ბესარიონი (ბარათაშვილ-ორბელიშვილი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
 
No edit summary
ხაზი 1:
'''ბესარიონი''' (ბარათაშვილ-ორბელიშვილი) (― † [[1737]]), აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი [[1723]] და [[1725]]-[[1737]], სასულიერო მწერალი. 1680-1723 იყო გარეჯის [[იოანე ნათლისმცემელი | იოანე ნათლისმცემლის]] მონასტრის მღვდელი, როდესაც [[თბილისი | თბილისში]] ოსმალები შემოვიდნენ და კათალიკოსი [[დომენტი IV | დომენტი]] ლორის ციხეში გაიხიზნა, ქართლის გამგებელმა იესემ კათალიკოსად დასვა (1723). ოსმალებმა მალე დააბრუნეს დომენტი, მაგრამ ის ოსმალეთში გაემგზავრა და კათალიკოსად ისევ ბესარიონი დადგა. იგი ენერგიულად ეძებდა ოსმალთა უღლისაგან [[საქართველო | საქართველოს]] განთავისუფლების გზას, სთხოვდა ასტრახანში მყოფ [[ვახტანგ VI | ვახტანგ VI-ს]] საქართველოში ჩამოსულიყო და სათავეში ჩასდგომოდა ქვეყანას. ბესარიონი გარეჯის ლიტერატურული ცენტრის ერთ-ერთი აქტიური მოღვაწე იყო. მას მიეწერება ქართული "ჰაგიოგრაფიული კრებულის" II რედაქცია: დომენტი კათალიკოსის ინიციატივით შედგენილი ადრინდელი კრებული ბესარიონმა შეავსო ახალი თხზულებებით (რაჟდენ პირველმოწამის, ლუარსაბ მეფის, [[ჩოლოყაშვილი, ბიძინა | ბიძინა ჩოლოყაშვილის]], შალვა და ელიზბარ ერისთავების ცხოვრებანი). ბესარიონს წვლილი მიუძღვის ქართული ლიტურგიკული და პოლემიკური მწერლობის განვითარებაშიც. სლავურ-რუსულ პროლოგ-სვინაქსარების მიხედვით მან შეადგინა "სადღესასწაულოს" ახალი რედაქცია. საქართველოში მართლმადიდებლური რწმენის დასაცავად კათოლიკობისა და კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ დაწერა პოლემიკურ-დოგმატიკური თხზულება "გრდემლი".