იოჰან შტრაუსი (შვილი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎ბიოგრაფია: ბიოგრაფიის ინგლისური ვიკიპედიიდან ქართულად გადმოთარგმნა
ხაზი 5:
 
== ბიოგრაფია ==
იოჰან შტრაუს უმცროსი დაიბადა 1825 წლის 25 ოქტომბერს, სენტ ულრიჰში, ვენასთან ახლოს კათოლიკურ ოჯახში. მამამისი, იოჰან შტრაუს უფროსი, რომანტიკოსი კომპოზიტორი იყო, სახელგანთქმული თავისი ვალსებით და ცნობილი რადეცკის მარშით, რომელიც 1848 წლის ევროპის რევოლუციას მიუძღვნა; დედამისი კი შტრაუს უფროსის პირველი ცოლი მარია ანნა შტრაიმი იყო. შტრაუს უმცროსის დიდი ბაბუა უნგრელი ებრაელი იყო. მოგვიანებით, ამ ფაქტს წარმატებით მალავნდნენ ნაცისტები, რომლებიც შტრაუსის მუსიკას უაღრესად გერმანულს უწოდებდნენ. შტრაუს უმცროსს ექვსი ძმა ჰყავდა, რომლიდანაც ორი ძმა - იოზეფი და ედუარდი ასევე ცნობილი კომპოზიტორები გახდნენ.

ოჯახის წევრები იოჰან უმცროსს მოფერებით შანის ეძახდნენ. მამამისს სურდა იგი გამხდარიყო არა მუსიკოსი, არამედ ბანკირი. ამის მიუხედავად იგი მაინც სწავლობდა ჩუმად ვიოლინოს დაკვრას ფრანც ამონთან, მამამისის ორკესტრის პირველ ვიოლინისტთან. როდესაც ეს შტრაუს უფროსმა აღმოაჩინა, იგი სასტიკად დასაჯა, რომ "მუსიკა ამოეცალა მისგან". იგი ასე იმიტომ ექცეოდა შვილს რომ სურდა აერიდებინა მუსიკოსის მკაცრი ცხოვრება. როდესაც შტრაუს უფროსმა ოჯახი საყვარლის გამო მიატოვა, მხოლოდ მაშინ შეძლო შტრაუს უმცროსმა დედამისის დახმარებით სრული კონცენტრაცია მოეხდინა კომპოზიტორის კარიერაზე. მან კონტრაპუნქტი და ჰარმონია პროფესორ ჯოაკიმ ჰოფმანთან შეისწავლა. მისი ნიჭი ჯოსეფ დრესჰლერმაც აღმოაჩინა და ჰარმონიის გაკვეთილები ჩაუტარა. მან ამ პერიოდში შექმნა გრადუალი "Tu qui regis totum orbem" (1844). მისი ვიოლინოს მასწავლებელო ასევე ანტონ კოლმანი იყო, რომელმაც რეკომენდაცია გაუწია. ასეთი შეფასებების წყალობით მოიპოვა შტრაუსმა ლიცენზია და შეკრა თავისი ორკესტრი.
 
იოჰან შტრაუს I-ს იმდენად დიდი გავლენა ჰქონდა, რომ მისი შიშით, გასართობი დაწესებულებები იოჰან უმცროსისთვის კონტრაქტის შეთავაზებას ფრთხილობდნენ. მან მოახერხა დაეყოლიებინა დომმაიერის კაზინო ჰიიცინგში და ამის გამო გაბრაზებულმა შტრაუს უფროსმა უარი თქვა ოდესმე ამ ადგილას მისვლაზე. შტრაუსის დებიუტი სწორედ აქ შედგა 1844 წლის ოქტომბერში, სადაც მან შეასრულა რამდენიმე თავისი პირველი ნამუშევარი, როგორიცაა ვალსი "Singedichte", Op. 1 და "Gunstwerber", Op. 4 და პოლკა "Herzenslust", Op. 3. კრიტიკოსები და პრესა ერთხმად აფასებდნენ დადებითად შტრაუს უმცროსის მუსიკას.