რაჭის საერისთავო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
რაჭის ერისთავები
ხაზი 11:
XV-XVII საუკუნეებში რაჭის საერისთავოში იმერეთის მეფეები ფლობდნენ ყმა-მამულს, მათვე ეკუთვნოდათ ხოტევისა და კვარის ციხეები, სოფ. ნიკორწმინდა. საზაფხულო რეზიდენცია იყო სოფ. შაორი, სოფ. ამბროლაური. იმერეთის მეფის [[ალექსანდრე III|ალექსანდრე III-ის]] გარდაცვალების შემდეგ, როდესაც სამეფოში ფეოდალური ანარქია სუფევდა, რაჭის ერისთავეები შინაომების აქტიური მონაწილეები და ხშირად ინიციატორებიც იყვნენ. მათ, სურდათ გაეფართოებინათ თავიანთი სათავადოები, თავი დაეღწიათ იმერეთის მეფის მოხელეობისაგან და საერისთავო დამოუკიდებელ სამთავროდ ექციათ. თავდაპირველად ერისთავმა [[შოშიტა II|შოშიტა II-მ]] იმერეთში გაჩაღებულ შინაომში კანონიერ მეფეს [[ბაგრატ IV, ალექსანდრე III-ის ძე|ბაგრატ IV-ს]] დაუჭირა მხარი. 1678 შოშიტა დაეხმარა [[არჩილ II|არჩილ II-ს]] იმერეთის სამეფო ტახტის დაკავებაში. ბაგრატ IV-ს თურქები დაეხმარნენ და არჩილი ტახტიდან გადააყენეს. 1679 თურქები პირველად შეესივნენ რაჭას და სასტიკად ააოხრეს. რაჭის ერისთავებს არჩილის რუსეთში წასვლის შემდეგაც არ შეუწყვეტიათ ბრძოლა იმერეთის ხელისუფლებასთან. ერისთავმა [[შოშიტა III|შოშიტა III-მ]] კარგი ურთიერთობა დაამყარა ქართლის მეფეებთან, განსაკუთრებით [[ვახტანგ VI|ვახტანგ VI-თან]]. თავდაპირველად რაჭის ერისთავები საერისთავოს თავადებს ეყრდნობოდნენ იმერეთის სამეფო ხელისუფლებასთან ბრძოლაში. მოკავშირეებმა პირველ რიგში რაჭის საერისთავოში მეფის კუთვნილი ყმა-მამილი მიითვისეს: იაშვილებმა - კვარის ციხე, წულუკიძეებმა - ხოტევისა. სამეფო ყმა-მამულის დიდი ნაწილი კი რაჭის ერისთავების ხელში გადავიდა. მათვე დაიმორჩილეს რაჭის აზნაურთა დიდი ნაწილი, ზოგიც საერისთავოს ტერიტორიიდან გააძევეს. [[როსტომ რაჭის ერისთავი|როსტომ რაჭის ერისთავის]] დროს რაჭის საერისთავო ფაქტობრივად დამოუკიდებელ სამთავროს წარმოადგენდა, მაგრამ იმერეთის მეფე [[სოლომონ I|სოლომონ I-მა]] 1769 წლის II ნახევარში როსტომი ოჯახიანად შეიპყრო, ხოლო რაჭის საერისთავო გააუქმა. [[1784]] რაჭის საერისთავო იმერეთის მეფემ [[დავით II, გიორგი VII-ის ძე|დავით გიორგის ძემ]] აღადგინა. მეფის გადაწყვეტილების მიღებაში დიდი როლი ითამაშა [[კაცია II დადიანი|კაცია II დადიანმა]]. მეფემ ერისთავობა ერთ-ერთ თავის დისწულს ანტონს უბოძა. ამით უკმაყოფილო წულუკიძეებისა და წერეთლების გამოსვლა მარცხით დამთავრდა. [[1785]] იმერეთის მეფემ რაჭის ერისთავად ანტონის ნაცვლად მისი მამა, გიორგი როსტომის ძე, დასვა. ბერი წულუკიძე და პაპუნა წერეთელი ახალციხეში გაიქცნენ და [[1786]] იანვარში 500 ლეკისა და 1000 თურქისაგან შემდგარი ლაშქრით რაჭაში შეიჭრნენ. იმერეთის მეფემ ოდიშის ლაშქარი მოიშველია და რაჭაში ილაშქრა. გადამწყვეტ ბრძოლაში [[1786]] წლის 26 იანვარს სოფ. სხვავასთან დავით გიორგის ძემ გაიმარჯვა, 1787 წელს [[გიორგი რაჭის ერისთავი]] ბრძოლაში დაიღუპა და მის ადგილას დავით გიორგის ძემ კვლავ ანტონ გიორგის ძე დასვა. [[1789]] იმერეთში გამეფდა [[სოლომონ II]], რომელმაც საბოლოოდ გააუქმა რაჭის საერისთავო.
 
==რაჭის ერისთავები==
'''კახაბერიძეთა დინასტია'''
 
*რატი ბაგრატიონი (ადრ. მე-11 საუკ.)
 
* კახაბერ I (გ. [[1088]])
* ნიანია (1088-[[1120]])
''1120-[[1175]] – უცნობი მთავრები''
* კახაბერ II (1175-[[1210]])
''1210-[[1245]] – უცნობი მთავრები''
* კახაბერ III (1245-[[1278]])
 
'''ჭარელიძეთა დინასტია'''
 
* აღბუღა (14??-14??)
 
* გიორგი I (14??-14??)
 
* ცაცი (14??-14??)
 
* ქველი (14??-14??)
 
* გიორგი II (14??-14??)
 
'''ჩხეტიძეთა დინასტია'''
 
* იონა ([[1465]]-[[1485]])
 
* კახაბერ IV (1485-[[1510]])
 
* ბედიანი (1510-[[1534]])
 
* შოშიტა I (1534-[[1565]])
 
* პაპუნა I (1651-[[1661]])
 
* შოშიტა II (1661-[[1684]])
 
* პაპუნა II (1684-[[1696]])
 
* შოშიტა III (1696-[[1731]])
 
* გრიგოლი (1731-[[1741]])
 
* ვახტანგ (1741-[[1749]])
 
* როსტომ (1749 - [[1769]])
 
'''ბაგრატიონთა დინასტია'''
 
* ანტონ ([[1784]], პირველი მთავრობა)
 
* გიორგი III (1784-[[1787]])
 
* ანტონ (1787-[[1789]], მეორე მთავრობა)