დიოსკურია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
212.58.121.93-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა GiorgiXIII-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
No edit summary
ხაზი 1:
[[File:2014 Suchum, Ruiny antycznej Dioskurii.jpg|300პქ|thumb|უძველესი დიოსკურიის ნანგრევები]]
 
'''დიოსკურია''' ({{lang-el|Διοσκουριάς}}) — ანტიკური ქალაქი [[კოლხეთიკოლხეთის სამეფო]]ს [[შავი ზღვა|შავი ზღვის]] სანაპიროზე (ახლანდელი [[სოხუმი|ქ. სოხუმის]] ადგილზე). დააარსეს [[ბერძნები|ბერძნებმა]] მოახალშენეებმა, [[მილეტი|მილეტელებმა]], [[ძვ. წ. VI საუკუნე]]ში.
 
== ადგილმდებარეობა ==
ხაზი 12:
 
== ისტორია ==
2500 წლის წინ შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე ბერძენმა ვაჭრებმა [[მილეტი]]დან დააარსეს კოლონია დიოსკურია. ერთი დამაარსებელი ამფიტიუსი ვაჭარი იყო, მეორე კერკიუსი კი მეომარი, ამიტომაც დიოსკურიის სიმბოლოდ მიიჩნეოდა მახვილი და ამფორა. დიოსკურია [[ბიჭვინთა|პიტიუსთან]], [[ოჩამჩირე|გიენოსთან]] და [[ფაზისი|ფაზისთან]] ერთად წარმოადგენდა აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის მთავარი სავაჭრო სისტემის ერთ-ერთ ცენტრს. აქ ჩამოდიოდა უამრავი ვაჭარი სხვადასხვა ქვეყნიდან. ქალაქი ასევე კარგად იყო დაცული, რასაც მოწმობს სოხუმის აკვატორიაში არსებული ძვ.წ. V-IV სს. მასიური ბერძნული სტილის სამხედრო თავდაცვითი ნაგებობები. დამაარსებლებიდან მოყოლებული ქალაქს მართავდა ოლიგარქია-სამხედროებისა და დიდვაჭრების საბჭო. ვარაუდობენ, რომ სახელი „დიოსკურია“ წარმოიქმნა ტყუპი ძმების, [[დიოსკურები|დიოსკურების]], ანუ [[ზევსი|ზევსის]] ვაჟების - პოლიდევკესა და კასტორისგან. ისინი იყვნენ ტროელი ელენეს ძმები და [[იასონი|იასონთან]] ერთად [[არგონავტები]]ს ლაშქრობაში მონაწილეობდნენ. დიოსკურების კულტი გავრცელებული იყო როგორც ძველ [[საბერძნეთი|საბერძნეთში]], ასევე [[რომის იმპერია|რომში]]. დიოსკურებს განასახიერებს მარჩბივის, იმავე [[ასტროლოგია|ტყუპების]], ჰოროსკოპიც, რომლის სიმბოლოც ორი ადამიანია. დიოსკურების გამოსახულება გვხვდება ფულზეც. სიმონ ჯანაშიას მუზეუმში ინახება 12 მონეტა, რომელიც დიოსკურიაშია მოჭრილი და ასევე აწერია – ΔΙΟΣ/ΚΟΥΡΙΑ/ΔΟΣ. ვარაუდობენ, რომ ფული ძვ.წ. II-I საუკუნეებში მოიჭრა. [[პონტოს სამეფო|პონტოს]] მეფემ [[მითრიდატე VI ევპატორი|მითრიდატე VI]]-მ შავი ზღვის აღმოსავლეთი სანაპირო თავის სამფლობელოს სწორედ ამ დროს მიუერთა. უკვე მითრიდატეს ქვეშევრდომი დიოსკურიელები მუნიციპალურ სტრუქტურებს ინარჩუნებდნენ და საკუთარ სპილენძის ფულსაც ჭრიდნენ. პონტოს [[კოლხეთის სამეფო|კოლხეთის]] ადმინისტრაციის სამყოფელი სწორედ დიოსკურია იყო. დიოსკურიაში მითრიდატე VI-ის გარნიზონი იდგა და მონეტების მოჭრას სწორედ მის მიერ დანიშნული მოხელე აკონტროლებდა. ძვ.წ. 65-64 წწ.-ში რომაელებისაგან დევნილი მითრიდატე სწორედ დიოსკურიას შეეფარა. I საუკუნის გეოგრაფი [[სტრაბონი]] წერდა: „დიოსკურია წარმოადგენს კასპიისა და პონტოს ზღვებს შორის ყელის დასაწყისსა და ხალხთა საერთო სავაჭრო ცენტრს, რომლებიც მას ზევით და ახლოს ცხოვრობენ; აქ იკრიბებიან, 70 ეროვნების ადამიანი“. ახალი ერის დასაწყისში მოხდა რაღაც კატასტროფა, რამაც გამოიწვია ძველბერძნული დასახლების განადგურება ან დაკნინება. ამ პერიოდში შავიზღვისპირეთში შეინიშნება ძლიერი მიწისძვრები, რაც ბევრ ქალაქს ზიანს აყენებს. მათ შორის ოლვიას, [[პანტიკაპეიონი|პანტიკაპეიონსა]] და [[ტრაპეზუნდი|ტრაპეზუნდს]].
 
რომაელი მეცნიერი [[პლინიუს უფროსი|პლინიუსი]], დაღუპული 79 წელს [[ვეზუვი]]ს ამოფრქვევის დროს, წერდა დიოსკურიაზე: „ახლა ეს ქალაქი მიტოვებულია, მაგრამ ის ისე მეტად ცნობილი იყო, რომ თიმოსფენის თქმით, იქ იკრიბებოდა 300 ეროვნების სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანი. და ამის შემდეგ ჩვენი რომაელები თავის საქმეებს აწარმოებდნენ 130 თარჯიმნის დახმარებით“. პლევიუსი წერს რომ ამ ადგილზე არსებობდა რომაული ქალაქი [[სებასტოპოლისი]]. მაგრამ რომაულ ქალაქს როგორც ბერძნულს რაღაც სტიქიური უბედურება დაატყდა თავს.
ხაზი 20:
მხოლოდ VI საუკუნის შუა წლებში ბიზანტიელი ისტორიკოსი [[პროკოფი კესარიელი]] ახსენებს პატარა ციხე-სიმაგრეს, მდგარს ლაზიკიდან აზოვის ზღვისაკენ მიმავალ გზაზე. იმ წლებში იმპერატორი იუსტინიანე აწარმოებდა ომს სპარსელებთან. რადგანაც ფიქრობდა რომ ვერ შეინარჩუნებდა [[სებასტოპოლისი|სებასტოპოლისსა]] და [[პიტიუნთი|პიტიუნტს]] ([[ბიჭვინთა]]) მან 550 წელს ისინი დაანგრია იქიდან გარნიზონი წაიყვანა. მაგრამ მალე ბიზანტიელებმა აღადგინეს ქალაქი [[სებასტოპოლისი]]. ხოლო შემდეგ მისი კვალი ქრება.
 
ქალაქმა არსებობა განაგრძო „ცხუმის“ სახელწოდებით. იგი იყო სანაოსნო პორტი და სავაჭრო მნიშვნელობის პატარა ქალაქი [[აბაზგია|აბაზგთა]] სამთავროში. [[კელასურის კედელი|კელასურის კედელისკედლის]] ერთ ერთი დანიშნულება მისი აღმოსავლეთიდან დაცვა იყო. ცხუმი 737 წელს გადაწვეს [[არაბები|არაბებმა]]. მას შემდეგ რაც [[მარვან II იბნ მუჰამადი|მარვან]] ყრუმ მოახერხა კლისურის კედლის გადალახვა და [[აფხაზეთი|აფხაზეთში]] შეჭრა. ამის შემდეგ იწყება უშუალოდ [[სოხუმი|სოხუმის]] ისტორია, რომელიც უკვე შუა საუკუნეების ფეოდალურ დასახლეას წარმოადგენდა. 1120 წელს იხსენიებენ აქ ჩამოსული [[ჯვაროსნები]]. სადაც ჩავიდნენ გემით და უკან იმავე გზით დაბრუნდნენ.
 
== დღევანდელობა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დიოსკურია“-დან