პასქალია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 5:
 
==ისტორია==
ოთხივე [[მახარებელი]] წმინდა წერილში მოგვითხრობს იესო ქრისტეს აღდგომის დეტალებს. სახარებაში ვკითხულობთ, რომ უფლის აღდგომას ადგილი ჰქონდა კვირადღეს, მას შემდეგ რაც ებრაული დღესასწაული — [[ფესახი]] — უკვე დაწყებული იყო. ძველი აღთქმის მიხედვით ფესახი აღინიშნება ებრაული კალენდრით ნისანის თვის მე-15 რიცხვში. ნისანის 15 როგორც წესი იწყება სავსემთვარიან ღამეს, რომელიც გაზაფხულის ბუნიაობას მოსდევს. ისტორიიდან ცნობილია, რომ ადრეული, I მსოფლიო კრებამდელი, ქრისტიანები სხვადასხვა დროს აღნიშნავდნენ აღდგომის დღესასწაულს. ასე მაგალითად, მცირე აზიის და პალესტინის ქრისტიანები ამ დღესასწაულს ნისანის 14-დან 15-ზე ღამეს ზეიმობდნენ, ანუ მაშინ როდესაც ებრაელები აღნიშნავდნენ ფესახს, თან მიუხედავად იმისა თუ კვირის რომელ დღეზე მოდიოდა ხსენებული თარიღი (ამის გამო მათ მეცნიერებაში დაერქვათ „მეათთოთხმეტელები“ — მთვარის თვის მე-14 დღის მიხედვით). ალექსანდრიაში ქრისტიანები აღდგომას დღესასწაულობდნენ კვირადღეს, რომელიც მოდიოდა ნისანის 15-21 პერიოდში. ამისათვის ისინი ითვლიდნენ გაზაფხულის სავსემთვარეობას, და ამის მიხედვით პოულობდნენ პირველ კვირას სავსემთვარეობის შემდეგ. სირიის ქრისტიანები მსგავს მეთოდს იყნებდნენ, ოღონდ ალექსანდრიული სკოლისაგან განსხვავებულ ათვლის წერტილს იყენებდნენ, რის გამოც ამ ორ გამოთვლას შორის არსებობდა საგრძნობი განსხვავება, რაც ზოგ შემთხვევაში 4-5 კვირამდეც კი აღწევდა. ამიტომ იყო, რომ ალექსადნრიელებისაგან განსხვავებით სირიელები, რომელთა გამოთვლებიც ებრაულ გამოთვლებზე იყო მკაცრად მიბმული, აღდგომას ხანდახან გაზაფხულის ბუნიობამდეც კი აღნიშნავდნენ (ასეთი ადრეული თარიღის გამო მეცნიერებაში მათ დაიმკვიდრეს „პროტოპასქიტების“ სახელი). გარდა ამისა, V საუკუნემდე რომაელი ეპისკოპოსები არ უშვებდნენ აღდგომის ზეიმს 21 აპრილის შემდეგ, ამის მიზეზი რომის დაფუძნების – „პარილიის“ დღესასწაული იყო და მათ არ სურდათ, რომ ეს დღესასწაული ვნების შვიდეულს დამთხვეოდა. აღდგომის თარიღის დასადგენად რომაელებიც ითვლიდნენ გაზაფხულის სავსემთვარეობას, მაგრამ მათი გამოთვლის მეთოდიკის სიზუსტე განსხვავდებოდა ალექსანდრიული მეთოდიკის სიზუსტისაგან. და ბოლოს, იყო ასეთი მიდგომაც: ადრე მიჩნეული იყო, რომ ისტორიულად უფლის ჯვარცმა მოხდა 23 მარტს, პარასკევს, და შესაბამისად, აღდგომა — 25 მარტს: თარიღი, როდესაც ხარების დღესასწაულს ვზეიმობთ. თანაც ამ დროისთვის არსებობდა ასეთი აზრიც, რომ სამყარო, სწორედ 25 მარტს იყო შექმნილი. ამიტომაც, აღდგომას, რომელიც 25 მარტზე მოდის, ეწოდება „საუფლო აღდგომა“ ანდა „კირიოპასქა“ (სწორედ 25 მარტი, როგორც უფლის ისტორიული აღდგომის დღე, გამოყენებული იყო დიონისიოს მცირეს მიერ ჩვენი წელთაღრიცხვის შედგენის დროს). ამასთან დაკავშირებით, III-IV საუკუნეებში არსებობდა ქრისტიანული სექტა, რომელიც აღდგომას უშუალად 25 მარტს ზეიმობდა, განურჩველად კვირის რომელ დღეზე მოდიოდა ეს თარიღი.
 
ვინაიდან აღდგომის თარიღი დამოკიდებული იყო ისეთ ასტრონომიულ მოვლენებზე, როგორიცაა გაზაფხულის ბუნიობა, სავსემთვარეობა და მის შემდეგ პირველი კვირადღე, საჭირო იყო მეთოდიკის გამომუშავება, რომელიც საშუალებს მისცემდა წინასწარი გამოთვლებით დაედგინათ აღდგომის თარიღი — ასე გაჩნდა ზემოთ ხსენებულ პერიოდში პასქალური ცხრილები. რომის და ალექსანდრიის ქრისტიანულმა კათედრამ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად დაიწყეს პასქალური ცხრილების შედგენა რაც ეფუძნდებოდა იმ ეპოქის ასტრონომიულ მონაცემებს. ცხრილების მაღალი სიზუსტის მისაღწევად საჭირო იყო მზის და მთვარის წელიწადების ერთმანეთთან დაახლოება, მაგრამ ასტრონომიიდან კარგად არის ცნობილი, რომ მზისიერი და მთვარისმიერი წელიწადები არ არიან ერთმანეთის ჯერადები — შეუძლებელია მზის და მთვარის პერიოდები ერთმანეთს ზუსტად დაემთხვას. მათი ურთიერთ თანხმობაში მოსაყვანად უკვე ძველ სამყაროში იყენებდნენ 2 ციკლს: 8- და 19-წლიანს.
 
8-წლიანი ციკლი (ოქტაეტერიდა) წარმოადგენდა უფრო ძველ მეთოდს ვიდრე 19-წლიანი ციკლი. ის ეფუძნება დაკვირვებას, რომ მზის 8 წელიწადი დღეების რაოდენობის მიხედვით დაახლოებით უდრიდა მთვარის 99 თვეს. მისი ცდომილება 8 წლის განმავლობაში შეადგენდა დაახლოებით 1.53 დღეს.
 
19-წლიანი ციკლის მიხედვით, რომელიც ძვ. წ. 432 წელს ძველ საბერძნეთში ეგვიპტიდან ბერძენი ასტრონომის მეტონის მიერ იყო შემოღებული, მზის 19 წელიწადი დღეების რაოდენობის მიხედვით უდრიდა მთვარის 235 თვეს, თუმცა ზუსტი ასტრონომიული ცნობების ხელთარსების უქონლობის გამო არც მეტონის ციკლი იყო უნაკლო. ის ერთდღიან ცდომილებას 305 წელიწადში იძლეოდა.
 
რაც შეეხება რომის და ალექსანდრიის კათედრას: ალექსანდრიელები პასქალურ ცხრილებს ადგენდნენ მეტონის 19 წლიან ციკლის გამოყენებით, მაშინ როდესაც რომი იყენებდა ჯერ 8 წლიან ციკლს, მაგრამ მოგვიანებით გადავიდა 84 წლიან ციკლზე.
 
ქრისტიანული სამყარო დაწყებული ადრეული პერიოდიდან განსხვავებულ თარიღებში ზეიმობდა ქრისტიანთათვის ყველაზე დიდ და აღმატებულ დღესასწაულს — აღდგომას. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მაშინ როდესაც ქრისტიანთა ნაწილი მარხულობდა და ემზადებოდა აღდგომის ზეიმისათვის, ქრისტიანთა მეორე ნაწილისათვის მარხვა დამთავრებული იყო და აღდგომის დღესასწაულს ზეიმობდა. პრობლემა უფრო რთულდებოდა იმ ფაქტით, რომ ქრისტიანთა ნაწილი მისდევდა ებრაულ გამოთვლებს, რომლებმაც იერუსალიმის მეორე ტაძრის დანგრევისა და ბარ კოხბას აჯანყების ჩახშობის შედეგად ებრაელთა გაფანტვის შემდეგ მნიშვნელოვანი რეფორმები განიცადეს (პროცესი რომელიც II-IV საუკუნის განმავლობაში მიმდინარეობდა) და რომლის მიხედვით ებრაელთა ფესახის დღესასწაული ზოგ წელიწადს მოდიოდა გაზაფხულის ბუნიობამდე. ამის გამო ის ქრისტიანები, რომლებიც აღდგომის დღესასწაულს ერთ წელს გაზაფხულის ბუნიობის შემდეგ, ხოლო მომდევნო წელს — გაზაფხულის ბუნიობამდე ზეიმობდნენ, დროის ათვლის ასეთ სისტემაში, სადაც გაზაფხულის ბუნიობა წელიწადის ერთგვარ გამყოფს წარმოადგენდა, აღდგომას აღნიშნავდნენ ორჯერ ერთი წლის განმავლობაში. ასეთი განსხვავებული ტრადიციები, ბუნებრივია, იწვევდა კამათს ქრისტიანთა შორის და ცხადია, ასეთი მდგომარეობა ეკლესიისათვის მიუღებელი იყო.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ქრისტიანულმა ეკლესიამ III საუკუნის დასაწყისიდან იმდენად გაწყვიტა კავშირი იუდაიზმთან, რომ მოთხოვნილება გაუჩნდა პასექის დამოუკიდებლად გაანგარიშების მიმართ. ქრისტიანული ეკლესიაში პასქალიის პირველი მცდელობები აგებული იყო ბერძენთა შორის ყველაზე უფრო გავრცელებულ 8-წლიანი მთვარე-მზისიერ კალენდარულ ციკლზე. ადრეული პერიოდიდან ჩვენამდე მოაღწია 222-333 წლების იპოლიტე რომაელის, ასევე 243 წლის ანონიმი მწერლის და სხვათა პასქალურმა ცხრილებმა.
 
Line 21 ⟶ 42:
სწორედ რომ ამ კონტექსტში უნდა იქნას გაგებული მოციქულთა მე-7 კანონი, რომელიც კრძალავს აღდგომის აღნიშვნას „გაზაფხულის ბუნიობამდე ებრაელებთან ერთად“, და აგრეთვე ანტიოქიის კრების I დადგენილება. ეს კანონები მიმართულია ქრისტიანთა ებრაული პასექის თარიღზე დამოკიდებულების წინააღმდეგ და არა აღდგომის აღნიშვნისა იმ დღეს, როდესაც ებრაელებიც ზეიმობენ. მართლაც, თუ ზემოთხსენებული კანონები კრძალავდნენ აღდგომის აღნიშვნას იმავე დღეს როდესაც ებრაული პასექია, მაშინ შეუძლებელია იმ ფაქტის ახსნა, რომ III – IV საუკუნეებში, ალექსანდრიული პასქალიის მიხედვით, ქრისტიანული აღდგომის დღესასწაული ხშირად ემთხვეოდა ებრაელთა პასექის დღესასწაულს, კერძოდ კი ეს მოხდა 289, 296, 316, 319, 323, 343, 347, 367, 370, 374 და 394 წლებში. V საუკუნეში ასეთი დამთხვევა იყო 9-ჯერ და ბოლოჯერ ეს მოხდა 783 წელს, რომლის მერეც ასეთი დამთხვევები შეუძლებელი გახდა იულიუსის კალენდრის უზუსტობის გამო. ისევე როგორ ალექსანდრიის ასევე რომაული პასქალიის თავში იყო დამოუკიდებლობა ებრაელთა ნისანის 14 თარიღისაგან, ამიტომაც ცხრილების შემქმნელები განზრახ არ აქცევდნენ ყურადღებას თარიღების შესაძლო დამთხვევის შემთხვევვებს. ჩვენამდე მოღწეულ პასქალური ცხრილების მრავალფეროვნებაში არ მოინახება არც ერთი, სადაც იმ შემთხვევაში თუ აღდგომა ემთხვეოდა ებრაულ პასექს, ქრისტიანებს გადაეტანათ აღდგომის ზეიმი შემდეგ კვირა დღეზე. ისინი უბრალოდ არც კი აქცევდნენ ყურადღებას ასეთ დამთხვევებს, ვინაიდან მიიჩნევდნენ ებრაელთა თარიღებს პრინციპიალურად მცდარს. ასეთი განმარტებაზე ნათლად მეტყველებს წმ. ეპიფანე კვიპრელი: „აღდგომა არ უნდა აღინიშნოს ბუნიობამდე, რასაც ებრაელები არ იცავენ… ჩვენ ვზეიმობთ აღდგომას ბუნიობის მერე, თუნდაც იმათაც ეზეიმოთ ამ დროს, ვინაიდან ისინიც ჩვენთან ერთად ხშირად აღნიშნავენ მას. და როდესაც ისინი ზეიმობენ პასექს ბუნიობამდე, მაშინ ისინი ზეიმობენ მარტონი“.
 
 
 
 
 
 
313 წელს რომის იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა მიიღო ცნობილი კანონი — მილანის ედიქტი, რომლის მიხედვითაც იმპერიაში გამოცხადდა სარწმუნოების თავისუფლება და, რის შედეგადაც შეწყდა ქრისტიანების წინააღმდეგ დევნა. რომის იმპერიაში ქრისტიანობა თანდათანობით სახელმწიფო რელიგიის სტატუსს ღებულობდა. ერთიანი იმპერიისათვის საჭირო იყო ერთიანი ეკლესიაც და როდესაც ალექსანდრიის მღვდელს არიოზსა და ეპისკოპოს ალექსანდრეს შორის ტრინიტარულმა კამათმა იჩინა თავი, რასაც ეკლესიში შეიძლებოდა განხეთქილება მოყოლოდა, კონსტანტინე დიდმა ქალაქ ნიკეაში მოიწვია I მსოფლიო საეკლესიო კრება. ამ კრებაზე, რომელმაც დაგმო არიოზის სწავლება და ჩამოაყალიბა მრწამსის პირველი მუხლები, გარდა დოგამტური საკითხებისა განხილული იყო აღდგომის აღნიშნვის საკითხიც.
 
ნიკეის კრების დადგენილება ამ საკითხთან დაკავშირებით არ შემონახულა. ის არც კონსტანტინეპოლის ეკლესიის V საუკუნის არქივებში იყო. მხოლოდ შემორჩა კონსტანტინეს მიმართვა იმ ეპისკოპოსებისადმი, ვინც კრებას ვერ დაესწრო. ამ წერილის მიხედვით კრებას „არ მიაჩნდა მართებულად ებრაული წესის მიხედვით აღენიშნათ აღდგომის დღესასწაული“, იმიტომ რომ მათი გამოთვლების მიხედვით „ისინი ერთ და იმავე წელს ორჯერ აღნიშნავენ პასექს“. ანუ, საუბარი იყო იმაზე, რომ არ გამოეყენებინათ ებრაული გამოთვლები, რომლის მიდევნების გამოც ზოგი ქრისტიანული ჯგუფი აღდგომას ერთ წელს გაზაფხულის ბუნიობის შემდეგ და მომდევნო წელს კი გაზაფხულის ბუნიობამდე აღნიშნავდა. ხოლო თუ მივიღებთ მხედველობაში იმას, რომ, როგორც ზემოთ იყო ხსენებული, გაზაფხულის ბუნიობა წელიწადის ერთგვარი გამყოფი იყო, მაშინ იქმნებოდა ანომალია: ისინი აღდგომას ერთ წელიწადში ორჯერ აღნიშვნავდნენ. სწორედ რომ ამ კონტექსტში უნდა იყოს გაგებული მოციქულთა მე-7 კანონი, რომელიც აღდგომის აღნიშვნას „გაზაფხულის ბუნიობამდე ებრაელებთან ერთად“ კრძალავს. იგივე ითქმის 341 წელს ანტიოქიის კრების I დადგენილებაზეც. ეს კანონები მიმართულია ქრისტიანთა ებრაული ფესახის თარიღზე დამოკიდებულების წინააღმდეგ და არა აღდგომის იმავე დღეს აღნიშვნის წინააღმდეგ, როდესაც ებრაელებიც ზეიმობენ ფესახს, როგორადაც ამ კანონს დღეს ხშირად არასწორად განმარტავენ. საკითხის ასეთი ინტერპრეტაცია ეყრდნობა მართლმადიდებლური აღმოსავლეთის ისეთ ცნობილ კანონისტების არასწორ მსჯელობას, როგორიცაა იოანე ზონარა, თეოდორე ბალსამონი, მათე ვლასტარი. სწორედ მათ ყველაზე მეტად შეუწყვეს ხელი ჩვენს მართლმადიდებლურ სივრცეში ასეთი მსჯელობების პოპულარიზაციას. ამის დასტურად კი საკმარისია გავიხსენოთ, რომ ქრისტიანული აღდგომის თარიღი დაწყებული III და დამთავრებული VIII საუკუნით არაერთხელ დაემთხვა ებრაულ ფესახს, თუმცა არავის არ მოსვლია აზრად ამ თარიღის გადაწევა. ნიკეის კრება ქრისტიანებს მოუწოდებდა განთავისუფლებულიყვნენ ებრაულ გამოთვლებზე დამოკიდებულებისაგან, ხოლო შემთხვევითი დამთხვევები ებრაულ ფესახთან ეკლესიისათვის არავითარ პრობლემას არ წარმოადგენდა. იმპერატორის ხსენებულ წერილში აგრეთვე ნახსენებია, რომ ყველა ქრისტიანმა ერთად უნდა აღნიშნოს უფლის აღდგომის დღესასწაული. თუმცა ისტორიულად ამის მისაღწევად ეკლესიას საკმაოდ რთული და გრძელი გზის გავლა მოუწია. I მსოფლიო კრების შემდეგ ეკლესიაში თითქმის 500 წელი არსებობდა ორი პასქალია — რომის და ალექსანდრიის, და მოგვიანებით ყველაფერი ალექსანდრიის პასქალიის გამარჯვებით დასრულდა. ბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ იმპერატორის წერილში არაა ნახსენები კონკრეტულად თუ როგორ უნდა განისაზღვროს პასქალური თარიღები.
 
 
 
 
 
 
===განსხვავება აღდგომის დღესასწაულებში პირველი მსოფლიო კრების მერე===
Line 40 ⟶ 75:
 
 
 
 
ოთხივე [[მახარებელი]] წმინდა წერილში მოგვითხრობს იესო ქრისტეს აღდგომის დეტალებს. სახარებაში ვკითხულობთ, რომ უფლის აღდგომას ადგილი ჰქონდა კვირადღეს, მას შემდეგ რაც ებრაული დღესასწაული — [[ფესახი]] — უკვე დაწყებული იყო. ძველი აღთქმის მიხედვით ფესახი აღინიშნება ებრაული კალენდრით ნისანის თვის მე-15 რიცხვში. ნისანის 15 როგორც წესი იწყება სავსემთვარიან ღამეს, რომელიც გაზაფხულის ბუნიაობას მოსდევს. ისტორიიდან ცნობილია, რომ ადრეული, I მსოფლიო კრებამდელი, ქრისტიანები სხვადასხვა დროს აღნიშნავდნენ აღდგომის დღესასწაულს. ასე მაგალითად, მცირე აზიის და პალესტინის ქრისტიანები ამ დღესასწაულს ნისანის 14-დან 15-ზე ღამეს ზეიმობდნენ, ანუ მაშინ როდესაც ებრაელები აღნიშნავდნენ ფესახს, თან მიუხედავად იმისა თუ კვირის რომელ დღეზე მოდიოდა ხსენებული თარიღი (ამის გამო მათ მეცნიერებაში დაერქვათ „მეათთოთხმეტელები“ — მთვარის თვის მე-14 დღის მიხედვით). ალექსანდრიაში ქრისტიანები აღდგომას დღესასწაულობდნენ კვირადღეს, რომელიც მოდიოდა ნისანის 15-21 პერიოდში. ამისათვის ისინი ითვლიდნენ გაზაფხულის სავსემთვარეობას, და ამის მიხედვით პოულობდნენ პირველ კვირას სავსემთვარეობის შემდეგ. სირიის ქრისტიანები მსგავს მეთოდს იყნებდნენ, ოღონდ ალექსანდრიული სკოლისაგან განსხვავებულ ათვლის წერტილს იყენებდნენ, რის გამოც ამ ორ გამოთვლას შორის არსებობდა საგრძნობი განსხვავება, რაც ზოგ შემთხვევაში 4-5 კვირამდეც კი აღწევდა. ამიტომ იყო, რომ ალექსადნრიელებისაგან განსხვავებით სირიელები, რომელთა გამოთვლებიც ებრაულ გამოთვლებზე იყო მკაცრად მიბმული, აღდგომას ხანდახან გაზაფხულის ბუნიობამდეც კი აღნიშნავდნენ (ასეთი ადრეული თარიღის გამო მეცნიერებაში მათ დაიმკვიდრეს „პროტოპასქიტების“ სახელი). გარდა ამისა, V საუკუნემდე რომაელი ეპისკოპოსები არ უშვებდნენ აღდგომის ზეიმს 21 აპრილის შემდეგ, ამის მიზეზი რომის დაფუძნების – „პარილიის“ დღესასწაული იყო და მათ არ სურდათ, რომ ეს დღესასწაული ვნების შვიდეულს დამთხვეოდა. აღდგომის თარიღის დასადგენად რომაელებიც ითვლიდნენ გაზაფხულის სავსემთვარეობას, მაგრამ მათი გამოთვლის მეთოდიკის სიზუსტე განსხვავდებოდა ალექსანდრიული მეთოდიკის სიზუსტისაგან. და ბოლოს, იყო ასეთი მიდგომაც: ადრე მიჩნეული იყო, რომ ისტორიულად უფლის ჯვარცმა მოხდა 23 მარტს, პარასკევს, და შესაბამისად, აღდგომა — 25 მარტს: თარიღი, როდესაც ხარების დღესასწაულს ვზეიმობთ. თანაც ამ დროისთვის არსებობდა ასეთი აზრიც, რომ სამყარო, სწორედ 25 მარტს იყო შექმნილი. ამიტომაც, აღდგომას, რომელიც 25 მარტზე მოდის, ეწოდება „საუფლო აღდგომა“ ანდა „კირიოპასქა“ (სწორედ 25 მარტი, როგორც უფლის ისტორიული აღდგომის დღე, გამოყენებული იყო დიონისიოს მცირეს მიერ ჩვენი წელთაღრიცხვის შედგენის დროს). ამასთან დაკავშირებით, III-IV საუკუნეებში არსებობდა ქრისტიანული სექტა, რომელიც აღდგომას უშუალად 25 მარტს ზეიმობდა, განურჩველად კვირის რომელ დღეზე მოდიოდა ეს თარიღი.
 
ვინაიდან აღდგომის თარიღი დამოკიდებული იყო ისეთ ასტრონომიულ მოვლენებზე, როგორიცაა გაზაფხულის ბუნიობა, სავსემთვარეობა და მის შემდეგ პირველი კვირადღე, საჭირო იყო მეთოდიკის გამომუშავება, რომელიც საშუალებს მისცემდა წინასწარი გამოთვლებით დაედგინათ აღდგომის თარიღი — ასე გაჩნდა ზემოთ ხსენებულ პერიოდში პასქალური ცხრილები. რომის და ალექსანდრიის ქრისტიანულმა კათედრამ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად დაიწყეს პასქალური ცხრილების შედგენა რაც ეფუძნდებოდა იმ ეპოქის ასტრონომიულ მონაცემებს. ცხრილების მაღალი სიზუსტის მისაღწევად საჭირო იყო მზის და მთვარის წელიწადების ერთმანეთთან დაახლოება, მაგრამ ასტრონომიიდან კარგად არის ცნობილი, რომ მზისიერი და მთვარისმიერი წელიწადები არ არიან ერთმანეთის ჯერადები — შეუძლებელია მზის და მთვარის პერიოდები ერთმანეთს ზუსტად დაემთხვას. მათი ურთიერთ თანხმობაში მოსაყვანად უკვე ძველ სამყაროში იყენებდნენ 2 ციკლს: 8- და 19-წლიანს.
 
8-წლიანი ციკლი (ოქტაეტერიდა) წარმოადგენდა უფრო ძველ მეთოდს ვიდრე 19-წლიანი ციკლი. ის ეფუძნება დაკვირვებას, რომ მზის 8 წელიწადი დღეების რაოდენობის მიხედვით დაახლოებით უდრიდა მთვარის 99 თვეს. მისი ცდომილება 8 წლის განმავლობაში შეადგენდა დაახლოებით 1.53 დღეს.
 
19-წლიანი ციკლის მიხედვით, რომელიც ძვ. წ. 432 წელს ძველ საბერძნეთში ეგვიპტიდან ბერძენი ასტრონომის მეტონის მიერ იყო შემოღებული, მზის 19 წელიწადი დღეების რაოდენობის მიხედვით უდრიდა მთვარის 235 თვეს, თუმცა ზუსტი ასტრონომიული ცნობების ხელთარსების უქონლობის გამო არც მეტონის ციკლი იყო უნაკლო. ის ერთდღიან ცდომილებას 305 წელიწადში იძლეოდა.
 
რაც შეეხება რომის და ალექსანდრიის კათედრას: ალექსანდრიელები პასქალურ ცხრილებს ადგენდნენ მეტონის 19 წლიან ციკლის გამოყენებით, მაშინ როდესაც რომი იყენებდა ჯერ 8 წლიან ციკლს, მაგრამ მოგვიანებით გადავიდა 84 წლიან ციკლზე.
 
ქრისტიანული სამყარო დაწყებული ადრეული პერიოდიდან განსხვავებულ თარიღებში ზეიმობდა ქრისტიანთათვის ყველაზე დიდ და აღმატებულ დღესასწაულს — აღდგომას. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მაშინ როდესაც ქრისტიანთა ნაწილი მარხულობდა და ემზადებოდა აღდგომის ზეიმისათვის, ქრისტიანთა მეორე ნაწილისათვის მარხვა დამთავრებული იყო და აღდგომის დღესასწაულს ზეიმობდა. პრობლემა უფრო რთულდებოდა იმ ფაქტით, რომ ქრისტიანთა ნაწილი მისდევდა ებრაულ გამოთვლებს, რომლებმაც იერუსალიმის მეორე ტაძრის დანგრევისა და ბარ კოხბას აჯანყების ჩახშობის შედეგად ებრაელთა გაფანტვის შემდეგ მნიშვნელოვანი რეფორმები განიცადეს (პროცესი რომელიც II-IV საუკუნის განმავლობაში მიმდინარეობდა) და რომლის მიხედვით ებრაელთა ფესახის დღესასწაული ზოგ წელიწადს მოდიოდა გაზაფხულის ბუნიობამდე. ამის გამო ის ქრისტიანები, რომლებიც აღდგომის დღესასწაულს ერთ წელს გაზაფხულის ბუნიობის შემდეგ, ხოლო მომდევნო წელს — გაზაფხულის ბუნიობამდე ზეიმობდნენ, დროის ათვლის ასეთ სისტემაში, სადაც გაზაფხულის ბუნიობა წელიწადის ერთგვარ გამყოფს წარმოადგენდა, აღდგომას აღნიშნავდნენ ორჯერ ერთი წლის განმავლობაში. ასეთი განსხვავებული ტრადიციები, ბუნებრივია, იწვევდა კამათს ქრისტიანთა შორის და ცხადია, ასეთი მდგომარეობა ეკლესიისათვის მიუღებელი იყო.
 
===I მსოფლიო კრება და პასქალური საკითხი===
313 წელს რომის იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა მიიღო ცნობილი კანონი — მილანის ედიქტი, რომლის მიხედვითაც იმპერიაში გამოცხადდა სარწმუნოების თავისუფლება და, რის შედეგადაც შეწყდა ქრისტიანების წინააღმდეგ დევნა. რომის იმპერიაში ქრისტიანობა თანდათანობით სახელმწიფო რელიგიის სტატუსს ღებულობდა. ერთიანი იმპერიისათვის საჭირო იყო ერთიანი ეკლესიაც და როდესაც ალექსანდრიის მღვდელს არიოზსა და ეპისკოპოს ალექსანდრეს შორის ტრინიტარულმა კამათმა იჩინა თავი, რასაც ეკლესიში შეიძლებოდა განხეთქილება მოყოლოდა, კონსტანტინე დიდმა ქალაქ ნიკეაში მოიწვია I მსოფლიო საეკლესიო კრება. ამ კრებაზე, რომელმაც დაგმო არიოზის სწავლება და ჩამოაყალიბა მრწამსის პირველი მუხლები, გარდა დოგამტური საკითხებისა განხილული იყო აღდგომის აღნიშნვის საკითხიც.
 
ნიკეის კრების დადგენილება ამ საკითხთან დაკავშირებით არ შემონახულა. ის არც კონსტანტინეპოლის ეკლესიის V საუკუნის არქივებში იყო. მხოლოდ შემორჩა კონსტანტინეს მიმართვა იმ ეპისკოპოსებისადმი, ვინც კრებას ვერ დაესწრო. ამ წერილის მიხედვით კრებას „არ მიაჩნდა მართებულად ებრაული წესის მიხედვით აღენიშნათ აღდგომის დღესასწაული“, იმიტომ რომ მათი გამოთვლების მიხედვით „ისინი ერთ და იმავე წელს ორჯერ აღნიშნავენ პასექს“. ანუ, საუბარი იყო იმაზე, რომ არ გამოეყენებინათ ებრაული გამოთვლები, რომლის მიდევნების გამოც ზოგი ქრისტიანული ჯგუფი აღდგომას ერთ წელს გაზაფხულის ბუნიობის შემდეგ და მომდევნო წელს კი გაზაფხულის ბუნიობამდე აღნიშნავდა. ხოლო თუ მივიღებთ მხედველობაში იმას, რომ, როგორც ზემოთ იყო ხსენებული, გაზაფხულის ბუნიობა წელიწადის ერთგვარი გამყოფი იყო, მაშინ იქმნებოდა ანომალია: ისინი აღდგომას ერთ წელიწადში ორჯერ აღნიშვნავდნენ. სწორედ რომ ამ კონტექსტში უნდა იყოს გაგებული მოციქულთა მე-7 კანონი, რომელიც აღდგომის აღნიშვნას „გაზაფხულის ბუნიობამდე ებრაელებთან ერთად“ კრძალავს. იგივე ითქმის 341 წელს ანტიოქიის კრების I დადგენილებაზეც. ეს კანონები მიმართულია ქრისტიანთა ებრაული ფესახის თარიღზე დამოკიდებულების წინააღმდეგ და არა აღდგომის იმავე დღეს აღნიშვნის წინააღმდეგ, როდესაც ებრაელებიც ზეიმობენ ფესახს, როგორადაც ამ კანონს დღეს ხშირად არასწორად განმარტავენ. საკითხის ასეთი ინტერპრეტაცია ეყრდნობა მართლმადიდებლური აღმოსავლეთის ისეთ ცნობილ კანონისტების არასწორ მსჯელობას, როგორიცაა იოანე ზონარა, თეოდორე ბალსამონი, მათე ვლასტარი. სწორედ მათ ყველაზე მეტად შეუწყვეს ხელი ჩვენს მართლმადიდებლურ სივრცეში ასეთი მსჯელობების პოპულარიზაციას. ამის დასტურად კი საკმარისია გავიხსენოთ, რომ ქრისტიანული აღდგომის თარიღი დაწყებული III და დამთავრებული VIII საუკუნით არაერთხელ დაემთხვა ებრაულ ფესახს, თუმცა არავის არ მოსვლია აზრად ამ თარიღის გადაწევა. ნიკეის კრება ქრისტიანებს მოუწოდებდა განთავისუფლებულიყვნენ ებრაულ გამოთვლებზე დამოკიდებულებისაგან, ხოლო შემთხვევითი დამთხვევები ებრაულ ფესახთან ეკლესიისათვის არავითარ პრობლემას არ წარმოადგენდა. იმპერატორის ხსენებულ წერილში აგრეთვე ნახსენებია, რომ ყველა ქრისტიანმა ერთად უნდა აღნიშნოს უფლის აღდგომის დღესასწაული. თუმცა ისტორიულად ამის მისაღწევად ეკლესიას საკმაოდ რთული და გრძელი გზის გავლა მოუწია. I მსოფლიო კრების შემდეგ ეკლესიაში თითქმის 500 წელი არსებობდა ორი პასქალია — რომის და ალექსანდრიის, და მოგვიანებით ყველაფერი ალექსანდრიის პასქალიის გამარჯვებით დასრულდა. ბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ იმპერატორის წერილში არაა ნახსენები კონკრეტულად თუ როგორ უნდა განისაზღვროს პასქალური თარიღები.
 
===პასქალური ცხრილები===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პასქალია“-დან