წონის მღვიმე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
+კატ.
ხაზი 1:
'''წონა''', ''ბუბას კლდე'', მრავალფენიანი (აშელის, მუსტიეს, მეზოლითის, ბრინჯაოს და ფეოდალური ხანის) არქეოლოგიური ძეგლი. მდებარეობს ისტორიულ [[შიდა ქართლი|შიდა ქართლის]] (ახლანდელი [[ჯავის რაიონი]]) ტერიტორიაზე, მდ. [[ყვირილა|ყვირილის]] სათავესთან, ზღვის დონიდან 2100 მ სიმაღლეზე. წარმოადგენს კარსტული წარმოშობის მღვიმეს, რომლის სიგანეა 90 მ, სიმაღლე შესასვლელთან - 15 მ. აღმოაჩინეს და სწავლობდნენ 1958-1961, 1965, 1968 (ხელმძღვანელი ა. კალანდაძე), 1977-1978 (ხელმძღვანელი დ. თუშაბრამიშვილი). დადგენილია 20 ლითოლოგიური ფენა (საერთო სისქე 4,5 მ). აშელური ხანის ზედა ფენაში ნაპოვნია სხვადასხვა დამზადებული ქვის ნივთი (მათ შორის ხელცულები, საჩეხი იარაღი, სახოკ-საჭრელები, წალდისებრი იარაღი და კლივერი). აშელური ხანის II ფენაში ძირითადად ნაპოვნია ანატკეცები. წონის მუსტიეურ ფენებში აღმოჩენილი ქვის ნაწარმი განეკუთვნება ლევალუაზურ, ლამელურ ინდუსტრიას და ჯრუჭულის, [[კუდარო]] I-II, ხვირათის ძეგლებთან ერთად გარკვეულ ჯგუფს ქმნის. მეზოლითური ხანის ქვის ნაწარმიდან აღსანიშნავია ზურგდაბლაგვებული (გრავეტის ტიპის) დანები. აშელური, მუსტიეური და მეზოლითური ნასახლარი მონადირეთა ჯგუფს ეკუთვნოდა. წონის მღვიმის ფაუნა ქვეწარმავალთა და ცხოველთა 22 სახეობითაა წარმოდგენილი. გამოვლინდა მგლის, ტურის, მღვიმის დათვის, მღვიმის ლიმოს, [[ღორი]]ს, ირმის, [[კავკასიური ჯიხვი]]ს, ცხვრის, ბიზონის და სხვა ნაშთი. წონის მღვიმის ფაუნასათვის დამახასიათებელია ცივი ჰავის მოყვარული ცხოველების არარსებობა. აშელური ფენები წარმოქმნილია რის-ვიურმის გამყინვარებათაშორისო ეპოქის დასაწყისში ან რისის გამყინვარების რომელიღაც პერიოდში. მუსტიეური ფენა ვიურმია I ნახევარს განეკუთვნება. მეზოლითური ფენის წარმოქმნა პოლოცენის ეპოქაში უნდა მომხდარიყო.
 
[[კატეგორია:საქართველოს არქეოლოგიური ძეგლები]]
[[კატეგორია:ჯავის რაიონი]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/წონის_მღვიმე“-დან