პასქალია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 5:
 
==ისტორია==
ანატოლი ლაოდიკიელი იყო პირველი საეკლესიო მწერალი, რომელმაც ქრისტიანული პასქალიას საფუძველი დაუდო 19-წლიანი მთვარე-მზისიერი კალენდარული ციკლი.
 
ქრისტიანულმა ეკლესიამ [[III საუკუნე|III საუკუნის]] დასაწყისიდან საბოლოოდ გაწყვიტა კავშირი იუდაიზმთან, რამაც მოთხოვნილება გააჩინა პასექის დამოუკიდებლად გაანგარიშების მიმართ. ქრისტიანული ეკლესიაში პასქალიის პირველი მცდელობები აგებული იყო ბერძენთა შორის ყველაზე უფრო გავრცელებულ 8-წლიანი მთვარე-მზისიერ კალენდარულ ციკლზე.
 
მალე 8-წლიანმა ციკლმა აჩვენა თავისი ნაკლოვანებები და მისი პასქალიაში გამოუყენებლობადობა. ქრისტან პასქალისტებს იმ დროს ხელთ ჰქონდათ იულიუსის მზისიერი კალენდარი (365,25 დღე-ღამე). მაგრამ 8 წელიწადში იულიუსის კალენდრით 2922 დღე-ღამე გამოდიოდა, მაშინ როცა 99 სინოდური თვე უდრიდა 2923,53 დღე-ღამეს, ასე, რომ 16 წლის შემდეგ იულიუსის კალენდარი მთვარისას ასწრებდა 3 დღით, ხოლო 77 წლის შემდეგ პირიქით სავსამვარეობა ახალმთვარეში ირეოდა. არაა გასაკვირი, რომ ჯერ კიდევ III საუკუნეში დასავლეთში 8-წლიანი ციკლის მაგივრად ფეხი მოიკიდა 19-წლიანის საფუძველზე შემდგარმა 84 წლიანმა ციკლმა.
 
ქრისტიანული დამოუკიდებელი პასქალიის შექმნა ნიშნავდა პრინციპიალურ უარს მხედველობაში მიღებულიყო ებრაული თარიღი – ნისანის 14, რომელიც ქრისტიანი პასქალისტების აზრით არასწორად იყო გამოთვლილი. ქრისტიანობის ორმა ძირითადმა კათედრამ – რომმა და ალექსანდრიამ ერთმანთისაგან დამოუკიდებლად დაიწყო თავისი პასქალური ცხრილების შედგენა. პრობლემას წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ მზისიერი და მთვარისმიერი წელიწადები არ არიან ერთმანეთის ჯერადები. მათი ურთიერთ თანხმობაში მოსაყვანად, ჯერ კიდევ ძველ დროში მთვარე-მზისიერი კალენდრებისათვის დაიწყეს 8- და 19-წლიანი ციკლების გამოყენება.
ყველაზე ადრინდელი 8-წლიანი ციკლის მიხედვით დღეების რაოდენობა მზის 8 წელიწადში დაახლოებით უტოლდებოდა მთვარის 99 თვეს. აღნიშნული ციკლი ყოველ 8 წელიწადში იძლეოდა დაახლოებით 1.53 დღიან ცთომილებას, რაც საკმაოდ საგრძნობი იყო. მთვარე-მზისიერი კალენდრის 19-წლიანი ციკლი, რომელიც ძველ სებერძნეთში დამკვიდრდა ძვ. წ. 432 წლიდან ასტრონომის მეტონის მიერ. ის, განსაკუთრებით კი მისი კალიპის და იპარხის მიერ გაუმჯობესებული 76 და 304, შესაბამისად, წლიანი ფორმები, უფრო ზუსტია.
საინტერესოა, რომ რომიც და ალექსანდრიაც დასაწყისში იყენებდნენ მარტივ 8-წლიან ციკლს. ალექსანდრიაში წმინდა დიონისე ალექსანდრიელმა (247-264) ამ ციკლზე დააფუძნა თავისი პასქალია. ამავე ციკლს დასავლეთში იყენებდნენ წმ. იპოლიტე რომაელი (ეს იყო 112 წლიანი ცხრილი – ერთ-ერთი ადრინდელი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია) და 84 წლის რომაული პასქალიის შემქმნელები, რომელიც ხმარებაში რამდენიმე საუკუნე იყო. ალექსანდრიელები მალე მიხვდნენ, რომ 8 წლიანი ციკლი დიდი ცდომილების მატარებელი იყო და ამის გამო გადავიდვნენ 19-წლიან ციკლზე, რომაელები კი იცავდნენ თავიანთ პრაქტიკას. თავდაპირველად ალექსანდრიული პასქალია ეფუძნებოდა 95-წლიან ციკლს, რაც იყო 19-წლიანი ციკლის 5-ჯერადი განმეორება. ხოლო რაც შეეხება 532 წლიან ფორმას, ის პირველად ნახსენები იყო ბერი ანიანის მიერ V საუკუნეში.
 
===I მსოფლიო კრება და პასქალური საკითხი===
აღსანიშნავია, რომ ანტიოქიის საპატრიარქოში ქრისტიანების ნაწილი მაინც მისდევდა ტრადიციას, რომლის მიხედვითაც აღდგომა იზეიმებოდა კვირადღეს, რომელიც მოსდევდა ებრაელების ნისანის მე-14 დღეს. ანუ ეს ის პრაქტიკაა, რომლის არ დაცვის გამოც ეპისკოპოსმა ვიქტორმა განკვეთა მცირეაზიელები. შეცვლილ პირობებში, როდესაც დანარჩენ ეკლესიაში უკვე არსებობდა ებრაული თარიღისაგან დამოუკიდებელი პასქალური ცხრილები, ანტიოქელები თავის დღესასწაულს აღნიშნავდნენ გაზაფხულის ბუნიობამდე, თანაც დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან შედარებით განსხვავება ამ თარიღებში შეიძლება ყოფილიყო 5 კვირამდე. ასეთი ადრეული თარიღის გამო მეცნიერებაში მათ დაიმკვიდრეს „პროტოპასქიტების“ სახელი. და სწორედ რომ ებრაელთა ტრადიციის ასეთი მიყოლის წინააღმდეგ იყო მიმართული I მსოფლიო კრება. ამ კრების მამებმა პასქალიის შესახებ არანაირი კანონი არ დაგვიტოვეს, მაგრამ როგორც იმპერატორ კონსტანტინეს იმ ეპისკოპოსებისადმი, რომლებიც კრებას ვერ ესწრებოდნენ, დაწერილ ეპისტოლედან ჩანს, მიღებული იყო გადაწყვეტილება რათა ყველას ერთ დღეს ეზეიმა აღდგომის დღესასწაული. ხოლო რაც შეეხება ანტიოქელებს, მათ უარი თქვეს დამოკიდებული ყოფილიყვნენ ებრაელთა ნისანის 14-ზე.
სწორედ რომ ამ კონტექსტში უნდა იქნას გაგებული მოციქულთა მე-7 კანონი, რომელიც კრძალავს აღდგომის აღნიშვნას „გაზაფხულის ბუნიობამდე ებრაელებთან ერთად“, და აგრეთვე ანტიოქიის კრების I დადგენილება. ეს კანონები მიმართულია ქრისტიანთა ებრაული პასექის თარიღზე დამოკიდებულების წინააღმდეგ და არა აღდგომის აღნიშვნისა იმ დღეს, როდესაც ებრაელებიც ზეიმობენ. მართლაც, თუ ზემოთხსენებული კანონები კრძალავდნენ აღდგომის აღნიშვნას იმავე დღეს როდესაც ებრაული პასექია, მაშინ შეუძლებელია იმ ფაქტის ახსნა, რომ III – IV საუკუნეებში, ალექსანდრიული პასქალიის მიხედვით, ქრისტიანული აღდგომის დღესასწაული ხშირად ემთხვეოდა ებრაელთა პასექის დღესასწაულს, კერძოდ კი ეს მოხდა 289, 296, 316, 319, 323, 343, 347, 367, 370, 374 და 394 წლებში. V საუკუნეში ასეთი დამთხვევა იყო 9-ჯერ და ბოლოჯერ ეს მოხდა 783 წელს, რომლის მერეც ასეთი დამთხვევები შეუძლებელი გახდა იულიუსის კალენდრის უზუსტობის გამო. ისევე როგორ ალექსანდრიის ასევე რომაული პასქალიის თავში იყო დამოუკიდებლობა ებრაელთა ნისანის 14 თარიღისაგან, ამიტომაც ცხრილების შემქმნელები განზრახ არ აქცევდნენ ყურადღებას თარიღების შესაძლო დამთხვევის შემთხვევვებს. ჩვენამდე მოღწეულ პასქალური ცხრილების მრავალფეროვნებაში არ მოინახება არც ერთი, სადაც იმ შემთხვევაში თუ აღდგომა ემთხვეოდა ებრაულ პასექს, ქრისტიანებს გადაეტანათ აღდგომის ზეიმი შემდეგ კვირა დღეზე. ისინი უბრალოდ არც კი აქცევდნენ ყურადღებას ასეთ დამთხვევებს, ვინაიდან მიიჩნევდნენ ებრაელთა თარიღებს პრინციპიალურად მცდარს. ასეთი განმარტებაზე ნათლად მეტყველებს წმ. ეპიფანე კვიპრელი: „აღდგომა არ უნდა აღინიშნოს ბუნიობამდე, რასაც ებრაელები არ იცავენ… ჩვენ ვზეიმობთ აღდგომას ბუნიობის მერე, თუნდაც იმათაც ეზეიმოთ ამ დროს, ვინაიდან ისინიც ჩვენთან ერთად ხშირად აღნიშნავენ მას. და როდესაც ისინი ზეიმობენ პასექს ბუნიობამდე, მაშინ ისინი ზეიმობენ მარტონი“.
 
===განსხვავება აღდგომის დღესასწაულებში პირველი მსოფლიო კრების მერე===
ფართოდ არის გავრცელებული აზრი, რომ ნიკეის კრებამ მთლიანად გადაწყვიტა პასქალური საკითხი და ხმარებაში შემოიტანა ალექსანდრიული პასქალია და უფრო მეტიც, შექმნა ეს პასქალია. ალექსანდრიული პასქალია აღმოსავლეთ ეკლესიაში ხმარებაში იყო 325 წლამდეც და, შესაბამისად, ნიკეეის კრების მამები ვერ განიხილებიან როგორც 19 წლიანი ციკლის შემქმნელები. ამ კრების საქმიანობა მიმართული იყო ანტიოქიის პასქალური პრაქტიკის წინააღმდეგ, ამიტომ რომმა და ალექსანდრიამ დროებით დაივიწყეს ის განსხვავებები, რომლებიც მათ პასქალურ ცხრილებს შორის იყო. მართალია, ორივე პასქალიას საფუძვლად ედო პრინციპი, რომლის მიხედვით აღდგომა უნდა აღინიშნებოდეს გაზაფხულის ბუნიობის მერე პირველი სავსემთვარეობის შემდეგ პირველ კვირა დღეს, განსხვავება მდგომარეობდა გაზაფხულის ბუნიობის დღეში (18 და 21 მარტი რომში და ალექსანდრიაში, შესაბამისად), ციკლში, რომელზეც ეფუძნებოდა პასქალია (8- და 19-წლიანი ციკლი) და პასქალური ზღვრები, ანუ ის ფარგლები, რომელშიც აღდგომის თარიღები იყო მოთავსებული. შესაბამისად, აღდგომის აღნიშვნა დასავლეთში შესაძლებელი იყო 20 მარტიდან 21 აპრილამდე, ხოლო აღმოსავლეთში – 35 დღის განმავლობაში დაწყებული 22 მარტიდან დამთავრებული 25 აპრილით. ერთი შეხედვით ეს განსხვავება არაა მნიშვნელოვანი, მაგრამ პრაქტიკში ეს საკმაოდ საგრძნობი იყო. ასე მაგალითად, I მსოფლიო კრებიდან უკვე ერთი წლის შემდეგ ალექსანდრია და რომი აღდგომას აღნიშნავდნენ სხვადასხვა დღეებში, კერძოდ კი 3 და 10 აპრილს, შესაბამისად. არავის არ უნდოდა უარი ეთქვა თავის ცხრილებზე, ამიტომაც ერთიანობას ამ საკითხში აღწევდნენ ურთიერთ დათმობებით.
ამ მხრივ დიდი როლი ითამაშა წმინდა ათანასე ალექსანდრიელმა. რომაელებთან ერთად მან სარდიის კრებაზე 342 წელს გამოიმუშავა „კომპრომისული“ პასქალია 50 წლისათვის. მასში თითოეული წლის აღდგომის დღესასწაულის თარიღი ცალკე განიხილებოდა და წარმოადგენდა ორივე მხარეს შორის ურთიერთ შეთანხმების შედეგს. ასეთი გადაწყვეტილების პრინციპული მნიშვნელობა კი იმაში მდგომარეობდა, რომ ეკლესია საყოველთაოდ აღიარებდა პასქალური ორი ციკლის პარალელურ არსებობის შესაძლებლობას საკამათო თარიღების შეთანხმების გზით, თუნდაც ეს ყოფილიყო დროის მოკლე შუალდისათვის. ამგვარად ეკლესიის ერთიანობა უფრო მთავარი იყო ვიდრე რომელიმე კათედრის პასქალურ წესზე მიმხრობა. პასქალია განიხილებოდა როგორც რომის ასევე ალექსანდრიის მწყემსმთავრის მიერ არა როგორც დოგმატური სინამდვილე, არამედ როგორც დღესასწაულის თარიღის დადგენის ტექნიკური საშუალება, რომელიც შეიძლება არც კი დაცულიყო თუკი ამას ეკლესიის საჭიროება მოითხოვდა. არც ერთი კათედრა არ იყო შეზღუდული რაიმე კანონიკური ნორმებით თავისი ეკლესიის პასქალური ცხრილების მიმართ და მზად იყო ემსხვერპლა თარიღით ეკლესიის უფრო მაღალი მიზნებისათვის. ამ 50 წლის განმავლობაში რომს და ალექსანდრიას 12-ჯერ უნდა ეზეიმათ აღდგომა განსხვავებულ დღეებში, მაგრამ მიღწეული კომპრომისის შედეგად ყველა ამ დღეებისათვის მონახული იქნა საერთო თარიღები. საინტერესოა, რომ ალექსანდრიამ თავის პასქალიაზე უარი თქვა და რომაული თარიღები მიიღო 346 და 349 წლებში.
თუმცა, სარდიის პასქალიის დასრულების შემდეგ ალექსანდრიელები აღარ აქცევდნენ ყურადღებას თუ როდის აღინიშნებოდა აღდგომა დასავლეთში და უბრალოდ მიყვებოდნენ თავიანთ ცხრილებს. ამას მოყვა ის, რომ რომმა თანდათანობით დაიწყო აღმოსავლური თარიღების უფრო ხშირი გადმოღება, რაც გარდაუვლად იწვევდა 84 წლიანი ციკლის დანგრევას. ნათელი იყო, რომ დასავლეთი და აღმოსავლეთი უსასრულოდ გააგრძელებდნენ აღდგომის აღნიშვნას განსხვავებულ დღეებში თუ ერთი მხარე არ გადმოიღებდა მეორის პრაქტიკას. ამ ვითარებაში რომაელმა აბატმა დიონისე მცირემ გადამწყვეტი როლი შეასრულა, რომელმაც ისე შემოსთავაზა დასავლეთს ალექსანდრიული პასქალია, რომ ის მიღებულიყო. ამის, შედეგად საბოლოოდ დამკვიდრდა აღდგომის დღესასწაულის ერთიანი აღნიშვნის პრაქტიკა რომსა და ალექსანდრიაში. თუმცა, რომაული 84-წლიანი ციკლი იმპერიის სხვადასხვა ნაწილში არსებობას განაგრძნობდა და კარლ დიდის (742-814) მმართველობის დროსაც იყო ხმარებაში.
I-ლი მსოფლიო კრების მერე პარალელურად ორი პასქალიის არსებობა თითქმის 500 წლის განმავლობაში მოწმობს იმაზე, რომ ამ კრებამ არ შემოიღო ალექსანდრიული პასქალია, როგორც საყოველთაოდ აუცილებელი. აღსანიშნავია, რომ თვით ალექსანდრიელები რომაელებთან კამათის დროს ეფუძნებოდნენ რა კრების ავტორიტეტს არასდროს არ ამტკიცებდნენ თავისი პასქალური ცხრილების ჭეშმარიტებას. პარალელურად ორი ციკლის არსებობა ხსენებული პერიოდის განმავლობაში წინააღმდეგობაში მოვიდოდა ნიკეის კრების დადგენილებასთან, ასეთი რომ არსებულიყო. ის ფაქტი, რომ საბოლლოდ რომის პერაქტიკა შეცვლილი იყო ალექსანდრიის პრაქტიკით, აიხსნება არა I-ლი მსოფლიო კრების დადგენილებით, არამედ რომაული პასქალიის უზუსტობით. კრების მერე რამოდენიმე საუკუნემ განვლო, სანამ ალექსანდრიელებმა მრავალი მტკიცებულებით და ეკლესიურ-პოლიტიკური საშუალებით შესძლეს დასავლეთის დარწმუნება ალექსანდრიული პასქალური სისტემის მიღების აუცილებლობაში.
ამგვარად, აღდგომის თარიღთან დაკავშირებით ქრისტიანების ებრაელთაგან გამოყოფის პროცესი მიმდინარეობდა ნელ-ნელა და რამდენიმე საფეხურით. მეათთოთხმეტელთა აღდგომა, აღდგომა იუდეველებთან ერთად, ქრისტიანული დამოუკიდებელი პასქალია არის სამი მნიშვნელოვანი საფეხური ამ პროცესისა. არც ერთი წინა პრაქტიკა არ უთმობდა ადგილს მომდევნო პრაქტიკას მშვიდობიანად, პასქალური განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლის პროცესს თან სდევდა კამათი, დაპირისპირება და განხეთქილებაც კი. ამ პროცესში განსაკუთრებით საინტერესო ფაქტი არის ის, რომ „უძველესის“ კრიტერიუმი არასდროს არ იყო გადამწყვეტი – ხშირად უფრო ძველი პრაქტიკა ინათლებოდა როგორც სქიზმატური და ერეტიკული, უთმობდა რა ადგილს ახალს. დამახასიათებელია აგრეთვე ისიც, რომ ამ კამათების დროს წარმოჩენილი არგუმენტები არ იყო ღვთისმეტყველური, არამედ ეკლესიოლოგიური: იმარჯვებდა ის ტრადიცია, რომელსაც უმრავლესობა ღებულობდა, უმეტესად იმიტომ, რომ ის წარმოიშვებოდა ლიტურგიკის მსხვილ ცენტრებში, როგორიც იყო რომი და ალექსანდრია.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ოთხივე [[მახარებელი]] წმინდა წერილში მოგვითხრობს იესო ქრისტეს აღდგომის დეტალებს. სახარებაში ვკითხულობთ, რომ უფლის აღდგომას ადგილი ჰქონდა კვირადღეს, მას შემდეგ რაც ებრაული დღესასწაული — [[ფესახი]] — უკვე დაწყებული იყო. ძველი აღთქმის მიხედვით ფესახი აღინიშნება ებრაული კალენდრით ნისანის თვის მე-15 რიცხვში. ნისანის 15 როგორც წესი იწყება სავსემთვარიან ღამეს, რომელიც გაზაფხულის ბუნიაობას მოსდევს. ისტორიიდან ცნობილია, რომ ადრეული, I მსოფლიო კრებამდელი, ქრისტიანები სხვადასხვა დროს აღნიშნავდნენ აღდგომის დღესასწაულს. ასე მაგალითად, მცირე აზიის და პალესტინის ქრისტიანები ამ დღესასწაულს ნისანის 14-დან 15-ზე ღამეს ზეიმობდნენ, ანუ მაშინ როდესაც ებრაელები აღნიშნავდნენ ფესახს, თან მიუხედავად იმისა თუ კვირის რომელ დღეზე მოდიოდა ხსენებული თარიღი (ამის გამო მათ მეცნიერებაში დაერქვათ „მეათთოთხმეტელები“ — მთვარის თვის მე-14 დღის მიხედვით). ალექსანდრიაში ქრისტიანები აღდგომას დღესასწაულობდნენ კვირადღეს, რომელიც მოდიოდა ნისანის 15-21 პერიოდში. ამისათვის ისინი ითვლიდნენ გაზაფხულის სავსემთვარეობას, და ამის მიხედვით პოულობდნენ პირველ კვირას სავსემთვარეობის შემდეგ. სირიის ქრისტიანები მსგავს მეთოდს იყნებდნენ, ოღონდ ალექსანდრიული სკოლისაგან განსხვავებულ ათვლის წერტილს იყენებდნენ, რის გამოც ამ ორ გამოთვლას შორის არსებობდა საგრძნობი განსხვავება, რაც ზოგ შემთხვევაში 4-5 კვირამდეც კი აღწევდა. ამიტომ იყო, რომ ალექსადნრიელებისაგან განსხვავებით სირიელები, რომელთა გამოთვლებიც ებრაულ გამოთვლებზე იყო მკაცრად მიბმული, აღდგომას ხანდახან გაზაფხულის ბუნიობამდეც კი აღნიშნავდნენ (ასეთი ადრეული თარიღის გამო მეცნიერებაში მათ დაიმკვიდრეს „პროტოპასქიტების“ სახელი). გარდა ამისა, V საუკუნემდე რომაელი ეპისკოპოსები არ უშვებდნენ აღდგომის ზეიმს 21 აპრილის შემდეგ, ამის მიზეზი რომის დაფუძნების – „პარილიის“ დღესასწაული იყო და მათ არ სურდათ, რომ ეს დღესასწაული ვნების შვიდეულს დამთხვეოდა. აღდგომის თარიღის დასადგენად რომაელებიც ითვლიდნენ გაზაფხულის სავსემთვარეობას, მაგრამ მათი გამოთვლის მეთოდიკის სიზუსტე განსხვავდებოდა ალექსანდრიული მეთოდიკის სიზუსტისაგან. და ბოლოს, იყო ასეთი მიდგომაც: ადრე მიჩნეული იყო, რომ ისტორიულად უფლის ჯვარცმა მოხდა 23 მარტს, პარასკევს, და შესაბამისად, აღდგომა — 25 მარტს: თარიღი, როდესაც ხარების დღესასწაულს ვზეიმობთ. თანაც ამ დროისთვის არსებობდა ასეთი აზრიც, რომ სამყარო, სწორედ 25 მარტს იყო შექმნილი. ამიტომაც, აღდგომას, რომელიც 25 მარტზე მოდის, ეწოდება „საუფლო აღდგომა“ ანდა „კირიოპასქა“ (სწორედ 25 მარტი, როგორც უფლის ისტორიული აღდგომის დღე, გამოყენებული იყო დიონისიოს მცირეს მიერ ჩვენი წელთაღრიცხვის შედგენის დროს). ამასთან დაკავშირებით, III-IV საუკუნეებში არსებობდა ქრისტიანული სექტა, რომელიც აღდგომას უშუალად 25 მარტს ზეიმობდა, განურჩველად კვირის რომელ დღეზე მოდიოდა ეს თარიღი.
 
Line 34 ⟶ 71:
 
===პასქალიის გრიგორისეული რეფორმა===
[[1582]] წელს რომის პაპის [[გრიგოლ XIII]]-ის მიერ ინიცირებული იყო პასქალური რეფორმა (პაპის ბულაბული “Inter„Inter Gravissimas”Gravissimas“). რეფორმა ეფუძნებოდა იტალიელი ექიმისა და მათემატიკოსის — ლუიჯი ლილიოს პროექტზე (კალენდრის ანალოგიური სტრუქტურა შემოთავაზებული იყო ვერონელი ასტრონომის პეტრუს პიტატის მიერ 1560 წელს). პაპის კომისიის მიზანი იყო აღედგინა ალექსანდრიის პასქალიის საფუძველში არსებული ასტრონომიული რეალობა — 21 მარტი როგორც გაზაფხულის ბუნიობის დღე და რეალური, „ასტრონომიული“ პასქალური სავსემთვარე. გარდა ამისა, უნდა უზრუნველეყოთ, რომ არ იქნებოდა თარიღების წანაცვლება დროში, ისე როგორც იულიუსის კალენდრის ცდომილება იწვევდა ამას; ასე მაგალითად, ამ დროისათვის იულიუსის კალენდრით დადგენილი გაზაფხულის ბუნიობა — 21 მარტი — ასტრონომიულ ბუნიობასთან შედარებით რამდენიმე დღით აგვიანებდა.
 
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ რეფორმის შედეგად რამე ახალი კალენდარი ანდა ციკლი კი არ შემოიღეს, არამედ შეასწორეს არსებული იულიუსის კალენდარი და 19 წლიანი მეტონის ციკლი. ეს ყველაფერი მოხერხდა დამატებითი ნაკიანი წლების შემოღებით როგორც იულიუსის კალენდარში, ასევე მეტონის ციკლში. კერძოდ, იულიუსის კალენდრით გათვალისწინებული ნაკიანი წლები კვლავ რჩებოდა ნაკიან წლებად გარდა იმ წლებისა, რომლებიც არაა 400-ის ჯერადი. მაგალითად 2000 წელი ნაკიანია იულიუსის და გრიგორიუსი კალენდრით, მაშინ როდესაც 2100 წელი ნაკიანი იულიუსის, მაგრამ არა გრიგორიუსის კალენდრით (შესაბამისად, ამ ორ კალენდარს შორის განსხვავება მოიმატებს 1 დღით და გახდება 14 დღე. ეს კი უპირველეს ყოვლისა გამოვლინდება იმაში, რომ ძველი კალენდრით შობის დღესასწაული წაინაცვლებს ახალი სტილით 7 იანვრიდან 8 იანვარზე, რადგან ძველი სტილით 25 დეკემბერი ახალი სტილით 8 იანვარი იქნება). ნაკიანი წლების ასეთი სისტემის შემოღებით მიღწეული იყო უფრო ზუსტი მიახლოება რეალურ ტროპიკულ წელთან შედარებით, ვიდრე იულიუსის კალენდარი იძლეოდა: გრიგორიუსის რეფორმის შედეგად კალენდრის ცდომილებას წარმოადგენდა 1 დღე 3333 წლის განმავლობაში, მაშინ როდესაც იულიუსის კალენდრის ცდომილება იყო 1 დღე 128 წელში.
 
ანალოგიურად შესწორდა სავსემთვარის წანაცვლებაც ასტრონომიულ სავსემთვარესთან მიმართებაში. ავტორებისათვის კარგად იყო ცნობილი, რომ მეტონის ციკლით გამოთვლილი მთვარის ფაზები ასტრონომიულთან შედარებით ყოველ 305 წელიწადში 1 დღის დაგვიანებით წაინაცვლებდა. ამიტომ შემოღებული იყო “მთვარის ნაკიანი” წლები, რომლის მიხედვით 2500 წლის განმავლობაში მთვარის კალენდრის კორექცია 8-ჯერ უნდა ჩატარდეს: 7-ჯერ ყოველ 300 წელს და მე-8-ჯერ დარჩენილ 400 წელს, თანაც კორექციას ადგილი აქვს საუკუნოვან წლებში (1800, 2100, 2400, …). ასეთი სქემით ერთი დღის შესწორება ხდება საშუალოდ ყოველ 312.5 წელიწადში, რაც კარგად აბათილებს მეტონის ციკლის ცდომილებას. არ შეცვლილა აღდგომის თარიღის ზღვრებიც: 22 მარტი — 25 აპრილი, ოღონდ ის აითვლებოდა უკვე გრიგორიუსის და არა იულიუსის კალენდრით.
 
დასაწყისში გრიგორიანულმა კალენდარმა და პასქალიამ პროტესტანტულ სამყაროში გამოიწვია მკვეთრი უსიამოვნება, თუმცა მოგვიანებით ნელ-ნელა გავრცელდა დასავლეთში. მართლმადიდებლებმაც მკვეთრად დაგმეს ეს სიახლე, და 1583 წ.წლის კრებაზე ანათემას გადასცეს ყველა ვინც მისდევდა გრიგორიანულ კალენდარს და პასქალიას. თუ ჩვენ თვალს გადავავლებთ რეფორმამდელ და რეფორმის მერე გამოხმაურებებს, მაშინ დავინახავთ რომ მოთხოვნები ცვლილების შესატანად უფრო რადიკალური იყო და პასქალისათან დაკავშირებით ისინი შეიძლება დაიყვანოს ორ პუნქტამდე: 1. აღდგომა იზეიმებოდეს მარტის ბოლო კვირას ანდა აპრილის პირველ კვირადღეს, 2. აღდგომა აღინიშნებოდეს პირველ კვირადღეს 21 მარტის შემდგომ პირველი სავსემთვარეობის მერე, თანაც ყველა შემადგენელი პარამეტრი ასტრონომიულად უნდა განისაზღვროს.
 
===მართლმადიდებელი სამყარო და კალენდრული – პასქალური რეფორმის მცდელობა===
Line 56 ⟶ 95:
===ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს 1997 წლის შემოთავაზება===
[[1997]] წელს მართლმადიდებელმა, კათოლიკე და პროტესტანტმა დელეგატებმა, რომლებიც სირიის ქალაქ ალეპოში შეხვდნენ ერთმანეთს თათბირზე, მიიღეს სარეკომენდაციო დადგენილება, რომ ყველა წევრ ეკლესიას გამოემუშავებინა საერთო მეთოდი აღდგომის თარიღის დასადგენად და რომელიც უნდა დაყრდნობოდა ნიკეის სამ ძირეულ პრინციპს და ასტრონომიულ დაკვირვებას იერუსალიმის განედზე და არა რაიმე გამოთვლებს. ფაქტიურად ეს 1923 წელს გამართული კრების დადგენილების ანალოგიაა. არც ეს დადგენილება ჯერ არ იქნა განხორციელებული პრაქტიკაში.
 
და ბოლოს, დღეისთვის მართლმადიდებელ სამყაროში ასეთი მდგომარეობაა: მართლმადიდებელი ეკლესიები (კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს იურისდიქციაში მყოფი ფინეთის ავტონომიური მართლმადიდებელი ეკლესიის და ევროპაში მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციის ქვეშ მყოფი სულ მცირე ერთი სამრევლოს გამოკლებით) აღდგომას ზეიმობს ალექსანდრიული პასქალიის მიხედვით იულიუსის კალენდარზე დაყრდნობით, ხოლო უძრავ დღესასწაულებს – მართლმადიდებლური სამყაროს ნაწილი (კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, ელადის, კვიპროსის, რუმინეთის, ბულგარეთის, ალბანეთის, ჩეხეთ-სლოვაკეთის და ამერიკის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიები) შესწორებული იულიუსის კალენდრით, მაშინ როდესაც მეორე ნაწილი (საქართველოს, რუსეთის, სერბეთის, იერუსალემის, პოლონეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიები) იულიუსის კალენდრით. ათონის მთის მონასტრები მისდევენ იულიუსის კალენდარს, თუმცა ემორჩილებიან კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს, რომელიც იყენებს შესწორებულ იულიუსის კალენდარს.
 
 
 
 
 
 
 
 
==ისტორია==
ანატოლი ლაოდიკიელი იყო პირველი საეკლესიო მწერალი, რომელმაც ქრისტიანული პასქალიას საფუძველი დაუდო 19-წლიანი მთვარე-მზისიერი კალენდარული ციკლი.
 
ქრისტიანულმა ეკლესიამ [[III საუკუნე|III საუკუნის]] დასაწყისიდან საბოლოოდ გაწყვიტა კავშირი იუდაიზმთან, რამაც მოთხოვნილება გააჩინა პასექის დამოუკიდებლად გაანგარიშების მიმართ. ქრისტიანული ეკლესიაში პასქალიის პირველი მცდელობები აგებული იყო ბერძენთა შორის ყველაზე უფრო გავრცელებულ 8-წლიანი მთვარე-მზისიერ კალენდარულ ციკლზე.
 
მალე 8-წლიანმა ციკლმა აჩვენა თავისი ნაკლოვანებები და მისი პასქალიაში გამოუყენებლობადობა. ქრისტან პასქალისტებს იმ დროს ხელთ ჰქონდათ იულიუსის მზისიერი კალენდარი (365,25 დღე-ღამე). მაგრამ 8 წელიწადში იულიუსის კალენდრით 2922 დღე-ღამე გამოდიოდა, მაშინ როცა 99 სინოდური თვე უდრიდა 2923,53 დღე-ღამეს, ასე, რომ 16 წლის შემდეგ იულიუსის კალენდარი მთვარისას ასწრებდა 3 დღით, ხოლო 77 წლის შემდეგ პირიქით სავსამვარეობა ახალმთვარეში ირეოდა. არაა გასაკვირი, რომ ჯერ კიდევ III საუკუნეში დასავლეთში 8-წლიანი ციკლის მაგივრად ფეხი მოიკიდა 19-წლიანის საფუძველზე შემდგარმა 84 წლიანმა ციკლმა.
 
ქრისტიანული დამოუკიდებელი პასქალიის შექმნა ნიშნავდა პრინციპიალურ უარს მხედველობაში მიღებულიყო ებრაული თარიღი – ნისანის 14, რომელიც ქრისტიანი პასქალისტების აზრით არასწორად იყო გამოთვლილი. ქრისტიანობის ორმა ძირითადმა კათედრამ – რომმა და ალექსანდრიამ ერთმანთისაგან დამოუკიდებლად დაიწყო თავისი პასქალური ცხრილების შედგენა. პრობლემას წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ მზისიერი და მთვარისმიერი წელიწადები არ არიან ერთმანეთის ჯერადები. მათი ურთიერთ თანხმობაში მოსაყვანად, ჯერ კიდევ ძველ დროში მთვარე-მზისიერი კალენდრებისათვის დაიწყეს 8- და 19-წლიანი ციკლების გამოყენება.
ყველაზე ადრინდელი 8-წლიანი ციკლის მიხედვით დღეების რაოდენობა მზის 8 წელიწადში დაახლოებით უტოლდებოდა მთვარის 99 თვეს. აღნიშნული ციკლი ყოველ 8 წელიწადში იძლეოდა დაახლოებით 1.53 დღიან ცთომილებას, რაც საკმაოდ საგრძნობი იყო. მთვარე-მზისიერი კალენდრის 19-წლიანი ციკლი, რომელიც ძველ სებერძნეთში დამკვიდრდა ძვ. წ. 432 წლიდან ასტრონომის მეტონის მიერ. ის, განსაკუთრებით კი მისი კალიპის და იპარხის მიერ გაუმჯობესებული 76 და 304, შესაბამისად, წლიანი ფორმები, უფრო ზუსტია.
საინტერესოა, რომ რომიც და ალექსანდრიაც დასაწყისში იყენებდნენ მარტივ 8-წლიან ციკლს. ალექსანდრიაში წმინდა დიონისე ალექსანდრიელმა (247-264) ამ ციკლზე დააფუძნა თავისი პასქალია. ამავე ციკლს დასავლეთში იყენებდნენ წმ. იპოლიტე რომაელი (ეს იყო 112 წლიანი ცხრილი – ერთ-ერთი ადრინდელი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია) და 84 წლის რომაული პასქალიის შემქმნელები, რომელიც ხმარებაში რამდენიმე საუკუნე იყო. ალექსანდრიელები მალე მიხვდნენ, რომ 8 წლიანი ციკლი დიდი ცდომილების მატარებელი იყო და ამის გამო გადავიდვნენ 19-წლიან ციკლზე, რომაელები კი იცავდნენ თავიანთ პრაქტიკას. თავდაპირველად ალექსანდრიული პასქალია ეფუძნებოდა 95-წლიან ციკლს, რაც იყო 19-წლიანი ციკლის 5-ჯერადი განმეორება. ხოლო რაც შეეხება 532 წლიან ფორმას, ის პირველად ნახსენები იყო ბერი ანიანის მიერ V საუკუნეში.
 
===I მსოფლიო კრება და პასქალური საკითხი===
აღსანიშნავია, რომ ანტიოქიის საპატრიარქოში ქრისტიანების ნაწილი მაინც მისდევდა ტრადიციას, რომლის მიხედვითაც აღდგომა იზეიმებოდა კვირადღეს, რომელიც მოსდევდა ებრაელების ნისანის მე-14 დღეს. ანუ ეს ის პრაქტიკაა, რომლის არ დაცვის გამოც ეპისკოპოსმა ვიქტორმა განკვეთა მცირეაზიელები. შეცვლილ პირობებში, როდესაც დანარჩენ ეკლესიაში უკვე არსებობდა ებრაული თარიღისაგან დამოუკიდებელი პასქალური ცხრილები, ანტიოქელები თავის დღესასწაულს აღნიშნავდნენ გაზაფხულის ბუნიობამდე, თანაც დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან შედარებით განსხვავება ამ თარიღებში შეიძლება ყოფილიყო 5 კვირამდე. ასეთი ადრეული თარიღის გამო მეცნიერებაში მათ დაიმკვიდრეს „პროტოპასქიტების“ სახელი. და სწორედ რომ ებრაელთა ტრადიციის ასეთი მიყოლის წინააღმდეგ იყო მიმართული I მსოფლიო კრება. ამ კრების მამებმა პასქალიის შესახებ არანაირი კანონი არ დაგვიტოვეს, მაგრამ როგორც იმპერატორ კონსტანტინეს იმ ეპისკოპოსებისადმი, რომლებიც კრებას ვერ ესწრებოდნენ, დაწერილ ეპისტოლედან ჩანს, მიღებული იყო გადაწყვეტილება რათა ყველას ერთ დღეს ეზეიმა აღდგომის დღესასწაული. ხოლო რაც შეეხება ანტიოქელებს, მათ უარი თქვეს დამოკიდებული ყოფილიყვნენ ებრაელთა ნისანის 14-ზე.
სწორედ რომ ამ კონტექსტში უნდა იქნას გაგებული მოციქულთა მე-7 კანონი, რომელიც კრძალავს აღდგომის აღნიშვნას „გაზაფხულის ბუნიობამდე ებრაელებთან ერთად“, და აგრეთვე ანტიოქიის კრების I დადგენილება. ეს კანონები მიმართულია ქრისტიანთა ებრაული პასექის თარიღზე დამოკიდებულების წინააღმდეგ და არა აღდგომის აღნიშვნისა იმ დღეს, როდესაც ებრაელებიც ზეიმობენ. მართლაც, თუ ზემოთხსენებული კანონები კრძალავდნენ აღდგომის აღნიშვნას იმავე დღეს როდესაც ებრაული პასექია, მაშინ შეუძლებელია იმ ფაქტის ახსნა, რომ III – IV საუკუნეებში, ალექსანდრიული პასქალიის მიხედვით, ქრისტიანული აღდგომის დღესასწაული ხშირად ემთხვეოდა ებრაელთა პასექის დღესასწაულს, კერძოდ კი ეს მოხდა 289, 296, 316, 319, 323, 343, 347, 367, 370, 374 და 394 წლებში. V საუკუნეში ასეთი დამთხვევა იყო 9-ჯერ და ბოლოჯერ ეს მოხდა 783 წელს, რომლის მერეც ასეთი დამთხვევები შეუძლებელი გახდა იულიუსის კალენდრის უზუსტობის გამო. ისევე როგორ ალექსანდრიის ასევე რომაული პასქალიის თავში იყო დამოუკიდებლობა ებრაელთა ნისანის 14 თარიღისაგან, ამიტომაც ცხრილების შემქმნელები განზრახ არ აქცევდნენ ყურადღებას თარიღების შესაძლო დამთხვევის შემთხვევვებს. ჩვენამდე მოღწეულ პასქალური ცხრილების მრავალფეროვნებაში არ მოინახება არც ერთი, სადაც იმ შემთხვევაში თუ აღდგომა ემთხვეოდა ებრაულ პასექს, ქრისტიანებს გადაეტანათ აღდგომის ზეიმი შემდეგ კვირა დღეზე. ისინი უბრალოდ არც კი აქცევდნენ ყურადღებას ასეთ დამთხვევებს, ვინაიდან მიიჩნევდნენ ებრაელთა თარიღებს პრინციპიალურად მცდარს. ასეთი განმარტებაზე ნათლად მეტყველებს წმ. ეპიფანე კვიპრელი: „აღდგომა არ უნდა აღინიშნოს ბუნიობამდე, რასაც ებრაელები არ იცავენ… ჩვენ ვზეიმობთ აღდგომას ბუნიობის მერე, თუნდაც იმათაც ეზეიმოთ ამ დროს, ვინაიდან ისინიც ჩვენთან ერთად ხშირად აღნიშნავენ მას. და როდესაც ისინი ზეიმობენ პასექს ბუნიობამდე, მაშინ ისინი ზეიმობენ მარტონი“.
 
===განსხვავება აღდგომის დღესასწაულებში პირველი მსოფლიო კრების მერე===
ფართოდ არის გავრცელებული აზრი, რომ ნიკეის კრებამ მთლიანად გადაწყვიტა პასქალური საკითხი და ხმარებაში შემოიტანა ალექსანდრიული პასქალია და უფრო მეტიც, შექმნა ეს პასქალია. ალექსანდრიული პასქალია აღმოსავლეთ ეკლესიაში ხმარებაში იყო 325 წლამდეც და, შესაბამისად, ნიკეეის კრების მამები ვერ განიხილებიან როგორც 19 წლიანი ციკლის შემქმნელები. ამ კრების საქმიანობა მიმართული იყო ანტიოქიის პასქალური პრაქტიკის წინააღმდეგ, ამიტომ რომმა და ალექსანდრიამ დროებით დაივიწყეს ის განსხვავებები, რომლებიც მათ პასქალურ ცხრილებს შორის იყო. მართალია, ორივე პასქალიას საფუძვლად ედო პრინციპი, რომლის მიხედვით აღდგომა უნდა აღინიშნებოდეს გაზაფხულის ბუნიობის მერე პირველი სავსემთვარეობის შემდეგ პირველ კვირა დღეს, განსხვავება მდგომარეობდა გაზაფხულის ბუნიობის დღეში (18 და 21 მარტი რომში და ალექსანდრიაში, შესაბამისად), ციკლში, რომელზეც ეფუძნებოდა პასქალია (8- და 19-წლიანი ციკლი) და პასქალური ზღვრები, ანუ ის ფარგლები, რომელშიც აღდგომის თარიღები იყო მოთავსებული. შესაბამისად, აღდგომის აღნიშვნა დასავლეთში შესაძლებელი იყო 20 მარტიდან 21 აპრილამდე, ხოლო აღმოსავლეთში – 35 დღის განმავლობაში დაწყებული 22 მარტიდან დამთავრებული 25 აპრილით. ერთი შეხედვით ეს განსხვავება არაა მნიშვნელოვანი, მაგრამ პრაქტიკში ეს საკმაოდ საგრძნობი იყო. ასე მაგალითად, I მსოფლიო კრებიდან უკვე ერთი წლის შემდეგ ალექსანდრია და რომი აღდგომას აღნიშნავდნენ სხვადასხვა დღეებში, კერძოდ კი 3 და 10 აპრილს, შესაბამისად. არავის არ უნდოდა უარი ეთქვა თავის ცხრილებზე, ამიტომაც ერთიანობას ამ საკითხში აღწევდნენ ურთიერთ დათმობებით.
ამ მხრივ დიდი როლი ითამაშა წმინდა ათანასე ალექსანდრიელმა. რომაელებთან ერთად მან სარდიის კრებაზე 342 წელს გამოიმუშავა „კომპრომისული“ პასქალია 50 წლისათვის. მასში თითოეული წლის აღდგომის დღესასწაულის თარიღი ცალკე განიხილებოდა და წარმოადგენდა ორივე მხარეს შორის ურთიერთ შეთანხმების შედეგს. ასეთი გადაწყვეტილების პრინციპული მნიშვნელობა კი იმაში მდგომარეობდა, რომ ეკლესია საყოველთაოდ აღიარებდა პასქალური ორი ციკლის პარალელურ არსებობის შესაძლებლობას საკამათო თარიღების შეთანხმების გზით, თუნდაც ეს ყოფილიყო დროის მოკლე შუალდისათვის. ამგვარად ეკლესიის ერთიანობა უფრო მთავარი იყო ვიდრე რომელიმე კათედრის პასქალურ წესზე მიმხრობა. პასქალია განიხილებოდა როგორც რომის ასევე ალექსანდრიის მწყემსმთავრის მიერ არა როგორც დოგმატური სინამდვილე, არამედ როგორც დღესასწაულის თარიღის დადგენის ტექნიკური საშუალება, რომელიც შეიძლება არც კი დაცულიყო თუკი ამას ეკლესიის საჭიროება მოითხოვდა. არც ერთი კათედრა არ იყო შეზღუდული რაიმე კანონიკური ნორმებით თავისი ეკლესიის პასქალური ცხრილების მიმართ და მზად იყო ემსხვერპლა თარიღით ეკლესიის უფრო მაღალი მიზნებისათვის. ამ 50 წლის განმავლობაში რომს და ალექსანდრიას 12-ჯერ უნდა ეზეიმათ აღდგომა განსხვავებულ დღეებში, მაგრამ მიღწეული კომპრომისის შედეგად ყველა ამ დღეებისათვის მონახული იქნა საერთო თარიღები. საინტერესოა, რომ ალექსანდრიამ თავის პასქალიაზე უარი თქვა და რომაული თარიღები მიიღო 346 და 349 წლებში.
თუმცა, სარდიის პასქალიის დასრულების შემდეგ ალექსანდრიელები აღარ აქცევდნენ ყურადღებას თუ როდის აღინიშნებოდა აღდგომა დასავლეთში და უბრალოდ მიყვებოდნენ თავიანთ ცხრილებს. ამას მოყვა ის, რომ რომმა თანდათანობით დაიწყო აღმოსავლური თარიღების უფრო ხშირი გადმოღება, რაც გარდაუვლად იწვევდა 84 წლიანი ციკლის დანგრევას. ნათელი იყო, რომ დასავლეთი და აღმოსავლეთი უსასრულოდ გააგრძელებდნენ აღდგომის აღნიშვნას განსხვავებულ დღეებში თუ ერთი მხარე არ გადმოიღებდა მეორის პრაქტიკას. ამ ვითარებაში რომაელმა აბატმა დიონისე მცირემ გადამწყვეტი როლი შეასრულა, რომელმაც ისე შემოსთავაზა დასავლეთს ალექსანდრიული პასქალია, რომ ის მიღებულიყო. ამის, შედეგად საბოლოოდ დამკვიდრდა აღდგომის დღესასწაულის ერთიანი აღნიშვნის პრაქტიკა რომსა და ალექსანდრიაში. თუმცა, რომაული 84-წლიანი ციკლი იმპერიის სხვადასხვა ნაწილში არსებობას განაგრძნობდა და კარლ დიდის (742-814) მმართველობის დროსაც იყო ხმარებაში.
I-ლი მსოფლიო კრების მერე პარალელურად ორი პასქალიის არსებობა თითქმის 500 წლის განმავლობაში მოწმობს იმაზე, რომ ამ კრებამ არ შემოიღო ალექსანდრიული პასქალია, როგორც საყოველთაოდ აუცილებელი. აღსანიშნავია, რომ თვით ალექსანდრიელები რომაელებთან კამათის დროს ეფუძნებოდნენ რა კრების ავტორიტეტს არასდროს არ ამტკიცებდნენ თავისი პასქალური ცხრილების ჭეშმარიტებას. პარალელურად ორი ციკლის არსებობა ხსენებული პერიოდის განმავლობაში წინააღმდეგობაში მოვიდოდა ნიკეის კრების დადგენილებასთან, ასეთი რომ არსებულიყო. ის ფაქტი, რომ საბოლლოდ რომის პერაქტიკა შეცვლილი იყო ალექსანდრიის პრაქტიკით, აიხსნება არა I-ლი მსოფლიო კრების დადგენილებით, არამედ რომაული პასქალიის უზუსტობით. კრების მერე რამოდენიმე საუკუნემ განვლო, სანამ ალექსანდრიელებმა მრავალი მტკიცებულებით და ეკლესიურ-პოლიტიკური საშუალებით შესძლეს დასავლეთის დარწმუნება ალექსანდრიული პასქალური სისტემის მიღების აუცილებლობაში.
ამგვარად, აღდგომის თარიღთან დაკავშირებით ქრისტიანების ებრაელთაგან გამოყოფის პროცესი მიმდინარეობდა ნელ-ნელა და რამდენიმე საფეხურით. მეათთოთხმეტელთა აღდგომა, აღდგომა იუდეველებთან ერთად, ქრისტიანული დამოუკიდებელი პასქალია არის სამი მნიშვნელოვანი საფეხური ამ პროცესისა. არც ერთი წინა პრაქტიკა არ უთმობდა ადგილს მომდევნო პრაქტიკას მშვიდობიანად, პასქალური განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლის პროცესს თან სდევდა კამათი, დაპირისპირება და განხეთქილებაც კი. ამ პროცესში განსაკუთრებით საინტერესო ფაქტი არის ის, რომ „უძველესის“ კრიტერიუმი არასდროს არ იყო გადამწყვეტი – ხშირად უფრო ძველი პრაქტიკა ინათლებოდა როგორც სქიზმატური და ერეტიკული, უთმობდა რა ადგილს ახალს. დამახასიათებელია აგრეთვე ისიც, რომ ამ კამათების დროს წარმოჩენილი არგუმენტები არ იყო ღვთისმეტყველური, არამედ ეკლესიოლოგიური: იმარჯვებდა ის ტრადიცია, რომელსაც უმრავლესობა ღებულობდა, უმეტესად იმიტომ, რომ ის წარმოიშვებოდა ლიტურგიკის მსხვილ ცენტრებში, როგორიც იყო რომი და ალექსანდრია.
 
===პასქალიის გრიგორისეული რეფორმა===
ერთიანობა აღდგომის თარიღთან დაკავშირებით, რომელიც მიღწეული იყო აქ განხილული ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, დარღვეული იყო 1582 წელს რომის პაპის გრიგორ XIII-ის რეფორმით. ამ რეფორმაზე საუბრისას, აუცილებელია გვახსოვდეს, რომ უპირველეს ყოვლისა ეს იყო პასქალიის რეფორმა, ხოლო კალენდრის შეცვლა – ეს უკვე იყო შედეგი, თუმცა დღევანდელობაში სწორედ კალენდრული საკითხია ყველაზე მეტად საგრძნობი. პაპის კომისიამ გადაწყვიტა აღედგინა ის ასტრონომიული რეალობა, რომელიც საფუძვლად ედო ალექსანდრიის პასქალიას – 21 მარტი როგორც გაზაფხულის ბუნიობის დღე და პასქალური საზღვრები 22 მარტი – 25 აპრილი. თუმცა ამის მისაღწევად მოახდინეს ცვლილებები, რომლებმაც მოშალეს ალექსანდრიული 532 წლიანი პასქალიის სტრუქტურა: ეპაქტების დამატებითი სისტემა, კალენდრული ციკლის გაზრდა 400 წლამდე და ა. შ. ამის შედეგად დასავლური პასქალიის პერიოდი იმდენად დიდი გახდა (დაახლ. 5700000 წელი), რომ ის უკვე არა ციკლური არამედ უფრო წრფივი გახდა.
დასაწყისში გრიგორიანულმა კალენდარმა და პასქალიამ პროტესტანტულ სამყაროში გამოიწვია მკვეთრი უსიამოვნება, თუმცა მოგვიანებით ნელ-ნელა გავრცელდა დასავლეთში. მართლმადიდებლებმაც მკვეთრად დაგმეს ეს სიახლე, და 1583 წ. კრებაზე ანათემას გადასცეს ყველა ვინც მისდევდა გრიგორიანულ კალენდარს და პასქალიას. თუ ჩვენ თვალს გადავავლებთ რეფორმამდელ და რეფორმის მერე გამოხმაურებებს, მაშინ დავინახავთ რომ მოთხოვნები ცვლილების შესატანად უფრო რადიკალური იყო და პასქალისათან დაკავშირებით ისინი შეიძლება დაიყვანოს ორ პუნქტამდე: 1. აღდგომა იზეიმებოდეს მარტის ბოლო კვირას ანდა აპრილის პირველ კვირადღეს, 2. აღდგომა აღინიშნებოდეს პირველ კვირადღეს 21 მარტის შემდგომ პირველი სავსემთვარეობის მერე, თანაც ყველა შემადგენელი პარამეტრი ასტრონომიულად უნდა განისაზღვროს.
 
===1923 წლის შესწორებული იულიუსის რეფორმა===
რაც შეეხება ზემოთ ხსენებულ ბოლო პუნქტს, რაც არ უნდა უცნაურად მოგვეჩვენოს, ის კვლავ გაჟღერდა [[1923]] წელს კონსტანტინეპოლში მართლმადიდებელ ეკლესიათა თათბირზე. შესწორებული იულიუსის კალენდრის შემოღებასთან ერთად, გადაწყვეტილი იყო აღდგომის აღნიშვნა ფორმულით „პირველი კვირადღე ბუნიობის შემდგომ პირველი სავსემთვარეობის მერე“, სადაც ყველა კომპონენტი უნდა განისაზღვროს არა ალექსანდრიული პასქალიი მიხედვით, არამედ ასტრონომიულად იერუსალიმის განედზე. თუმცა, ეს გადაწყვეტილება დღემდე არაა განხორციელებული, ამიტომ შესწორებული იულიუსის რეფორმა დარჩა ნახევრად შესრულებული: ავტოკეფალურ ეკლესიათა უმრავლესობა აღდგომას ზეიმობს ალექსანდრიული პასქალიის მიხედვით, რომელიც იულიუსის კალენდარს ემყარება, ხოლო უძრავ დღესასწაულებს – შესწორებული იულიუსის კალენდრით (გამონაკლისს წარმოადგენს ფინეთის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც აღდგომას ზეიმობს გრიგორიუსის პასქალიის მიხედვით). ასეთ პრაქტიკას საფუძვლად უდევს [[1948]] წ. მოსკოვში გამართულ მართლმადიდებელ ეკლესიათა თათბირზე მიღებული დადგენილება, რომლის მიხედვით ყველა მართლმადიდებელი აღდგომის დღესასწაულს უნდა აღნიშნავდეს ალექსანდრიული პასქალიის მიხედვით და იულიუსის კალენდრით, ხოლო უძრავი დღესასწაულების აღნიშვნისათვის თითოეულ ავტოკეფალურ ეკლესიას შეუძლია ისარგებლოს ამ ეკლესიაში არსებული კალენდრით. სამღვდელოება და მრევლი ვალდებულნი არიან მიყვნენ იმ ადგილობრივი ეკლესიის კალენდრულ სტილს, რომლის ტერიტორიაზეც ისინი ცხოვრობენ. ასეთი დუალიზმის შედეგად გარდაუვალია გარკვეული ტიპიკონური შეუსაბამოებები: ასე მაგალითად საკმაოდ გვიანდელი აღდგომის შემთხვევაში პეტრე-პავლეს მარხვა მთლიანად ქრება, გარდა ამისა სირთულეები ჩნდება მარკოზის თავებთან დაკავშირებით.
 
===ისტორია და თანამედროვეობა===
და ბოლოს, დღეისთვის მართლმადიდებელ სამყაროში ასეთი მდგომარეობაა: მართლმადიდებელი ეკლესიები (კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს იურისდიქციაში მყოფი ფინეთის ავტონომიური მართლმადიდებელი ეკლესიის და ევროპაში მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციის ქვეშ მყოფი სულ მცირე ერთი სამრევლოს გამოკლებით) აღდგომას ზეიმობს ალექსანდრიული პასქალიის მიხედვით იულიუსის კალენდარზე დაყრდნობით, ხოლო უძრავ დღესასწაულებს – მართლმადიდებლური სამყაროს ნაწილი (კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, ელადის, კვიპროსის, რუმინეთის, ბულგარეთის, ალბანეთის, ჩეხეთ-სლოვაკეთის და ამერიკის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიები) შესწორებული იულიუსის კალენდრით, მაშინ როდესაც მეორე ნაწილი (საქართველოს, რუსეთის, სერბეთის, იერუსალემის, პოლონეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიები) იულიუსის კალენდრით. ათონის მთის მონასტრები მისდევენ იულიუსის კალენდარს, თუმცა ემორჩილებიან კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს, რომელიც იყენებს შესწორებულ იულიუსის კალენდარს.
 
 
 
„სრულყოფილი“ კალენდარი და პასქალია არ არსებობს. ყველა პასქალური ცხრილი წარმოადგენს მცდელობას შექმნას განსაკუთრებული მათემატიკური სქემა, რომელიც საკმაოდ ზუსტად აღწერდა მთვარის მოძრაობას მისი ცაზე რეალური მდებარეობის მიმართ, რომელიც შეძლებისდაგვარად იქნებოდა მარტივი და, რაც მთავარია, იქნებოდა ციკლური, ე.ი. ერთხელ და სამუდამოდ გამოთვლილი დროის განსაზღვრული მონაკვეთისათვის თავს აგვაცილებდა ახალი გამოთვლების ჩატარებას. ასეთი ცხრილების მიხედვით აღდგომა იზეიმება დამოუკიდებლად იმისა შეესაბამება თუ არა ეს თარიღი მნათობების რეალურ განლაგებას ცაზე.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პასქალია“-დან