საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 2:
{{ვიკი}}
 
[http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98 ებრაელთა] ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ჩამოყალიბდა საქართველოს ღარებკომის გამგეობის 1932 წლის 30 ნოემბრის დადგენილებით როგორც საუწყებო ორგანიზაცია — მშრომელ ებრაელთა კულტბაზის ფარგლებში; ოფიციალურად დაარსდა 1933 წლის [http://ka.wikipedia.org/wiki/23_%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98 23 ნოემბერს] — საქართველოს განათლების სახალხო კომისარიატის ბრძანებით.
 
 
ხაზი 12:
[[სსრკ]]-ში მიმდინარე [[ანტისემიტიზმი|ანტისემიტური მოძრაობის]] ტალღაზე მუზეუმი დაიხურა 1951 წელს.
 
[http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90 საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის] ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ასოციაციის წარდგენის საფუძველზე აღდგა საქართველოს მთავრობის 1992 წლის 30 ნოემბრის № 1017 დადგენილებით და მიენიჭა ცნობილი რაბინისა და საზოგადო მოღვაწის დავით ბააზოვის სახელი. მუზეუმი შევიდა საქართველოს კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას დაევალა სამეცნიერო ხელმძღვანელობა; 2000—2004 წლებში მუზეუმი საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის დაქვემდებარებაშია.
 
უმწვავეს ავარიულ მდგომარეობაში არსებული ისტორიული ნაგებობისა და ეროვნულ-საერთაშორისო მნიშვნელობის სამუზეუმო დაწესებულების გადარჩენისათვის, მუზეუმისა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ასოციაციის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 25 ივლისის № 654 განკარგულებით — „დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის აღდგენა-რეკონსტრუქციის ღონისძიებათა შესახებ“, დაისახა მუზეუმის, როგორც ებრაელთა საქართველოში ცხოვრების მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განძთსაცავისა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა შემსწავლელი უნიკალური სამეცნიერო ცენტრის ფუნქციონირებისა და რეკონსტრუქციის ღონისძიებები.