მოქცევაჲ ქართლისაჲ: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''„მოქცევაჲ ქართლისაჲ“''', ჩვენამდე მოღწეულიამოღწეული პირველი ქართული ისტორიული თხზულება. ცნობილია შატბერდული და ჭელიშური რედაქციები.
 
შატბერდის კრებული, რომელიც აღმოჩნდა (1888) და გამოაქვეყნა (1890) [[ექვთიმე თაყაიშვილი|ექვთიმე თაყაიშვილმა]], გადაწერილია X საუკუნის 70-იან წლებში [[შატბერდი|შატბერდის მონასტერში]] იოანე ბერას ხელმძღვანელობით. ჭელიშის კრებული (მიაკვლიეს 1903 წელს ჭელიშის მონასტერში) შედგება 2 ნაწილისაგან. „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ მოთავსებულია კრებულის იმ ნაწილში, რომელიც XIV-XV საუკუნეებში უნდა იყოს გადაწერილი. ენობრივი თვალსაზრისით ეს რედაქცია დაახლოებით შატბერდულის ხანისაა, თუმცა ძეგლის ორთოგრაფია და ფონეტიკა გადამწერის მიერ ძლიერ არის დამახინჯებული. ორივე რედაქცია ნაკლულია. ჭელიშურს დასაწყისში აკლია ფურცლები, შატბერდულს შიგნით. ჭელიშური რედაქცია უფრო ვრცელი და მრავალსიტყვიანია, თუმცა შატბერდული ბევრად უფრო უხვია ცნობებით. სავარაუდოა, რომ ეს ცნობები შემატებულია. ამას მოწმობს მის გავრცობილ ნაწილში [[ბაღდადი|ქ. ბაღდადის]] დასახელება, რაც IX საუკუნის შემდეგდროინდელ გლოსაზე უნდა მიგვითითებდეს.
ხაზი 9:
„ქრონიკაში“ შედარებით ვრცლად არის მოთხრობილი ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობა ქართლში და ''არიან- ქართლის'' მეფის ძია აზოს გამეფება, შემდეგ მოცემულია ქართლის წარმართ მეფეთა სია და ლაკონიურად აღის აღნუსხული მათი საქმიანობის უმთავრესი მომენტები; ეს სია უკანასკნელი წარმართი მეფით მირიანით მთავრდება. შემდეგ მოთხრობილია პირველი ქრისტიანი მეფის, იმავე მირიანის, შესახებ. ამ ნაწილში „ქრონიკის“ საერთო მასშტაბებთან შედარებით დიდი ადგილი უკავია ქართლის გაქრისტიანების ისტორიას, რომელიც მთავრდება წმინდა ნინოსა და მირიან მეფის გარდაცვალებით. ამას მისდევს მეფე-ერისთავთა და კათოლიკოს-ეპისკოპოსთა სია ბაკურ მეფის დროიდან სტეფანოს II ერისმთავრამდე. ზოგჯერ აღნიშნულია მათი საქმიანობის უმთავრესი მომენტები. შედარებით ვრცელი ადგილი უკავია ვახტანგ გორგასლის მეფოსბას და ჰერაკლე კეისრის ლაშქრობას ქართლში; მოცემულია ქართლის ერისთავთა და კათოლიკოსთა სია გუარამ ერისთავამდე.
 
სავარაუდოა, რომ თავდაპირველად დაიწერა ქართლის ისტორია მირიან მეფის გარდაცვალებამდე და მას ეწოდებოდა „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ მასში შედიოდა ქართლის სამეფოს შექმნის, მცხეთის შენების მშრალი ქრონიკა, წარმართ მეფეთა სია და ნინოს მიერ ქართლის გაქრისტიანების ვრცელი მოთხრობა. ასეთი სტრუქტურა ზუსტად ასახავს ტრადიციული საეკლესიო ისტორიებისა და ქრონიკების მოდელს. შემდეგში „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ , როგორც ჩანს, დაემატა სხვა ნაწილებიც, ხოლო სათაური ძველი შერჩა. სულ ბოლოს (IX საუკუნის 30-იანი წლები) მას უნდა დართვოდა ერისთავებისა და კათოლიკოსების სია. ამასთან ერთად უნდა შექმნილიყო ის პროტორედაქცია, რომლიდანაც მიმდინარეობს შატბერდული და ჭელიშური რედაქციები და რომელმაც „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ სათაურით გააერთიანა „ქრონიკა“ და „ნინოს ცხოვრება“.
 
„მოქცევაჲ ქართლისაჲს“ წყაროებს მხოლოდ ჭელიშური რედაქცია ასახელებს. მაგ. ჯვრის აღმართვის ამბავთან დაკავშირებით მითითებულია გრიგოლ დიაკვნის „მოკლედ აღწერილი ქართლის მოქცევის წიგნი“, კავკასიაში სპარსელ-ხაზართა შეჯახების გამო ნათქვამია „ესე აღწერილი გამოკბილად არსო“. ამჟამად უცნობია როგორც გრიგოლ დიაკვნის თხზულება, ისე ის ნაწარმოებები, საიდანაც ჭელიშური რედაქციის ავტორს უნდა „გამოეკრიბა“ ცნობები. სპეციალისტები „ქრონიკის“ წყაროებად ასახელებნ აგრეთვე ფსევდოკალისთენეს აპოკრიფულ რომანს ალექსანდრე მაკედონელზე, ალექსანდრე კვიპრელი მონაზვნის „ქრონიკას“ და შეაძლოა, რაღაც ადგილობრივ „საამშენებლო ქრონიკას“. თავის მხრივ „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ უფრო გვიანდელი თხზულების წყაროც გახდა. მართალია, ლეონტი მროველი (XI ს.) და [[არსენი მეტაფრასტი]] (XII ს.) მას იმოწმებენ მხოლოდ „ნინოს ცხოვრებასთან დაკავშირებით“, მაგრამ მათ მხედველობაში აქვთ მთლიანად ძეგლი („ნინოს ცხოვრება“ „ქრონიკიანად“), როგორი სახითაც მან მოაღწია ჩვენამდე.
 
„მოქცევაჲ ქართლისაჲს“ აღმოჩენას თავის დროზე დიდი კულტურულ-ეროვნული მნიშვნელობა ჰქონდა. იგი სწორედ მაშინ გამოჩნდა, როდესაც [[ქართლის ცხოვრება|„ქართლის ცხოვრების“]] ცნობებს ზოგი კავკასიოლოგი უსაფუძვლოდ XII საუკუნეში შეთხზულ ლეგენდად მიიჩნევდა.
 
ქართული ისტორიოგრაფიის დაწინაურებამ და ახალი მასალის გამოვლენამ ცხადი გახადა, რომ „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ სარგებლობს უძველესი ადგილობრივი წყაროებით, რისი გაკონტროლებაც შესაძლებელია საქართველოში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრებით, აქვე აღმოჩენილი ბერძნულ-არამეული წარწერებით თუ ბერძნულ-რომაული და სომხური წყაროებით. თხზულებაში, ზოგჯერ აღწერილი ამბების თანამედროვის ხმაც ისმის (მთიელთა მოსაქცევად მახვილის გამოყენება, მიქაელ მთავარეპისკოპოსსა და ვახტანგ გორგასალს შორის კონფლიქტის დეტალები და სხვა).
 
==ძირითადი გამოცემები==
*''თაყაიშვილი ე.'', სამი ისტორიული ხრონიკა , ტფ., 1890;
*ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ილ. აბულაძის რედ., წგნ. 1, თბ., 1963;
*შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979;
*''Такайшвили Е. С.,'' Описание рукописей „Общества распространения грамотности среди грузинского населения“, т. 2, Тфл., 1906—1912;
*''მისივე,'' Источники грузинских рукописей — Три хроники: Сб. материалов для описания местностей и племён Каяказа, в. 28, Тфл., 1900
 
 
Line 18 ⟶ 29:
 
==ლიტერატურა==
* ''ინგოროყვა პ.,'' ძველი ქართული მატიანე „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია, თხზულებეთა კრებული, ტ. 4, თბ., 1978;
*''კაკაბაძე ს.,'' საისტორიო ძიებანი, თბ., 1924;
*''კეკელიძე კ.,'' „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ -ს შედგენილობა, წყაროები და ეროვნული ტენდენციები, მის წგნ.: ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 1, თბ., 1956;
*''მისივე,'' ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960;
*''ლორთქიფანიძე მ.,'' ადრეფეოდალური ხანის ქართული საისტორიო მწერლობა, თბ., 1966;
*''ჯავახიშვილი ივ.,'' თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 8, თბ., 1977;
*'' Меликишвили Г. А.'', К истории древнеч Грузии, Тб., 1959;
* ''ალექსიძე ზ.,'' ქსე, ტ. 7, გვ.149-150, თბ., 1984
 
[[კატეგორია:ძველი ქართული ლიტერატურა]]
[[კატეგორია:საქართველოს ისტორია]]