აფთრისებრნი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მ კატ. |
მ + ბ |
||
ხაზი 16:
''[[მენაპირე აფთარი|Parahyaena brunnea]]''<br />
''[[მიწის მგელი|Proteles criastus]]''
}} '''აფთრისებრნი''' (Hyaenidae), [[ძუძუმწოვრები|ძუძუმწოვარი]] ცხოველების ოჯახი [[მტაცებლები|მტაცებელთა]] რიგისა. აქვთ მკვრივკუნთოვანი სხეული, ოდნავ წაგრძელებული და მასიური თავი, გრძელი ყურები, სქელი კისერი, მსხვილი და მასიური კბილები, მოკლე, ბანჯგვლიანი კუდი, ფეხებზე გრძელი, ბლაგვი ბრჭყალებით დაბოლოვებული ოთხ-ოთხი თითი, წინა კიდურები უკანაზე გრძელი აქვთ. სხეული შემოსილია უხეში ჯაგრისებრი ბალნით. ზოგ სახეობას ზურგზე 20 სმ-მდე სიმაღლის ფაფარი ეზრდება. საერთო შეფერილობა მოყვითალო-რუხი ან მურაა, დაყვება მუქი ზოლები ან ხალები. აფთართა [[მაკეობა]] გრძელდება 3 თვემდე. შობენ 2-5 ლეკვს. იკვებებიან მძორით. ასევე შესანიშნავი მონადირეები არიან. ნადირობის მეთოდი დამოკიდებულია მსხვერპლის ზომაზე. ზომით მათზე დიდ ნადირზე ჯგუფურად ნადირობენ. სხვა მტაცებლებისგან განსხვავებით, აფთრები მსხვერპლს ღლიან და როცა თავდაცვის უნარს კარგავს, ცოცხლად ჭამენ. მცირე ზომის ცხოველებზე ინდივიდუალურად ნადირობენ. იშვიათად ესხმიან თავს შინაურ ცხოველებს, ზოგჯერ ადამიანებს, ძირითადად ბავშვებს. სანადიროდ გამოდიან ღამით.
აფთარი გავრცელებულია თითქმის მთელ [[აფრიკა|აფრიკაში]], წინა, შუა და სამხრეთ-დასავლეთ [[აზია|აზიაში]] და აღმოსავლეთ [[ამიერკავკასია|ამიერკავკასიაში]]. ცნობილია აფთრის ოთხი სახეობა.
[[კატეგორია:აფთრისებრნი|*]]
|