თავდამსხმელი (ფეხბურთი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 4:
==ტაქტიკური პოზიციისა და როლის აღწერა==
თანამედროვე ტაქტიკურ სქემებში როგორც წესი, გამოიყენება ერთიდან სამ თავდამსხმელამდე. უფრო ხშირად მოედანზე ორი თავდამსხმელი თამაშობს, რომელთაგან ერთი მოქმედებს კართან რაც შეიძლება ახლოს, მეორე კი, შედარებით უკან დაწეული თავდამსხმელის პოზიციიდან. პირველის ამოცანაა ბურთის მიღება და დამუშავება, მეტოქის მცველებთან გამკლავება, საგოლე გადაცემის გაკეთება ან პირდაპირ გოლის გატანა. მეორის ამოცანაა — შედარებით სიღრმიდან მოქმედება, მეტოქის საჯარიმოში გადაადგილება, მცველთა ყურადღების საკუთარ თავზე გადატანა, თავისუფალი ზონების ძიება და ბურთის იქ მიღება. თანამედროვე თავდამსხმელების უმეტესობა მოქმედებს მეორე თავდამსხმელების ან ცენტრალური შემტევი ნახევარმცველების წინ და როგორც წესი, თანაბარი სიმწვავით ემუქრება მოწინააღმდეგე გუნდის კარს არა მხოლოდ მეტოქის საჯარიმო მოედნის შიგნიდან, არამედ მის ფარგლებს გარედანაც.
 
ტერმინი „ფორვარდი“ ან „სტრაიკერი“ უმეტესად, გამოიყენება ისეთ თავდამსხმელებთან მიმართებაში, რომლებიც, როგორც წესი, გამოირჩევიან ფიზიკური მომზადებითა და გამძლეობით, დიდი სისწრაფითა და დინამიკური მანევრირების უნარით, ორივე სართულზე თანაბრად კარგი თამაშითა და მაღალი ტექნიკური მახასიათებლებით, საგოლე ალღოთი და ზუსტი დარტყმით.
 
==რესურსები ინტერნეტში==