მიზითხი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''მიზითხი''', წარმართული ხანის ხალხური რიტუალური ცეკვა. გავრცე...
 
No edit summary
ხაზი 1:
'''მიზითხი''', წარმართული ხანის ხალხური რიტუალური ცეკვა. გავრცელებული იყო [[აფხაზეთი|აფხაზეთში]]. ცეკვავდნენ [[გაზაფხული]]ს პირველი ყვავილობის დღესასწაულზე, ეძღვნებოდა „მიზითხს“ — ტყის ღმერთს. ყოველწლიურად დღესასწაულის წინა ღამეს ხალხი გადიოდა ტყეში სიმღერითა და თოფის სროლით. მზის ამოსვლის შემდეგ ბრუნდებოდნენ ყვავილებით მორთულ სოფელში. წინ მუხის ფოთლების გვირგვინით შემკული მოხუცი ქალები მიუძღოდნენ. ყვავილებს მიზითხის სამსახვერპლოს კვარცხბეკზე აწყობდნენ. იმართებოდა ჯირითი, ყაბახი. გამარჯვებულს უფლება ეძლეოდა კვარცლბეკიდან ერთი ყვავილი აეღო და ეცეკვა ამ ყვავილის მომტან ქალთან.
 
==ლიტერატურა==
* ქსე, ტ. 6, გვ. 681, თბ., 1983
 
[[კატეგორია:ცეკვა]]
[[კატეგორია:წარმართობა]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მიზითხი“-დან