ნეირომედიატორი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 10:
 
== სეროტონინი ==
ნეირომედიატორის სახეობა. ნეირონები, რომლებიც სეროტონინს გამოიმუშავებს, [[ტვინის ღერო]]შია მოთავსებული. სეროტონინი მნიშვნელოვნად მოქმედებს ადამიანის ქცევაზე, განსაკუთრებით კი [[ინფორმაცია|ინფორმაციის]] გადამუშავების გზებზე. იგი არეგულირებს [[ქცევა]]ს, აზროვნების პროცესს, გუნება-განწყობას და სხვა. სეროტონინის დეფიციტი უშუალოდ არ იწვევს პრობლემურ ქცევას. გარდა ამისა, სეროტოტინს შესაძლოა ჰქონდეს ოდნავ განსხვავებული მოქმედება, იმისდა მიხედვით თუ რა ტიპის რეცეპტორთან არის ასოცირებული.
 
== გაემი ==
თავის ტვინში ყველაზე გავრცელებული შემაკავებელი ნეირომედიატორია. ის [[ტვინის სინაფსები]]ს დაახლოებით ერთ მესამედში მესენჯერის ფუნქციას ასრულებს. მისი მგრძნობიარე ნეირონები ისეთ ტვინის უბნებში მდებარეობს, როგორიცაა, მაგალითად [[თალამუსი]], [[ჰიპოთალამუსი]] და კეფის წილი. ის დიდ როლს ასრულებს [[ფსიქოპათოლოგია|ფსიქოპათოლოგიის]] ზოგიერთ ფორმაში.