ვოიაჯერ 2: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 95:
}}
[[ფაილი:Europa moon Voyager 2 closest approach.jpg|მინი|ვოიაჯერ 2-ის მიერ აღბეჭდილი ევროპა]]
'''ვოიაჯერ 2''' ({{lang-en|Voyager 2}}) — მოქმედი კოსმოსური ზონდი, რომელიც [[ნასა|ნასამ]] 1977 წლის 20 აგვისტოს [[ვოიაჯერი (პროგრამა)|ვოიაჯერის პროგრამის]] ფარგლებში მზის სისტემის შორეული [[პლანეტები|პლანეტების]] შესწავლის მიზნით გაუშვა.<ref name="The Fantastic Voyage of Voyager">{{cite web|title=The Fantastic Voyage of Voyager|url= https://www.theattic.space/home-page-blogs/2020/1/9/the-astonishing-voyage-of-voyager |website=The Attic|access-date=3 March 2020}}</ref>. ვოიაჯერ 2 პირველი და ერთადერთი აპარატია, რომელმაც იშვიათი პლანეტარული განლაგების დახმარებით 1986 წლის იანვარში [[ურანი (პლანეტა)|ურანს]], ხოლო 1989 წლის აგვისტოში [[ნეპტუნი (პლანეტა)|ნეპტუნს]] მიაღწია.
2018 წლის 5 ნოემბერს, 122 [[ასტრონომიული ერთეული|ასტრონომიული ერთეულის]] მანძილზე, ვოიაჯერ 2-მა [[ვარსკვლავთშორისი სივრცე|ვარსკვლავთშორის სივრცეს]] მიაღწია და ვოიაჯერ 1-ის მსგავსად, [[მზე|მზის]] [[ჰელიოსფერო]] დატოვა.
ხაზი 104:
* ვოიაჯერ 2-ის მისია 1977 წლის 20 აგვისტოს დაიწყო და უპირველესად იუპიტერისა და სატურნის, აგრეთვე მათი თანამგზავრების შესწავლას მოიცავდა. თუმცა ფრენის ტრაექტორიამ აპარატს ურანსა და ნეპტუნთან მიღწევის საშუალებაც მისცა. გრავიტაციული მანევრების შედეგად კი ნეპტუნისაკენ ფრენის ხანგრძლივობა 30 წლის ნაცვლად, 12 წლამდე შემცირდა.
 
* 1979 წლის 9 ივლისს აპარატი იუპიტერს მაქსიმალურად, 71 ათას კილომეტრამდე მიუახლოვდა. ვოიაჯერ 2-მა [[განიმედე (თანამგზავრი)|განიმედეს]], [[ევროპა (თანამგზავრი)|ევროპასა]] და [[გალილეო გალილეი|გალილეოს]] სხვა [[თანამგზავრი|თანამგზავრების]] შესწავლა დაიწყო. მოპოვებულმა მონაცემებმა შესაძლებელი იმ ჰიპოთეზის წამოყენება გახადა, რომელიც ევროპას ზედაპირის ქვეშ თხევადი [[ოკეანე|ოკეანის]] არსებობას უშვებდა. მზის სისტემის ყველაზე დიდი თანამგზავრის — განიმედეს შესწავლამ აჩვენა, რომ იგი "ჭუჭყიანი"„ჭუჭყიანი“ ყინულითაა დაფარული, ხოლო მისი ზედაპირი ევროპას ზედაპირზე უფრო ხნიერია. ამის შემდეგ აპარატი სატურნისაკენ გაემართა. <ref name=NASAVoyager2>National Aeronautics and Space Administration [https://solarsystem.nasa.gov/missions/voyager-2/in-depth/ "Voyager 2"] NASA Science: Solar System Exploration. Updated 26 January 26, 2018. Accessed December 12, 2018.</ref>
[[ფაილი:Saturn (planet) large.jpg|მინი|სტურნი]]
*1981 წლის 25 აგვისტოს ვოიაჯერ 2 სატურნს მაქსიმალურად, 101 ათას კილომეტრამდე მიუახლოვდა. აპარატმა პლანეტის თანამგზავრთა ზედაპირები შეისწავლა და დეტალური სურათები დედამიწაზე გამოაგზავნა. სატურნის შემდეგ ვოიაჯერ 2-მა ყინულის გიგანტებისაკენ აიღო გეზი.
 
*1986 წლის 24 იანვარს ვოიაჯერ 2 ურანს მაქსიმალურად, 81,5 ათას კილომეტრამდე მიუახლოვდა. აპარატმა პლანეტის, მისი რგოლებისა და თანამგზავრების ასეულობით ფოტო გადაიღო და დედამიწაზე გამოაგზავნა. აღნიშნული მასალის დამსახურებით, მეცნიერებმა ურანის 2 ახალი რგოლი აღმოაჩინეს, ხოლო აქამდე ცნობილი 9 კიდევ უფრო დეტალურად შეისწავლეს. გარდა ამისა, აპარატმა ურანის 11 ახალი თანამგზავრიც აღმოაჩინა. ცნობილი გახდა, რომ ურანის ორივე პოლუსზე მსგავსი ტემპერატურაა, ხოლო პლანეტის საშუალო ტემპერატურა -214°C შეადგენს. პლანეტის ერთ-ერთი თანამგზავრის — მირანდას შესწავლისას, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მირანდას ისტორია მრავალ ტექტონიკურ და თერმულ მოვლენას ინახავს. ურანის თანამგზავრები [[შექსპირი|შექსპირის]] პერსონაჟების სახელებს ატარებს. ურანისა და მისი თანამგზავრების შესწავლის შემდეგ ვოიაჯერ 2 ნეპტუნისაკენ გაემართა. <ref name=UranusNASA>[https://voyager.jpl.nasa.gov/mission/science/uranus/ "Uranus Approach"] NASA Jet Propulsion Laboratory, California Institute of Technology. Accessed December 11, 2018.</ref> <ref name="NeptuneApproach">[[National Aeronautics and Space Administration]] [https://voyager.jpl.nasa.gov/mission/science/neptune/ "Neptune Approach"] NASA Jet Propulsion Laboratory: California Institute of Technology. Accessed December 12, 2018.</ref>
[[ფაილი:Uranus true colour.jpg|მინი|ვოიაჯერ 2-ის მიერ აღბეჭდილი ურანი]]
 
*1989 წლის 25 აგვისტოს ვოიაჯერ 2 ნეპტუნს მაქსიმალურად, 4951 კილომეტრამდე მიუახლოვდა. აპარატმა პლანეტას და მის ყველაზე დიდ თანამგზავრს — ტრიტონს ფოტოები გადაუღო და დედამიწაზე გამოაგზავნა. ტრიტონის შესწავლისას გაირკვა, რომ მიუხედავად მზისგან დიდი მანძილისა, თანამგზავრზე მოქმედი გეიზერები შეინიშნებოდა. გარდა ამისა, აპარატმა ნეპტუნის 4 ახალი თანამგზავრიც აღმოაჩინა. ასევე, ვოიაჯერ 2-მა ნეპტუნზე "დიდი„დიდი შავი ლაქა"ლაქა“ აღმოაჩინა, ხოლო გამოგზავნილი მონაცემების თანახმად, ნეპტუნზე ქარის საშუალო სიჩქარე 1000 კმ/სთ-ს აღემატება. ნეპტუნს ხასხასა ლურჯ შეფერილობას მეთანის დიდი რაოდენობა აძლევს. ვინაიდან 2006 წელს პლუტონს პლანეტის სტატუსი ჩამოერთვა, ვოიაჯერ 2-ის მიერ ნეპტუნის სიახლოვეს ჩაფრენა მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ კოსმოსურმა ზონდებმა მზის სისტემის ყველა ცნობილი პლანეტა ერთხელ მაინც მოინახულეს.
[[ფაილი:Neptune - Voyager 2 (29347980845) flatten crop.jpg|მინი|ვოიაჯერ 2-ის მიერ აღბეჭდილი ნეპტუნი]]
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვოიაჯერ_2“-დან