ნაყოფი (მცენარე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8.1
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 4:
სხვადასხვა კლასიფიკაციით ნაყოფებს ყოფენ ნამდვილ (თუ ის განვითარებულია მხოლოდ ნასკვიდან) და ცრუ (თუ მის განვითარებაში მონაწილეობვს ყვავილის სხვა ნაწილებიც) ნაყოფად. ნამდვილი ნაყოფი თავის მხრივ იყოფა მარტივ (ერთი ნასკვიდან განვითარებული) და რთულ (აპოკარპული გინეცეუმიდან განვითარებული) ნაყოფად.
[[ფაილი:Fruit Basket.jpg|მინი|ხილის კალათი, [[ბალთაზარ ვან დერ ასტი]]]]
''მარტივი ნაყოფი'' კონსისტენციის მიხედვით იყოფა მშრალ და წვნიან ნაყოფად. ''მშრალ ნაყოფებს'' შორის არჩევენ მრავალთესლიან თვითხსნად ([[ფოთლურა]], პარკი, [[ჭოტი]], ჭოტაკი, კოლოფი და სხვა) და ერთთესლიან უხსნარ ნაყოფებს ([[კაკალი]], [[ფრთიანა]], [[თესლურა]], [[მარცვალა]] და სხვა), ''წვნიან ნაყოფებს'' შორის კი - მრავალთესლიანებს ([[კენკრა]], [[გოგრულა]] და სხვა) და ერთთესლიანებს ([[კურკიანა]]). რთილრთულ ნაყოფებს განეკუთვნება რთული ფოთლურა, რთული თესლური და სხვა.
 
ნაყოფის უფრო თანამედროვე მორფოგენეზურ კლასიფიკაციებში გათვალისწინებულია გინეცეუმის აგებულება - [[ნაყოფფოთოლი|ნაყოფფოთლების]] რაოდენობა, მდებარეობა, შეზრდა, თესლის რაოდენობა, მიმაგრება და სხვა. მორფოგენეზური კლასიფიკაციების მიხედვით ნაყოფი იყოფა აპოკარპულ და ცენოკაპულ ნაყოფებად, რომლებიც თავის მხრივ კიდევ უფრო წვრილ კატეგორიებად ნაწილდება.