ტარიელ ჩუბინიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაემატა კატეგორია:ჩუბინიშვილები გაჯეტ HotCat-ით
ხაზი 3:
 
==ბიოგრაფია==
ტარიელ ჩუბინიშვილი დაიბადა [[1920]] წლის 14 ნოემბერს იურისტ ნიკოლოზ ჩუბინიშვილის ოჯახში. მან მშობლები ადრე დაკარგა და ზრდიდა ბიძა, [[ალექსანდრე თაყაიშვილი]], რომელიც იყო მსახიობი, რეჟისორი და ქართული [[ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი|მოზარდ-მაყურებელთა თეატრის]] ერთ-ერთი ფუძემდებელი. ტარიელ ჩუბინიშვილი გატაცებული იყო ჰუმანიტარული მეცნიერებით. [[1939]] წელს იგი შევიდა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს ისტორიის ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ასპირანტურაში - არქეოლოგიის სპეციალობით. ამ პერიოდში იგი მუშაობდა სამთავროს სამაროვანის უძველესი ხანის ორმოსამრხებზე. [[1953]] წელს მან დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, რომელიც [[1957]] წელს ცალკე მონოგრაფიად გამოიცა.
 
[[1953]] წელს ტარიელ ჩუბინიშვილმა მუშაობა დაიწყო [[ივანე ჯავახიშვილი]]ს სახელობის [[ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი|ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში]]. იგი მონაწილეობდა [[შიდა ქართლი]]ს, [[იმერეთი]]ს, წალკა-თრიალეთისა და სხვადასხვა ექსპედიციებში და მისი კვლევის ობიექტი ხდება ადრებრინჯაოს ხანის ძეგლები, [[მტკვარ-არაქსის კულტურა]].