ჯორჯ ბალანჩინი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
რობოტი დამატება: hr:George Balanchine
No edit summary
ხაზი 1:
[[სურათი:GeorgeBalanchine.jpg|thumb|right|ჯორჯ ბალანჩინი]]
'''ჯორჯ ბალანჩინი''' (George Balanchine, ნამდვილი სახელი ''გიორგი მელიტონის ძე ბალანჩივაძე'') (*დ. [[9 იანვარი]]/[[22 იანვარი]], [[1904]], [[პეტერბურგი]] — გ. [[2930 აპრილი]], [[1983]], [[ნიუ-იორკი]]), წარმოშობით [[ქართველები|ქართველი]] [[ამერიკელები|ამერიკელი]] ბალეტმაისტერი, ამერიკის კლასიკური ბალეტის ფუძემდებელი, [[ბალანჩივაძე, მელიტონ |მელიტონ ბალანჩივაძის]] შვილი.
==ბიოგრაფია==
[[1921]] წელს დაამთავრა [[პეტროგრადი|პეტროგრადის]] [[მარიინსკის თეატრი|მარიინსკის თეატრთან]] არსებული თეატრალური სასწავლებელი (პედაგოგი პ. გერდტი, ს. ანდრიანოვი), 1923 - პეტროგრადის [[კონსერვატორია]]. [[1921]]-[[1924]] პეტროგრადის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის მსახიობი იყო. ამავე წლებში დადგა ცეკვები სპექტაკლებში "ოქროს მამალი" ([[რიმსკი-კორსაკოვი, ნიკოლოზ|ნ. რიმსკი-კორსაკოვი]]), "უიღბლო ეუგენი" (ტოლერის ამავე სახელწოდების პიესა). [[1923]] ხელმძღვანელობდა პეტროგრადის "ახალგაზრდა ბალეტს", რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ რუსული ბალეტის გამოჩენილი მოღვაწეები ([[ლავროვსკი, ლეონიდ|ლ. ლავროვსკი]], პ. გუსევი, ი. სლონიმსკი და სხვები). [[1924]]-იდან ცხოვრობდა საზღვარგარეთ. [[1925]]-[[1929]] იყო [[პარიზი|პარიზის]] "ს. დიაგილევის რუსული საბალეტო დასის" მთავარი ბალეტმაისტერი. [[1932]] - ფრანფული საბალეტო დასების "ბალე რიუს დე მონტე კარლოს" და "ბალე - 1933-ის" ბალეტმაისტერი. [[1933]] მიიწვიეს [[აშშ|აშშ-ში]], სადაც შექმნა "ამერიკული საბალეტო სკოლა", რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდა დასი (1948-იდან "ნიუ-იორკ სიტი ბალე"). ბალანჩინს დადგმული აქვს 160-ზე მეტი საბალეტო სპექტაკლი [[ბუენოს-აირესი|ბუენოს-აირესის]], [[კოპენჰაგენი|კოპენჰაგენის]], [[ლონდონი|ლონდონის]], [[მილანი|მილანის]] და სხვა ქალაქების თეატრებში. მისი საუკეთესო დადგმებია: [[პროკოფიევი, სერგეი|ს. პროკოფიევის]] "უძღები შვილი" ([[1928]]), [[სტრავინსკი, იგორ|ი. სტრავინსკის]] "აპოლონ მუსაგეტი" ([[1928]]), "ორფევსი" ([[1948]]), "აგონი" ([[1957]]), "ბროლის სასახლე" ([[ბიზე, ჟორჟ|ჟ. ბიზეს]] მუსიკის მიხედვით, [[1941]]), "ბალე იმპერიალი" ([[ჩაიკოვსკი, პეტრე|პ. ჩაიკოვსკის]] მუსიკის მიხედვით, [[1941]]) და სხვა. ავტორია წიგნისა "ცნობილი ბალეტების დაწვრილებითი აღწერა" ([[ინგლისური ენა|ინგლისურ ენაზე]]).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯორჯ_ბალანჩინი“-დან