გიორგი III (იმერეთის მეფე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
 
No edit summary
ხაზი 1:
'''გიორგი III''' (― † [[1639]]), იმერეთის მეფე 1605-39, კონსტანტინე მეფის ძე. მძიმე ბრძოლა უხდებოდა ოდიშის ძლიერი მთავრის [[ლევან II დადიანი | ლევან II დადიანის]] წინააღმდეგ. ეს ბრძოლა განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც დადიანის მხარეზე გადავიდა გიორგი III-ის მიერ შერისხული თავადი [[წულუკიძე, პაატა | პაატა წულუკიძე]]. [[1623]] გოჭოურის ბრძოლაში (ქუთაისის მახლობლად) დადიანმა დაამარცხა გიორგი III. დადიანის წინააღმდეგ დაუახლოვდა [[სააკაძე, გიორგი| გიორგი სააკაძეს]], რომელსაც [[1626]] ბაზალეთის ბრძოლაში ზემო იმერეთის ლაშქარი მიაშველა, შემდეგში დაუმოყვრდა [[თეიმურაზ I | თეიმურაზ I-ს]]. [[1629]] მისმა ვაჟმა, ტახტის მემკვიდრე [[ალექსანდრე III | ალექსანდრემ]], ცოლად შეირთო თეიმურაზ I-ის ასული [[დარეჯანი, ზურაბ არაგვის ერისთავის მეუღლე | დარეჯანი]] (ზურაბ ერისთავის ქვრივი). მაგრამ ლევან დადიანი ამის შემდეგაც სისტემატურად არბევდა იმერეთის სამეფოს. გიორგი III-ის დროს იმერეთში ფართო ხასიათი მიიღო ადამიანებით ვაჭრობამ (ტყვის სყიდვა). შექმნილი ვითარებიდან თავის დასაღწევად 1619-21 გიორგი III-მ სცადა რუსეთის მეფის მფარველობა მოეპოვებინა. მაგრამ ამ ცდას რეალური შედეგი არ მოჰყოლია.