იოჰან შტრაუსი (შვილი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
→‎ბიოგრაფია: ბიოგრაფიის ინგლისური ვიკიპედიიდან ქართულად გადმოთარგმნა
ხაზი 2:
[[ფაილი:Johann Strauss II (3).jpg|thumb|right|იოჰან შტრაუს II]]
[[ფაილი:Eisenmenger-Strauss.jpg‎|thumb|right|იოჰან შტრაუს II]]
'''იოჰან შტრაუს II''' (აგრეთვე ცნობილი როგორც იოჰან შტრაუს უმცროსი; {{lang-de|Johann Sebastian Strauß;}} დ. [[25 ოქტომბერი]], [[1825]] — გ. [[3 ივნისი]], [[1899]]) — [[ავსტრიელები|ავსტრიელი]] რომანტიკოსი [[კომპოზიტორი]] განთქმული როგორც „ვალსის მეფე“. მან შექმნა ხუთასამდე [[ვალსი]], [[პოლკა|პოლკები]], [[მაღში|მარშები]], [[ოპერეტა|ოპერეტები]] და სხვა. ის იყო შტრაუსების ოჯახის ყველაზე განთქმული წარმომადგენელი. მამამისი [[იოჰან შტრაუსი (მამა)|იოჰან შტრაუსი]] ასევე კომპოზიტორი იყო.
 
== ბიოგრაფია ==
იოჰან შტრაუს უმცროსი დაიბადა 1825 წლის 25 ოქტომბერს, სენტ ულრიჰში, ვენასთან ახლოს კათოლიკურ ოჯახში. მამამისი, იოჰან შტრაუს უფროსი, რომანტიკოსი კომპოზიტორი იყო, სახელგანთქმული თავისი ვალსებით და ცნობილი რადეცკის მარშით, რომელიც 1848 წლის ევროპის რევოლუციას მიუძღვნა; დედამისი კი შტრაუს უფროსის პირველი ცოლი მარია ანნა შტრაიმი იყო. შტრაუს უმცროსის დიდი ბაბუა უნგრელი ებრაელი იყო. მოგვიანებით, ამ ფაქტს წარმატებით მალავნდნენ ნაცისტები, რომლებიც შტრაუსის მუსიკას უაღრესად გერმანულს უწოდებდნენ. შტრაუს უმცროსს ექვსი ძმა ჰყავდა, რომლიდანაც ორი ძმა - იოზეფი და ედუარდი ასევე ცნობილი კომპოზიტორები გახდნენ. ოჯახის წევრები იოჰან უმცროსს მოფერებით შანის ეძახდნენ. მამამისს სურდა იგი გამხდარიყო არა მუსიკოსი, არამედ ბანკირი. ამის მიუხედავად იგი მაინც სწავლობდა ჩუმად ვიოლინოს დაკვრას ფრანც ამონთან, მამამისის ორკესტრის პირველ ვიოლინისტთან. როდესაც ეს შტრაუს უფროსმა აღმოაჩინა, იგი სასტიკად დასაჯა, რომ "მუსიკა ამოეცალა მისგან". იგი ასე იმიტომ ექცეოდა შვილს რომ სურდა აერიდებინა მუსიკოსის მკაცრი ცხოვრება. როდესაც შტრაუს უფროსმა ოჯახი საყვარლის გამო მიატოვა, მხოლოდ მაშინ შეძლო შტრაუს უმცროსმა დედამისის დახმარებით სრული კონცენტრაცია მოეხდინა კომპოზიტორის კარიერაზე. მან კონტრაპუნქტი და ჰარმონია პროფესორ ჯოაკიმ ჰოფმანთან შეისწავლა. მისი ნიჭი ჯოსეფ დრესჰლერმაც აღმოაჩინა და ჰარმონიის გაკვეთილები ჩაუტარა. მან ამ პერიოდში შექმნა გრადუალი "Tu qui regis totum orbem" (1844). მისი ვიოლინოს მასწავლებელო ასევე ანტონ კოლმანი იყო, რომელმაც რეკომენდაცია გაუწია. ასეთი შეფასებების წყალობით მოიპოვა შტრაუსმა ლიცენზია და შეკრა თავისი ორკესტრი.
დაიბადა ცნობილი [[ავსტრიელები|ავსტრიელი]] კომპოზიტორის [[იოჰან შტრაუსი (მამა)|იოჰან შტრაუს უფროსის]] ოჯახში. შტრაუს უმცროსის ექვსი ძმიდან ორი ძმა იოზეფი და ედუარდიც იყვნენ ცნობილი კომპოზიტორები.
 
იოჰან შტრაუს I-ს იმდენად დიდი გავლენა ჰქონდა, რომ მისი შიშით, გასართობი დაწესებულებები იოჰან უმცროსისთვის კონტრაქტის შეთავაზებას ფრთხილობდნენ. მან მოახერხა დაეყოლიებინა დომმაიერის კაზინო ჰიიცინგში და ამის გამო გაბრაზებულმა შტრაუს უფროსმა უარი თქვა ოდესმე ამ ადგილას მისვლაზე. შტრაუსის დებიუტი სწორედ აქ შედგა 1844 წლის ოქტომბერში, სადაც მან შეასრულა რამდენიმე თავისი პირველი ნამუშევარი, როგორიცაა ვალსი "Singedichte", Op. 1 და "Gunstwerber", Op. 4 და პოლკა "Herzenslust", Op. 3. კრიტიკოსები და პრესა ერთხმად აფასებდნენ დადებითად შტრაუს უმცროსის მუსიკას.
ბიჭი [[ვიოლინო]]ზე დაკვრას მამისაგან მალულად სწავლობდა, რადგანაც მას თავისი შვილის ბანკირობა სურდა. იგი საშინელ სკანდალს უწყობდა მას, როცა ვიოლინოთი ხელში დაინახავდა.სიტუაცია მხოლოდ მას შემდეგ შეიცვალა, რაც მამამ ოჯახი მიატოვა და საყვარელთან (ემილია ტრამაუში) გადავიდა, ვისგანაც ასევე შვიდი შვილი შეეძინა.
1844წ. იოჰან უმცროსმა მიიღო შესანიშნავი მუსიკალური განათლება და ბრწყინვალე რეკომენდაცია თავისი პედაგოგებისაგან.
 
მიუხედავად თავდაპირველი წარმატებისა, შტრაუსს კომპოზიტორის ადრეულ წლებში გაუჭირდა, მაგრამ მან მალევე მოიპოვა ფართო აუდიტორია მას შემდეგ, რაც სახლიდან შორს შესრულება დაიწყო. ახალგაზრდა კომპოზიტორისთვის პირველი მნიშვნელოვანი ჯილდო იყო მისი დანიშვნა "ვენის მოქალაქეთა მე-2 პოლკის კაპელმაისტერის" საპატიო თანამდებობაზე, რომელიც ვაკანტური დარჩა ჯოზეფ ლანერის 2 წლის წინ გარდაცვალების შემდეგ.
მალე შტრაუსმა მოახერხა საკუთრი მცირე ორკესტრის შექმნა, რომელიც წარმატებით გამოდიოდა [[ვენა|ვენის]] კაზინო დომმაიერში. ორკესტრის რეპერტუარს ძირითადად მისი ნაწარმოებები შეადგენდა. თავდაპირველად მის მოღვაწეობას ხელს უშლიდა გავლენიანი მამის შური, რომელსაც შავ სიაში შეჰქონდა ის დაწესებულებები, სადაც მისი შვილი კონცერტით გამოდიოდა. მამამისის მიზეზით მას არ ჰქონდა საშუალება გამოსულიყო ბალებზე და სხვა პრესტიჟულ ღონისძიებებზე.
 
მალე ვენა მოიცვა ავსტრიული იმპერიის 1848 წლის რევოლუციებმა და მამა-შვილი შტრაუსის დაპირისპირება ბევრად უფრო აშკარა გახდა. შვილმა გადაწყვიტა რევოლუციონერების მხარე აერჩია, რაც პროფესიულად არახელსაყრელი იყო, რადგან ავსტრიის სამეფომ ორჯერ უარყო მისთვის სასურველი "KK Hofballmusikdirektor"-ის თანამდებობა, რომელიც პირველად სპეციალურად დაინიშნა იოჰან I-ისთვის, მისი მუსიკალური წვლილისათვის. ასევე იგი ვენის ხელისუფლებამ დააკავა საჯაროდ "მარსელიეზას" შესრულებისათვის, მაგრამ მოგვიანებით გაამართლეს.
მამა-შვილს შორის უთანხმოება 1848 წლის რევოლუციამ უფრო გაამძაფრა. შტრაუს-უფროსი მხარს [[მონარქია]]ს უჭერდა და დაწერა სახოტბო „რადეცკის მარში“. უკრავდა და შექმნა არაერთი რევოლუციური მარში. [[რევოლუცია|რევოლუციის]] ჩახშობის შემდეგ იგი გაასამართლეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაამართლეს.
 
როდესაც უფროსი შტრაუსი ქუნთრუშით გარდაიცვალა ვენაში, 1849 წელს, უმცროსმა შტრაუსმა გააერთიანა ორივე ორკესტრი და გასტროლებზე გაემგზავრა. მოგვიანებით, მან მრავალი პატრიოტული მარში მიუძღვნა ჰაბსბურგების იმპერატორ ფრანც იოზეფ I- ს, როგორიცაა "Kaiser Franz-Josef Marsch" Op. 67 and the "Kaiser Franz Josef Rettungs Jubel-Marsch" Op. 126, ალბათ იმისთვის, რომ თავი მოეწონებინა ახალი მონარქისათვის, რომელიც ავსტრიის ტახტზე 1848 წლის რევოლუციის შემდეგ ავიდა.
1849 წელს შტრაუს-უფროსი ქუნთრუშის ეპიდემიას ემსხვრეპლა. შვილმა მის ხსოვნას მიუძღვნა ვალსი „არფა“ მამისეული ორკესტრი შეუერთა შვილის ორკესტრს და გაერთიანებულმა ორკესტრამა წარმატებით ჩაატარა გასტროლები [[ავსტრია]]ში, [[პოლონეთი|პოლონეთში]], [[გერმანია]]ში.
 
შტრაუს უმცროსმა უფრო მეტ წარმატებას მიაღწია ვიდრე მამამისმა და გახდა იმ ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვალსის კომპოზიტორი, რომელიც ხშირად თავისი ორკესტრით ავსტრიაში, პოლონეთსა და გერმანიაში მიდიოდა გასტროლებზე. იგი საბოლოოდ  KK Hofballmusikdirektor-ის თანამდებობაზე 1863 წელს მიიღეს.
ახალ იმპერატორ დრანც-იოსებ I-თან მოსაგვარებლად შტრაუსმა მას ორი მარში მიუძღვნა. მალევე მას გადასცეს მამის უფლებამოსილება სამეფო კარის ბალეტებისა და კონცერტების ორგანიზაციასა და ჩატარებისთვის (1852). იოჰან-უმცროსს იმდენი მოწვევა ჰქონდა, რომ ხშირად თავის რომელიმე ძმას გზავნიდა. მამისგან განსხვავებით მას არავისი არ შურდა და ხუმრობდა კიდეც, რომ „ჩემი ძმები ჩემზე ტალანტიანები არიან, უბრალოდ მე უფრო პოპულარული ვარო“.
 
1853 წელს შტრაუსმა ნერვული აშლილობა განიცადა, ამიტომ ექიმების რჩევით იმავე წლის ზაფხულში შვიდი კვირით ქალაქგარეთ წავიდა დასასვენებლად. იოჰანის უმცროსმა ძმამ ჯოზეფმა, ოჯახის მხარდაჭრით მიატოვა ინჟინრის კარიერა და დროებით იოჰანის ორკესტრს მეთაურობდა.
 
1855 წელს შტრაუსმა მიიღო საკომისიო სანქტ-პეტერბურგის ცარსკოე-სელოს სარკინიგზო კომპანიის მენეჯმენტისგან, რათა სცენაზე გამოსულიყო რუსეთში 1856 წელს პავლოვსკში მდებარე ვოქსჰალის პავილიონში. ის ყოველწლიურად ბრუნდებოდა რუსეთში კონცერტებისთვის 1865 წლამდე.
 
1862 წელს ედუარდ შტრაუსი ოფიციალურად შეუერთდა შტრაუსის ორკესტრს როგორც დირიჟორი და ის და მისი ძმა იოზეფი ხელმძღვანელობდნენ მას 1870 წლამდე.
 
მოგვიანებით, 70-იან წლებში, შტრაუსმა და მისმა ორკესტრმა გასტროლები გამართეს შეერთებულ შტატებში, სადაც მან მიიღო მონაწილეობა ბოსტონის ფესტივალში ბენდმასტერი პატრიკ გილმორის მიწვევით და იყო წამყვანი დირიჟორი 1000-ზე მეტი შემსრულებლის "მონსტრების კონცერტში". მან შეასრულა თავისი " ლურჯი დუნაის" ვალსი, სხვა ნაწარმოებებს შორის. მისი ამერიკაში ვიზიტის დროს, თაყვანისმცემელი ქალებისათვის შტრაუსის მოსამსახურემ მის ნიუფაუნდლენდის ძაღლს მოაჭრა ბეწვი, თუმცა თაყვანისმცემლების დიდმა რაოდენობამ ძაღლის გამელოტების საფრთხე გააჩინა.
 
შტრაუსის პირველი ცოლი ჰენრიეტა ტრეფცი იყო, რომელიც გარდაიცვალა და მისი გარდაცვალებიდან 6 კვირაში მსახიობი ანჯელიკა დიტრიჰი შეირთო ცოლად. აღმოჩნდა რომ მას დიდად არ უყვარდა მუსიკა და აზრთა სხვადასხვაობის გამო ერთმანეთს გაცილდნენ. რომის კათოლიკურმა ეკლესიამ განქორწინების უფლება არ მისცა, ამიტომ მან შეიცვალა რელიგია და ეროვნება, გახდა საქს-კობურგ გოთას მოქალაქე 1887 წელს. ამავე წელს დაქორწინდა თავის მესამე ცოლზე, ადელე დოიჩზე. მან ხელი შეუწყო ქმარს კრეატიულ განვითარებაში, რის შედეგადაც მან შექმნა ცნობილი ბაწარმოებები, მაგალითად ოპერეტა "Der Zigeunerbaron" და "Waldmeister" და ვალსები "Kaiser-Walzer" Op. 437, "Kaiser Jubiläum" Op. 434 და „Klug Gretelein“ Op. 462.
 
იმის მიუხედავად რომ შტრაუს უმცროსი მე-19 საუკუნის ერთ-ერთი მეტად ცნობილი კომპოზიტორი იყო, მას მოპაექრეებიც ჰყავდა კარლ მიხაელ ცირერის და ემილ ვალდტეიფელის სახით. ასევე ფილიპ ფაარბახმა უარყო შტრაუს უმცროსის მოთხოვნა KK Hofballmusikdirektor-ის თანამდებობაზე დანიშვნაზე. შტრაუს უმცროსს ასევე დიდ კონკურენციას უწევდა ჟაკ ოფენბახი ოპერეტების სფეროში.
 
შტრაუსით აღფრთოვანებული იყო რიჰარდ ვაგნერი, რომელმაც ერთხელ აღიარა, რომ მოსწონდა მისი ვალსი " Wein, Weib und Gesang " (ღვინო, ქალები და სიმღერა) Op. 333. ასევე რიჰარდ შტრაუსი, როდესაც იგი თავის როზენკავალიერის ვალსებს წერდა, მასზე თქვა: "როგორ დავივიწყებდი ვენის მოცინარ გენიოსს?".
 
იოჰანეს ბრამსი იყო შტრაუსის უახლოესი მეგობარი; მან თავისი ვალსი "Seid umschlungen, Millionen!", Op. 443, მიუძღვნა მას. ორივეს ბიოგრაფიებში მოთხრობილია ამბავი, რომ შტრაუსის ცოლი, ადელი ბრამსთან მივიდა თხოვნით, რომ მას ხელი მოეწერა მარაოზე. კომპოზიტორებისთვის ჩვეული იყო თავისი ყველაზე ცნობილი მუსიკის მიწერა და შემდეგ ხელის მოწერა. თუმცა, ბრამსმა ჩაწერა რამდენიმე მონაკვეთი "ლურჯი დუნაიდან" და შემდეგ დაწერა მის ქვეშ: "სამწუხაროდ, არა იოჰანეს ბრამსის მიერ".
 
შტრაუსის ოპერეტებიდან ყველაზე ცნობილია "Die Fledermaus", "Eine Nacht in Venedig" და "Der Zigeunerbaron". ბევრია მისი ოპერეტების თემებიდან ამოღებული საცეკვაო ნაწარმოებები, როგორიცაა "Cagliostro-Walzer" Op. 370 ("Cagliostro in Wein"-დან), "O Schöner Mai" Walzer Op. 375 ("Prinz Methusalem"-დან), "Rosen aus dem Süden" Walzer Op. 388 ("Das Spitzentuch der Königin"-დან) და "Kuss-Walzer" Op. 400 (Der lustige Krieg-დან ). შტრაუსმა ასევე დაწერა ოპერა "Ritter Pázman" და სიკვდილამდე მუშაობდა "Aschenbrödel"-ზე ("კონკია").
 
შტრაუსს პლევროპნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს და 1899 წლის 3 ივნისს გარდაიცვალა ვენაში, 73 წლის ასაკში, დაკრძალეს ზენტრალფრიდჰოფში.
 
კლემენ კრაუსის ძალისხმევის შედეგად , რომელმაც 1929 წელს ვენის ფილარმონიასთან ერთად შეასრულა სპეციალური მთლიანად შტრაუსის პროგრამა, ახლა შტრაუსის მუსიკა რეგულარულად სრულდება ვენის ყოველწლიურ საახალწლო კონცერტზე.
 
შტრაუსის გამორჩეული შემსრულებელია ასევე ვილი ბოსკოვსკი, რომელმაც Vorgeiger-ის ტრადიცია გააგრძელა - ვიოლინოთი ხელში დირიჟორობა, რომელიც იყო შტრაუსის ოჯახის ჩვეულება; ისევე როგორც ჰერბერტ ფონ კარაიანი, კარლოს კლეიბერი, ლორინ მაზელი, ზუბინ მეჰტა და რიკარდო მუტი.
 
გარდა ამისა, ვინერ იოჰან შტრაუსის ორკესტრი, რომელიც 1966 წელს დაარსდა, პატივს მიაგებს გასტროლებზე წასულ ორკესტრებს, რომლებმაც ოდესღაც შტრაუსის ოჯახი ასე ცნობილი გახადა.
 
1987 წელს ჰოლანდიელმა მევიოლინემ და დირიჟორმა ანდრე რიუმ ასევე შექმნა იოჰან შტრაუსის ორკესტრი.
 
ედუარდ შტრაუსმა 1901 წლის 13 თებერვალს გასაოცრად დაშალა შტრაუსის ორკესტრი, მსოფლიოს 840 ქალაქში გამართული კონცერტების შემდეგ და ინსტრუმენტები დაალომბარდა. ორკესტრის ბოლო ვიოლინოები მეორე მსოფლიო ომის დროს განადგურდა.
 
შტრაუსის ნამუშევრების უმეტესობას, რომლებიც დღეს სრულდება, შესაძლოა თავდაპირველად ოდნავ განსხვავებული ფორმა ჰქონდა, რადგან ედუარდ შტრაუსმა 1907 წელს გაანადგურა შტრაუსის ორიგინალური საორკესტრო არქივები, ვენის მარიაჰილფის რაიონში, ღუმელების ქარხანაში. ედუარდმა, ერთადერთმა ცოცხალმა სამი ძმიდან მიიღო ეს მკვეთრი სიფრთხილე მას შემდეგ, რაც დათანხმდა შეთანხმებას თავისა და იოზეფს შორის, რომ ვინც მეტ ხანს იცოცხლებდა უნდა გაენადგურებინა მათი ნამუშევრები. ეს მიზნად ისახავდა შტრაუსის ოჯახის ნამუშევრების სხვა კომპოზიტორის მიერ მითვისების პრევენციას.
 
იოჰან შტრაუს II-ს ვენაში ორი მუზეუმი ეძღვნება. მისი რეზიდენცია პრატერშტრასეში, სადაც ის ცხოვრობდა 1860-იან წლებში, ახლა ვენის მუზეუმის ნაწილია. მუზეუმი შტრაუსების ოჯახს ეხება, თუმცა ფოკუსირდება იოჰან უმცროსზე. [https://en.wikipedia.org/wiki/Johann_Strauss_II]
 
=== ქრონოლოგია ===