პასქალია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 24:
 
 
ქრისტიანული დამოუკიდებელი პასქალიის შექმნა ნიშნავდა პრინციპიალურ უარს მხედველობაში მიღებულიყო ებრაული თარიღი – ნისანის 14, რომელიც ქრისტიანი პასქალისტების აზრით არასწორად იყო გამოთვლილი. ქრისტიანობის ორმა ძირითადმა კათედრამ – რომმა და ალექსანდრიამ ერთმანთისაგან დამოუკიდებლად დაიწყესდაიწყო თავისი პასქალური ცხრილების შედგენა. მათ საფუძველში იყო იმ ეპოქის ასტრონომიული მონაცემები. ყველაფერი რაც ადრე ითქვა კალენდრის სიზუსტესა და მარტივობის მხრივ სამართლიანია პასქალიის შემთხვევაშიც. მაგრამ პრობლემას წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ მზისმზისიერი და მთვარისმთვარისმიერი წელიწადები არ არიან ერთმანეთის ჯერადები. მათი ურთიერთ თანხმობაში მოსაყვანად, ჯერ უკვეკიდევ ძველ სამყაროშიდროში იყენებდნენმთვარე-მზისიერი 2კალენდრებისათვის ციკლს –დაიწყეს 8-წლიანს და 19-წლიანსწლიანი ციკლების გამოყენება.
8ყველაზე ადრინდელი 8-წლიანი ციკლი,ციკლის რომელიცმიხედვით უფროდღეების ძველია, ეყრდნობა დაკვირვებას, რომლის მიხედვითაცრაოდენობა მზის 8 წელიწადიწელიწადში დღეებისდაახლოებით რაოდენობის მიხედვით თითქმის უტოლდებაუტოლდებოდა მთვარის 99 თვეს. მისიაღნიშნული წანაცვლებაციკლი მთვარისყოველ ფაზების8 მიხედვითწელიწადში არისიძლეოდა დაახლოებით 1.53 დღედღიან 8 წლის განმავლობაშიცთომილებას, რაც საკმაოდ საგრძნობიასაგრძნობი იყო. 19მთვარე-მზისიერი წლიანიკალენდრის მზე19-მთვარისწლიანი ციკლი, კირომელიც შედგენილიძველ იყოსებერძნეთში 432დამკვიდრდა ძვ. წ. ქრისტეშობამდე მაშინდელი432 ცნობილიწლიდან ასტრონომის მეტონის მიერ. ის, განსაკუთრებით კი მისი კალიპის და იპარხის მიერ გაუმჯობესებული 76 და 304, შესაბამისად, წლიანი ფორმები, უფრო ზუსტია.
საინტერესოა, რომ რომიც და ალექსანდრიაც დასაწყისში იყენებდნენ მარტივ 8-წლიან ციკლს. ალექსანდრიაში წმინდა დიონისე ალექსანდრიელმა (247-264) ამ ციკლზე დააფუძნა თავისი პასქალია. ამავე ციკლს დასავლეთში იყენებდნენ წმ. იპოლიტე რომაელი (ეს იყო 112 წლიანი ცხრილი – ერთ-ერთი ადრინდელი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია) და 84 წლის რომაული პასქალიის შემქმნელები, რომელიც ხმარებაში რამდენიმე საუკუნე იყო. ალექსანდრიელები მალე მიხვდნენ, რომ 8 წლიანი ციკლი დიდი ცდომილების მატარებელი იყო და ამის გამო გადავიდვნენ 19-წლიან ციკლზე, რომაელები კი იცავდნენ თავიანთ პრაქტიკას. თავდაპირველად ალექსანდრიული პასქალია ეფუძნებოდა 95-წლიან ციკლს, რაც იყო 19-წლიანი ციკლის 5-ჯერადი განმეორება. ხოლო რაც შეეხება 532 წლიან ფორმას, ის პირველად ნახსენები იყო ბერი ანიანის მიერ V საუკუნეში.
ხაზი 55:
===1923 წლის შესწორებული იულიუსის რეფორმა===
რაც შეეხება ზემოთ ხსენებულ ბოლო პუნქტს, რაც არ უნდა უცნაურად მოგვეჩვენოს, ის კვლავ გაჟღერდა 1923 წელს კონსტანტინეპოლში მართლმადიდებელ ეკლესიათა თათბირზე. შესწორებული იულიუსის კალენდრის შემოღებასთან ერთად, გადაწყვეტილი იყო აღდგომის აღნიშვნა ფორმულით ”პირველი კვირადღე ბუნიობის შემდგომ პირველი სავსემთვარეობის მერე”, სადაც ყველა კომპონენტი უნდა განისაზღვროს არა ალექსანდრიული პასქალიი მიხედვით, არამედ ასტრონომიულად იერუსალიმის განედზე. თუმცა, ეს გადაწყვეტილება დღემდე არაა განხორციელებული, ამიტომ შესწორებული იულიუსის რეფორმა დარჩა ნახევრად შესრულებული: ავტოკეფალურ ეკლესიათა უმრავლესობა აღდგომას ზეიმობს ალექსანდრიული პასქალიის მიხედვით, რომელიც იულიუსის კალენდარს ემყარება, ხოლო უძრავ დღესასწაულებს – შესწორებული იულიუსის კალენდრით (გამონაკლისს წარმოადგენს ფინეთის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც აღდგომას ზეიმობს გრიგორიუსის პასქალიის მიხედვით). ასეთ პრაქტიკას საფუძვლად უდევს 1948 წ. მოსკოვში გამართულ მართლმადიდებელ ეკლესიათა თათბირზე მიღებული დადგენილება, რომლის მიხედვით ყველა მართლმადიდებელი აღდგომის დღესასწაულს უნდა აღნიშნავდეს ალექსანდრიული პასქალიის მიხედვით და იულიუსის კალენდრით, ხოლო უძრავი დღესასწაულების აღნიშვნისათვის თითოეულ ავტოკეფალურ ეკლესიას შეუძლია ისარგებლოს ამ ეკლესიაში არსებული კალენდრით. სამღვდელოება და მრევლი ვალდებულნი არიან მიყვნენ იმ ადგილობრივი ეკლესიის კალენდრულ სტილს, რომლის ტერიტორიაზეც ისინი ცხოვრობენ. ასეთი ”დუალიზმის” შედეგად გარდაუვალია გარკვეული ტიპიკონური შეუსაბამოებები: ასე მაგალითად საკმაოდ გვიანდელი აღდგომის შემთხვევაში პეტრე-პავლეს მარხვა მთლიანად ქრება, გარდა ამისა სირთულეები ჩნდება მარკოზის თავებთან დაკავშირებით.
 
==ისტორია და თანამედროვეობა==
როგორც დავინახეთ, სამი კალენდრული რეფორმა განხორციელებული იყო ერთი და იგივე პრინციპის მიხედვით: ნაკიანი დღეების უფრო გართულებული სისტემის შემოღებით მიიღწეოდა უფრო ზუსტი მიახლოება ტროპიკულ წელთან. იგივე მართებულია პასქალიასთან დაკავშირებით: მისი სიზუსტის მისაღწევად საჭირო იყო მისი პერიოდის ხანგრძლივობის გაზრდა. თუმცა არსებობს სხვა, უფრო ზუსტი კალენდრებიც: მაგალითად ე.წ. სპარსული კალენდარი, რომელიც 33 წელიწადში 8 ნაკიან წელს შეიცავს ანდა ”მედლერის კალენდარი”, რომელშიც ყოველი 128 წელიწადი მცირდება ერთი ნაკიანი დღით. ასეთივე გზით თანამედროვე ასტრონომიამ შეიძლება შემოგვთავაზოს უფრო ზუსტი მზე-მთვარის ციკლი. ნათელია, რომ ეს ”გაუმჯობესების” პროცესი შეიძლება დაუსრულებლად გაგრძელდეს და რაღაც მომენტში უნდა უბრალოდ შევჩერდეთ და პასუხი გავცეთ შეკითხვაზე – რას მოველით კალენდრისაგან? სიზუსტეს? ასტრონომიის უახლოესი მიღწევების მიყოლას? თუ ეკლესიურ ერთიანობას, რომელიც გამოიხატება მართლმადიდებელ ქრისტიანთა მიერ ყველა საეკლესიო დღესასწაულის (მოძრავი და უძრავი) ერთიანად აღნიშვნაში?
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პასქალია“-დან