საქართველოს გაზეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''„საქართველოს გაზეთი“''', პირველი ქართული ყოველკვირეული გაზე...
 
+კატ.
ხაზი 1:
'''„საქართველოს გაზეთი“''', პირველი ქართული ყოველკვირეული გაზეთი, ადგილობრივი ხელისუფლების ოფიციალური გამოცემა; დაარსდა [[1819]] წლის 8 მარტს [[თბილისი|თბილისში]]. 1820 წლიდან გამოდიოდა „[[ქართული გაზეთი]]ს“ სახელწოდებით. იბეჭდებოდა ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობების ბრძანებები, განკარგულებები, სტატიები რუსეთისა და საქართველოს საშინაო მდგომარეობაზე, საზღვარგარეთის ამბები, მოთხრობები, ანეკდოტები, განცხადებები და სხვა მასალა, რომელიც შესანიშნავად ასახავს ამ პერიოდის საქართველოს სოციალურ-პოლიტიკურ და კულტურულ ვითარებას. ტირაჟი დაახლოებით 150-200 ცალი.
 
==ლიტერატურა==
* ''გუგუშვილი პ.'', ქართული ჟურნალისტიკა, ტ 1, თბ., 1941;
*''ლორთქიფანიძე ი.'', ქსე, ტ. 9, გვ. 173, თბ., 1985
 
[[კატეგორია:საქართველოს გაზეთები]]
[[კატეგორია:ქართულენოვანი გაზეთები]]