მარტაზისხევის არქეოლოგიური ძეგლები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+კატ.
No edit summary
ხაზი 1:
'''მარტაზისხევის არქეოლოგიური ძეგლები''', სხვადასხვა დროის არქეოლოგიური ძეგლები, რომლებიც აღმოჩენილია [[მარტაზისხევი|მარტაზისხევში]], სადგურ [[მცხეთა|მცხეთიდან]] 4 კმ დაშორებით, [[არმაზისხევი]]ს დასავლეთით 2 კმ-ზე. ხეობა 2 სახელითაა ცნობილი: სანგრისხევი და მარტაზისხევი (მათ შორის უძველესი სახელწოდებაა მარტაზისხევი).
 
[[1902]] წელს [[ექვთიმე თაყაიშვილი|ექვთიმე თაყაიშვილმა]] გათხარა ადრინდელი [[ფეოდალური ხანა|ფეოდალური ხანის]] [[სამარხი|სამარხები]]. 1945 წელს იქვე აღმოჩნდა (ხელმძღვანელი გ. ლომთათიძე) VI-VII საუკუნეების მრავალრიცხოვანი ინვენტარის შემცველი 2 სამარხი. 1963 წელს გათხარეს (ხელმძღვანელი ნ. უგრელიძე) ადრინდელი ფეოდალური ხანის ნასახლართა ნაშთები (საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობანი, ქვევრები, თონეები) და გვიანდელი ანტიკური ხანის სამარხები. 1967-1969 წლებში მარტაზისხევის მარცხენა ნაპირას, ხევის შესართავთან 300 მ-ზე მდებარე პატარა ბორცვზე გათხარეს (ნ. უგრელიძე) სამაროვანი. 47 ქვისსამარხი ადრინდელი ფეოდალურ ხანას განეკუთვნება. დაკრძალვის წესისა და ინვენტარის მიხედვით გამოყვეს 2 ქრონოლოგიური ჯგუფის სამარხები: IV-V საუკუნეებისა და VI-VII საუკუნეებისა. 2 სამარხი კი ელინისტური (ძV. წ. III-II სს.) ხანისაა.
 
==ლიტერატურა==
* ''უგრელიძე ნ.,'' ქსე, ტ. 6, გვ. 456
 
[[კატეგორია:საქართველოს არქეოლოგიური ძეგლები]]