ბეწვიანი მამონტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''მამონტი''' (Mammuthus primigenius), ამომწყდარი ძუძუმწოვარი ცხოველი სპილოსე...
 
+ბმულები, კატ.
ხაზი 1:
'''მამონტი''' (Mammuthus primigenius), ამომწყდარი [[ძუძუმწოვრები|ძუძუმწოვარი ცხოველი]] [[სპილოსებრნი|სპილოსებრთა]] ოჯახისა. სიდიდით თანამედროვე სპილოს[[სპილო]]ს არ აღემატებოდა, მაგრამ უფრო მასიური იყო (სიმაღლე 2,5-3,5 მ, მასა 7 ტ-მდე); ჰქონდა მოკლე კიდურები, ხშირი და გრძელი ბეწვით დაფარული სხეული. გრძელი [[ეშვი|ეშვების]] მხოლოდ წვერები იყო დაფარული მინანქრით. ძირითადი კბილები გვირგვინი შედგებოდა თხელი და მაღალი ფირფიტებისაგან. იკვებებოდა უხეში მცენარეული საკვებით. მამონტი დამახასიათებელია ანთროპოგენის კონტინენტური ნალექებისათვის. ცნობილია დასავლეთ ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის შუა და ზედა პლეისტოცენიდან. მამონტიქვის ხანის ადამიანის თანადროული ცხოველი იყო. უძველეს ადამიანთა სადგომებში ხშირად პოულობენ მის ძვლებს, კედლებზე მოხატულ სურათებსა და სკულპტურულ გამოსახულებებს. [[ციმბირი|ციმბირსა]] და ალასკაზე[[ალასკა]]ზე ნაპოვნია მზრალ ნიადაგში დაცული 40-ზე მეტი ლეში, 1901 წელს მდინარე [[ბერიოზოვკა|ბერიოზოვკის]] პირას ნაპოვნი ეგზემპლიარი გამოიკვლიეს ანატომიურად, ჰისტოლოგიურად, ბიოქიმიურად, შეისწავლეს საკვების ნარჩენები პირის ღრუში და კუჭის შიგთავსში. ჩონჩხი და ფიტული ინახება ქ. [[სანქტ-პეტერბურგი|სანქტ-პეტერბურგში]] რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგიურ მუზეუმში. მამონტების ეშვები ძირითადად მხატვრული ნაკეთობებისათვის გამოიყენება.
 
==ლიტერატურა==
* ''მჭედლიძე გ.,'' ქსე, ტ. 6, გვ. 398, თბ., 1983
 
[[კატეგორია:სპილოსებრნი]]
[[კატეგორია:გადაშენებული ძუძუმწოვრები]]
 
[[de:Wollhaarmammut]]