მიქაელ I (მთავარეპისკოპოსი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+კატ.
No edit summary
ხაზი 1:
{{მრავალმნიშვნელოვნება*|მიქაელმიქაელი}}
''' მიქაელი''', [[ქართლი]]ს [[ეპისკოპოსი]] ([[მთავარეპისკოპოსი]]ს ტიტულით) V საუკუნის 40-70იან წლებში. [[ბიზანტია|ბიზანტიიდან]] მოწვეული [[ბერძნები|ბერძენი]]. [[ვახტანგ გორგასალი|ვახტანგ გორგასლის]] აღმზრდელ-მასწავლებელი. მიქაელი იღვწოდა [[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] განმტკიცებისათვის, ენერგიულად ებრძოდა ქართლში ფეხმოკიდებულ სხვადასხვა [[ერესი|ერესს]] და [[მაზდეანობა]]ს. დაწვა ქართლის ეპისკოპოსის მობიდანის ერეტიკული წიგნები. მიქაელი უფლებისა და სიმდიდრის მოყვარული მღვდელთმთავარი ყოფილა. მიქაელი არ ემხრობოდა ვახტანგ გორგასლის საეკლესიო-სახელმწიფოებრივ პოლიტიკას, რომელიც ზღუდავდა ეკლესიის დამოუკიდებლობასა და უზომოდ გაზრდილ მიწისმფლობელობას. მეფესა და მიქაელს შორის უთანხმოება ისე გამწვავდა, რომ განაწყენებულმა ეპისკოპოსმა მასთან საამბორებლად მისულ ვახტანგს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამ კადნიერებისათვის მიქაელი ქართლიდან გააძევეს.