ბაკურიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბაკურიანი (დაბა) გადატანილია ბაკურიანი-ზე
სურათი გადავაადგილე - იმედია წინააღმდეგი არ ხართ, სანამ თარგი ჩაისმება
ხაზი 1:
[[სურათი:Bakuriani winter resort, Georgia.jpg|600px]]
[[სურათი:Bakuriani 003.jpg|thumb|250px|right|ბაკურიანი]]
'''ბაკურიანი''' - [[დაბა]] [[ბორჯომის რაიონი|ბორჯომის რაიონში]]. მდებარეობს [[თრიალეთის ქედი|თრიალეთის ქედის]] ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე [[ბაკურიანისწყალი|ბაკურიანისწყლის]] ([[გუჯარეთისწყალი|გუჯარეთისწყლის]] შენაკადი) ნაპირას (ზღვის დონიდან 1700 მ, [[ბორჯომი|ბორჯომიდან]] 30 კმ). ბაკურიანი გაშლილია ე. წ. ბაკურიანის ქვაბულის ძირზე, რომელიც ვულკან მუხერიდან ამონთხეული ლავით არის აგებული. ჰავა ზღვის ნოტიოდან ზომიერად ნოტიო კონტინენტურისაკენ გარდამავალია, ზამთარი - ცივი, თოვლიანი, ზაფხული - ხანგრძლივი. საშუალო წლიური ტემპერატურა 4,3°C, იანვრისა 7,2°C, აგვისტოსი 15°C. ნალექები 734 მმ წელიწადში. თოვლის საფარი (64 სმ სისქის) დეკემბრის დასაწყისიდან მარტის ბოლომდე. წარმოადგენს ბორჯომი-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიანი 37 კმ-იანი სარკინიგზო განშტოების ბოლო პუნქტს. დაბის სტატუსი მიენიჭა [[1926]] წელს. მოსახლეობა 2.0 ათასი. ბაკურიანის მიდამოები შემოსილია წიწვიანი ტყით, იგი ცნობილი სამთო-კლიმატური კურორტია. ''ფაქტორებია:'' მთის ჰავა, მზის ხანგრძლივი ნათება (2052 სთ წელიწადში) და ულტრაიისფერი სხივების მაღალი რადიაცია. ''სამედიცინო ჩვენება:'' ლიმფადენიტი, სასუნთქ ორგანოთა ქრონიკული არატუბერკულოზური დაავადებანი, სისხლნაკლებობა. ბაკურიანი საერთაშორისო მნიშვნელობის სამთო-სათხილამურო ცენტრია. [[1932]] წელს გაიხსნა პირველი სათხილამურო ბაზა. ბაკურიანიდან [[კოხტაგორა|კოხტაგორის]] მთაზე (1,3 კმ) და ცხრაწყაროს უღელტეხილზე (3,5 კმ) გაყვანილია საბაგირო გზები, აგებულია სათხილამურო ტრამპლინები. 2005 წელს საქართველოს მთავრობამ ბაკურიანი წარადგინა 2014 წლის [[ზამთრის ოლიმპიური თამაშები|ზამთრის ოლიმპიური თამაშების]] მასპინძლობის ერთ-ერთ კანდიდატად.
 
ბაკურიანში აღმოჩენილია მეგალითური კულტურის ნაშთი, შემორჩენილია ადრინდელი ფეოდალური ხანის საკულტო ნაგებობა "პანტნარის ტაძარი".
[[სურათი:Bakuriani winter resort, Georgia.jpg|600px]]
 
==რესურსები ინტერნეტში==
{{commons|Category:Bakuriani|ბაკურიანი}}
*[http://www.bakuriani.ge/ ბაკურიანის ვებგვერდივებ-გვერდი]
 
[[კატეგორია:საქართველოს დაბები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბაკურიანი“-დან