კაცხი (ჭიათურის მუნიციპალიტეტი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 51:
|კატეგორია ვიკისაწყობში = Katskhi
}}
'''კაცხი''' — [[სოფელი]] [[ჭიათურის მუნიციპალიტეტი|ჭიათურის მუნიცპალიტეტში]], [[თემი]]ს ცენტრი (სოფლები: [[დიდი კაცხი]], [[ეწერი (ჭიათურის მუნიციპალიტეტი)|ეწერი]], [[მორძღვეთი]], [[ნავარძეთი]], [[სალიეთი]], [[ჯოყოეთი]]). მდებარეობს [[მდინარე]] [[კაცხურა|კაცხურის]] ნაპირას. [[ჭიათურა]]-[[ზესტაფონი]]ს საავტომობილო გზაზე. [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 610 მეტრი. [[ჭიათურა|ჭიათურიდან]] 11 კილომეტრი, [[ქუთაისი]]დან – 68 კმ., [[თბილისი]]დან – 188 კმ. სოფელში არის კვარციანი ქვიშის კარიერი.<ref>[http://www.greenalt.org/map/text/sachkhere_silis_karierebi/sachkhere_silis_karierebi.htm ა/ო მწვანე ალტერნატივა]{{Dead link|date=იანვარი 2021 |bot=InternetArchiveBot }}</ref> სოფელში არის საჯარო სკოლა.<ref>[http://www.esida.ge/school-database.html?view=school&sid=782&lang=ka სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო]{{Dead link|date=იანვარი 2021 |bot=InternetArchiveBot }}</ref>
 
==ისტორია==
ხაზი 80:
{{მთავარი|კაცხის ტაძარი}}
[[ფაილი:Ground-Plan of the Church at Catzkhi, Mingrelia. John M. Neale. A history of the Holy Eastern Church. P.303.jpg|thumb|კაცხის ტაძრის გეგმა]]
სოფლის ცენტრში აღმართულია ქართული [[ხუროთმოძღვრება|ხუროთმოძღვრების]] ძეგლი - მაცხოვრის სახელობის ეკლესია. ტაძრის ძირითადი ნაწილი [[1010]]—<nowiki/>[[1014]] წლებშია აშენებული, 30 წლით გვიან სამი მხრიდან მიშენებული აქვს გარშემოსავლელი. ის აშენებულია [[ბაღვაშები]]ს მიერ კაცხშია დაკრძალული საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გამორჩეული ფეოდალი [[ლიპარიტ IV|ლიპარიტ IV ბაღვაში]]. [[დავით აღმაშენებელი|დავით აღმაშენებლის]] მიერ ბაღვაშთა საგვარეულოს დამარცხების და საქართველოდან განდევნის შემდეგ კაცხის ტაძარი უპატრონოდ დარჩა. XVI საუკუნეში მიტოვებული და დაზიანებული ტაძარი, მისმა ახალმა მფლობელმა [[აბულასარ ამირეჯიბი|აბულასარ ამირეჯიბმა]] აღადგინა. XVII—XVIII საუკუნეებში კაცხი [[აბაშიძეები]]ს საგვარეულოს კუთვნილება იყო. [[1854]] წელს ტაძარს საფუძვლიანი რესტავრაცია ჩაუტარეს, რის შედეგადაც ძირითად კორპუსს მოხნეს ძველი პერანგი (რომელსაც ულამაზესი ჩუქურთმები ამშვენებდა) და თავიდან მოაპირკეთეს. დღეისათვის პირვანდელი სახე მხოლოდ გარშემოსავლელის ნაწილს აქვს შენარჩუნებული.
 
ნაგებობას გარს აკრავს ხუთკუთხა გალავანი (აღადგინეს 1937). ტაძარს აქვს ძველი სამრეკლო, რომელიც კარიბჭის ფუნქციასაც ითავსებს. ნაგებობა შედგება საფეხურებად განლაგებული სამი წახნაგოვანი ნაწილისაგან: გარშემოსავლელის, ტაძრის კორპუსისა და გუმბათის ყელისაგან. ტაძრის კორპუსი და [[გუმბათის ყელი]] ექვს [[აფსიდი]]ანია. ნაგებობა მთლიანად შემკული იყო მდიდრული ჩუქურთმებით. გარშემოსავლელის შიგნით მარჯვენა მხარეს არის ოთხი ანგელოზის მიერ ჯვრის ამაღლების სცენა. ტაძრის ეზოში გვხვდება ლომის მონუმენტური ბარელიეფი, რომელიც სავარაუდოდ ნაგებობის კედელზე იყო განთავსებული, მაგრამ 1854 წლის რესტავრაციის შემდეგ ჩამოხსენეს. ეკლესიის ყველა შესასვლელის თავზე განლაგებულია ბარელიეფები. ყველა ბარელიეფს ასომთავრული წარწერები აქვს დატანებული.