პოლიტიკური კულტურა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''პოლიტიკური კულტურა''' — საზოგადოებაში დამკვიდრებული შეხედულებებისა და ცხოვრებისეული პრაქტიკის ერთობლიობა, რომელიც აყალიბებს გარკვეულ ტრადიციას იმის თაობაზე, თუ როგორი...
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
 
No edit summary
ხაზი 1:
'''პოლიტიკური კულტურა''' — [[საზოგადოება|საზოგადოებაში]] დამკვიდრებული შეხედულებებისა და ცხოვრებისეული პრაქტიკის ერთობლიობა, რომელიც აყალიბებს გარკვეულ ტრადიციას იმის თაობაზე, თუ როგორი უნდა იყოს საზოგადოება და რა ღირებულებებია პრიორიტეტული პოლიტიკურ პროცესში. ეს ცნება ასევე გულისხმობს გარკვეულ ქცევის წესებს., რომელშიც აისახება საზოგადოების დამოკიდებულება პოლიტიკური პროცესებისა და, ზოგადად, [[სახელმწიფო|სახელმწიფოს]] მიმართ.
 
ტერმინი „პოლიტიკური კულტურა“ პირველად გამოყენებული იქნა [[XVIII საუკუნე|XVIII ს]]-ში [[გერმანელები|გერმანელი]] [[განმანათლებლობა|განმანათლებლის]] [[იოჰან ჰერდერი|იოჰან ჰერდერის]] მიერ, ხოლო მისი მეცნიერული გაგება შემოიტანა [[ამერიკელები|ამერიკელმა]] [[პოლიტიკის მეცნიერება|პოლიტოლოგმა]] [[გაბრიელ ალმონდი|გაბრიელ ალმონდმა]] [[1956]] წელს დაწერილ სტატიაში „შედარებითი პოლიტიკური სისტემები”.
 
პოლიტიკური კულტურა, ზოგადად, საზოგადოების კულტურის ორგანული ნაწილი და პოლიტიკური სისტემის აუცილებელი ელემენტია. პოლიტიკური კულტურის განვითარების დონე (ტიპი) დიდწილად განსაზღვრავს საზოგადოების დემოკრატიზაციის ხარისხსა და პოლიტიკური რეჟიმის ხასიათს.