ოიდიპოსი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მNo edit summary |
მNo edit summary |
||
ხაზი 2:
'''ოიდიპოსი''' ({{lang-el|Οίδιπους}}) — მეფე [[ლაიოსი|ლაიოსისა]] და [[იოკასტე|იოკასტეს]] ვაჟი, [[თებე (საბერძნეთი)|თებეს]] მითიური მეფე, რომელმაც გაუცნობიერებლად საკუთარი მამა მოკლა და დედაზე იქორწინა.
ოიდიპოსის დედას მითებში ეპიკასტეს უწოდებენ, იოკასტე მას ტრაგიკოსებმა შეარქვეს. ოიდიპოსის მამას უწინასწარმეტყველეს, რომ მას მოელოდა თავისი შვილის ხელით სიკვდილი. ამ უსიამოვნო მოვლენის თავიდან აცილების მიზნით, როდესაც მას ვაჟი შეეძინა, ფეხები შეუკრა (
გარკვეული ხნის შემდეგ ქვეყანას შიმშილი და ჭირი მოედო. დელფოს სამისნოს წინასწარმეტყველების მიხედვით ყოველივე ამას არ მოეღებოდა ბოლო, მანამ ქალაქიდან ლაიოს მეფის მკვლელი არ გაძევდებოდა. ოიდიპოსი შეუდგა დამნაშავის ძებნას. გარკვეული დროის შემდეგ მან მიაგნო ლაიოსის ამალიდან გადარჩენილ ერთადერთ მოხელეს და მისგან გაიგო საშინელი ამბავი: რომ ის დიდებული, რომელიც მან რამდენიმე წლის წინათ გზაჯვარედინზე მოკლა, იყო სწორედ ლაიოს მეფე. ეს გადარჩენილი მოხუცი კი გამოდგა სწორედ ის, რომელსაც მრავალი წლის წინათ ლაიოსმა ფეხებგაკოჭილი ოიდიპოსი გადასცა გადასაგდებად და დაადასტურა, რომ ოიდიპოსი ლაიოსისა და მისი ცოლის იოკასტეს ვაჟი იყო. ამ უბედურებას ვეღარ გაუძლო გამწარებულმა გმირმა და თვალები დაითხარა. იოკასტემ კი გაიგო რა, რომ ახდა წინასწარმეტყველება, თავი ჩამოიხრჩო. ამის შემდეგ დაბრმავებული მეფე გასცილდა თებეს და უგზო-უკვლოდ ხეტიალი დაიწყო. ოიდიპოსის შემდგომი ცხოვრების შესახებ არსებობს მრავალი, სხვადასხვა შინაარსის ლეგენდა. ერთ-ერთი მათგანი მოგვითხრობს, რომ მან ცხოვრების უკანასკნელი წლები ისევ თებეში გაატარა. სხვა მითის მიხედვით მამა შვილებმა განდევნეს სამშობლოდან, რისთვისაც მან ისინი დაწყევლა და სწორედ ეს გახდა მათ შორის განხეთქილებისა და მათი დაღუპვის მიზეზი. ერთ-ერთი ათენური [[ლეგენდა|ლეგენდის]] თანახმად, ოიდიპოსმა სიცოცხლის უკანასკნელი წლები კოლონოსში გაატარა. ზოგიერთი მეცნიერი ოიდიპოსს წინაბერძნულ ღვთაებად მიიჩნევს. სამხრეთ და შუა საბერძნეთში შემორჩენილია ოიდიპოსის კულტის ნიშნები. ჯერ კიდევ კლასიკურ პერიოდში ოიდიპოსის მითი დაამუშავეს და გამოიყენეს [[სოფოკლე|სოფოკლემ]], [[სენეკა|სენეკამ]], [[ესქილე|ესქილემ]], [[ევრიპიდე|ევრიპიდემ]] და სხვებმა. მითმა შთააგონა [[კორნელი, პიერ|კორნელი]], [[ვოლტერი]], [[შილერი, ფრიდრიხ|შილერი]] და ხელოვნების სხვა კორიფეები.
|