პასქალია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 47:
მართლმადიდებელ რუსეთშიც დროდადრო დგებოდა კალენდრული რეფორმის საკითხი. 1830 წელს ამ წინადადებით გამოვიდა რუსეთის მეცნიერების აკადემია, თუმცა ერთ-ერთმა თავადმა (კ.ა. ლივენი) იმპერატორ ნიკოლოზ I სურათი ისე წარუდგინა, რომ ეს საკითხი არ იყო დროული და ამას ხალხთა მღელვარების გამოწვევა შეეძლო. ამის გამო საკითხი აღარ განხილულა. 1846 წელს კალენდრულ თემას დაეთმო ი. გ. მედლერის სტატია – “კალენდრის რეფორმის შესახებ”, სადაც ის გამოდიოდა წინადადებით, რომ ყოველ 128 წელს კალენდრიდან 1 დღე გამოეკლოთ და ამით მოეხდინათ იულიუსის კალენდრის შესწორება. მაგრამ არც ამ წამოწყებას არ ჰქონია წინსვლა.
 
===1923 წლის შესწორებული იულიუსის რეფორმა===
1923 წელს კონსტანტინეპოლში მართლმადიდებელ ეკლესიათა თათბირზე გადაწყვეტილი იყო აღდგომა აღენიშნათ ფორმულით ”პირველი კვირადღე ბუნიობის შემდგომ პირველი სავსემთვარეობის შემდეგ”, ოღონდ ამ ფორმულის ყველა კომპონენტი უნდა განსაზღვრულიყო არა ალექსანდრიული პასქალიის მიხედვით, არამედ ასტრონომიულად იერუსალიმის განედზე. ეს საკითხი არასდროს არ იყო განხორციელებული მართლმადიდებელ ეკლესიებში. გარდა ამ საკითხისა, კრებაზე განხილული და შემოღებული იყო შესწორებული იულიუსის კალენდარი, რომლის ავტორი იყო სერბი მათემატიკოსი, ასტრონომი, გეოფიზიკოსი, კლიმატოლოგი, ინჟინერი, ტექნოლოგიის დოქტორი, პროფესორი და მწერალი მილუტინ მილანკოვიჩი. შესწორებული იულიუსის კალენდარი უფრო ზუსტია ვიდრე გრიგორიუსის კალენდარი. ის წარმოადგენს ჩვეულებრივ იულიუსის კალენდარს, რომელშიც დამატებულია გრიგორიუსისგან განსხვავებული ნაკიანი წლების სქემა. შედეგად, კალენდრის სიზუსტე ტროპიკულ წელთან მიმართებაში უფრო გაუმჯობესებულია: მისი ცდომილებაა 1 დღე დაახლოებით 40000 წლის განმავლობაში.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პასქალია“-დან