საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 31:
[[კავკასია]] და საკუთრივ [[საქართველო]], [[გეოპოლიტიკური]], [[სტრატეგიული]], [[ეკონომიკური]], [[ეკოლოგიური]], [[კონფესიური]] თვალსაზრისით ისტორიულადაც და განსაკუთრებით დღეს, თავისი მრავალეროვნულობითა და მრავალკონფესიურ-რელიგიურობით მეტად ფეთქებად და „აქტიური ველის” რეგიონს წარმოადგენს. შესაბამისად, ერთაშორისი ურთიერთობანი ერთ-ერთი უპირველესი პრობლემაა და მისი ჰარმონიულად ჩამოყალიბება, როგორც ქვეყნის, ისე რეგიონისა და მსოფლიოსათვისაც უმნიშვნელოვანეს ამოცანათა რიგში რჩება.
ამ მხრივ, ქართულ-ებრაულ ურთიერთობებს, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ბადალი იშვიათად, თუ სრულიადაც არ მოეძებნება მსოფლიოს [[ისტორია]]ში. საქართველოს [[ისტორია]]მ შემოგვინახა ორი უძველესი ერის მრავალსაუკუნოვარი მშვიდობიანი ურთიერთობის მაგალითი და მისი ჩვენება ქართველ ებრაელთა და მთლიანად, საქართველოს ებრაელთა ისტორიის ფონზე, გამოფენის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა.
[[სურათი:ლაილაშის_ბიბლია;_X_საუკუნე_-2.JPG‎|thumb|150px|ლაილაშის ბიბლია; X საუკუნე]]ბიბლიური, არქეოლოგიური, ისტორიული და ენათმეცნიერული მონაცემების საფუძველზე გამოფენაზე შუქდება:
* [[საქართველო]] ([[კავკასია]]) - [[პალესტინა|პალესტინის]] ისტორიულ-კულტურული ურთიერთობანი (ქვის, [[ბრინჯაოს ხანა |ბრინჯაოს]], ანტიკური და შუასაუკუნეების პერიოდების), რაც საერთო ისტორიულ-კულტურული არეალის არსებობით აიხსნება;
* საქართველოში ებრაელთა მოსვლის, განსახლებისა და დამკვიდრების სხვადასხვა პერიოდი: ძვ.წ. VIII ს. - სალმინასარის, ძვ.წ. VI ს. (586 წ. შემდეგ) ნაბუქოდონოსორ II-ის, ძვ. წ. II-I სს. - ა.წ. I ს., VI-VII სს., XIX-XXსს.;