გვიმრები: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მNo edit summary |
მNo edit summary |
||
ხაზი 1:
'''გვიმრები''' (Pteropsida
გვიმრები გავრცელებულია მთელ დედამიწაზე, უმეტესად ტენიან ტროპიკებში. მათი მრავალგვარი სასიცოცხლო ფორმიდან ზოგიერთი ხავსებს წააგავს, ზოგი მრავალწლოვანი ბალახებია, ზოგი კი ნამდვილი ხეები. მცირეოდენი სახეობები წყალში იზრდება. ზოგი (ქსეროფიტები) მშრალ ადგილებზეც გვხვდება. მრავალი ტროპიკული გვიმრა ბინადრობს ხის ღეროებსა და ფოთლებზე (ეპიფიტები). გვიმრები იყოფიან სამ კლასად: [[პირველადი გვიმრები]] (Primofilices) ნამარხი ფორმებია. აქვთ დიქოტომიურად დატოტვილი ღერო და ტოტების ბოლოზე განლაგებული სპორანგიუმები. ტოლსპორიანები, იშვიათად განსხვავებულსპორიანები არიან; [[ეუსპორანგიუმიანი გვიმრები|ეუსპორანგიუმიან გვიმრებს]] (Eufilices) უინდუზიუმო მრავალშრიანი სპორანგიუმის კედელი აქვთ. მათი რამდენიმე სახეობიდან ყველა ტოლსპორიანია. [[ლეპტოსპორანგიუმიანი გვიმრები|ლეპტოსპორანგიუმიან გვიმრებს]] (Leptofilices) აქვთ ერთშრიანი სპორანგიუმის კედელი, აგრეთვე ინდუზიუმი. ზოგი ფორმა ტოლსპორიანია, ზოგი — განსხვავებულსპორიანი. ეს გვიმრები ყველაზე ფართოდ არიან გავრცელებული. შეიცავენ 10 ათასამდე სახეობას. იყოფიან სამ რიგად: ნამდვილ გვიმრებად (Filicales), მარსილიასნაირებად (Marsiliales) და სალვინიასნაირებად (Salviniales).
|