარეში, დღევანდელი [[სირია|სირიის]] საზღვრამდე. ზოგადად, ადრეული ტრანსკავკასიური კულტურა მისი ძლიერების ზენიტში საკმაოდ ვრცელ ტერიტორიას მოიცავდა, დაახ. 1000 კმ და 500 კმ სიგრძე-სიგანეში.
 
ამ კულტურის არსებობის შესახებ სდუმს კლასიკური ისტორიული წყაროები. მისი სახელი (დარქმეული თანამედროვე არქეოლოგების მიერ) მომდინარეობს მდინარეების [[მტკვარი|მტკვრისა]] და [[არაქსი]]ს ხეობებიდან, სადაც ის განვითარდა. ტერიტორია, რომელიც ამ ხალხს ეჭირა იყო დღევანდელი საქართველო, სომხეთი და თითქმის მთელი კავკასია.
==ლიტერატურა==
{{ისტორია}}