კათოლიციზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1 333:
!1,253,926,000
|}
 
==== კათოლიციზმი საქართველოში ====
{{მთავარი|კათოლიციზმი საქართველოში}}
საქართველოში ქრისტიანობის შემოსვლასთან ერთად დამკვიდრდა არაერთი ბერძნული თუ რომაული წესის რიტუალები და საეკლესიო ღვთისმსახურება. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მქადაგებელი და ქართველთა გამაქრისტიანებელი წმინდა ნინო, ქართველ კათოლიკეთა მფარველად მიიჩნევა. აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად 1054 წლის [[დიდი სქიზმა|დიდი საეკლესიო სქიზმისა]], რომლის დროსაც ქართული ეკლესია [[კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესია|კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს]] მხარეს დადგა, რომის პაპთან და კათოლიკურ სამყაროსთან კავშირი არ გაწყვეტილა და, შესაბამისად, ქართველთა შედარებით მცირე ნაწილი განაგრძობდა ლათინური წესის ლიტურგიის აღვლენას. პაპის ავტორიტეტის ცნობასთან დაკავშირებითაც სადავოა, შუა საუკუნის ქართველთა დამოკიდებულება, რაც განპირობებულია თავად [[რუსუდან დედოფალი|რუსუდან დედოფლის]] წერილითაც, სადაც იგი აშკარად სცნობდა პაპის ავტორიტეტს და სწერდა:
{{ციტატა|უწმინდესო პაპო, მამაო და ყველა ქრისტიანის მეუფევ, ნეტარი პეტრეს ტახტის მპყრობელო, საქართველოს თავმდაბალი დედოფალი რუსუდანი, ერთგული მსახური და ასული შენი ფერხთა წინაშე შენთა თავსა ვხრი...}}
[[ფაილი:Catholic Church in Georgia.svg|მინი|241x241პქ|საქართველოში მოქმედი კათოლიკე ეკლესიის გერბი, ცენტრში გამოსახულია წმინდა ნინოს ჯვარი]]
ამასთან ერთად, ქართველთა კათოლიციზმთან ადრეულ კავშირზევე მოწმობს ქართველ მეფეთა კავშირი რომის პაპთან და ჯვაროსნებთან, როდესაც დიდგორის ბრძოლაში არაერთი ფრანგი კათოლიკე იბრძოდა ქართველთა მხარეს, ხოლო მოგვიანებით, პაპი მეფე ლაშა-გიორგის „ქრისტიანობის ბურჯს“ უწოდებდა, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ქართველებსა და კათოლიციზმს შორის კავშირი არ გაწყვეტილა, ბერძნებისა და რუსების მსგავსად. უკვე რუსუდან დედოფლის მმართველობაშივე საქართველოში ჩამოსვლას და ქადაგებას იწყებენ კათოლიკე მისიონერები, რამაც ხელი შეუწყო ქართველთა შორის კათოლიციზმის გავრცელებას. ჯერ კიდევ XIII საუკუნეში, საქართველოში მოღვაწეობას იწყებენ ფრანცისკელთა და დომინიკელთა ორდენის წარმომადგენლები, რომელთაც ააგეს თბილისის კათოლიკური ეკლესია. აღნიშნულ კათედრას XVI საუკუნემდე მართავდა 14 კათოლიკე ეპისკოპოსი, რის პარალელურადაც კათოლიციზმი ვრცელდებოდა ქართლში, მესხეთში, აჭარაში, კახეთში, იმერეთსა და გურიაში. განსაკუთრებით დიდი როლი ითამაშა მეფე [[გიორგი V ბრწყინვალე|გიორგი V ბრწყინვალემ]], რომელსაც კავშირი ჰქონდა რომის პაპთან და საფრანგეთის მეფესთან ერთად ჰქონდა ჯვაროსნული ლაშქრობის მოწყობის სურვილიც. საქართველოში კათოლიკეთა მომრავლებასთან ერთად, თბილისის გარდა შეიქმნა ცხუმისა და სებასტოპოლის საეპისკოპოსოებიც, უკვე 1328 წელს კი რომის პაპმა [[იოანე XXII]]-მ სმირნის საეპისკოპოსო კათედრა თბილისში გადიტანა.
[[ფაილი:სულხან-საბა ორბელიანი.jpg|მარცხნივ|მინი|229x229პქ|სულხან-საბა ორბელიანი, ერთ-ერთი ცნობილი ქართველი კათოლიკე]]
1444 წელს ქართველთა ელჩობა ასევე ესწრებოდა პაპის მიერ ორგანიზებულ [[ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრება|ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრებას]], რომელიც მიზნად ისახავდა კათოლიკეთა და მართლმადიდებელთა გაერთიანებას თურქების წინააღმდეგ, თუმცა აღნიშნული უნია ვერ შედგა. ამის მიუხედავად ქართველებში კათოლიციზმი მაინც ვრცელდებოდა, რაზეც მოწმობს მკვლევარ ზაზა ჭიჭინაძის ნაშრომი, რომელიც წერს, რომ კათოლიციზმი უფრო მეტად ერუდირებულ და წარჩინებულ ქართველებში ვრცელდებოდა. მიუხედავად XVI საუკუნეში განცდილი შევიწროვებისა, კათოლიციზმმა ხელახლა იწყო გავრცელება XVII საუკუნიდან, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მადლობელმა მეფე [[თეიმურაზ I]]-მა კათოლიკეებს, რომელთაც მას დედამისის, [[ქეთევან დედოფალი|დედოფალ ქეთევანის]] წმინდა ნაწილები ჩამოუტანეს, გორში დიდი მიწები აჩუქა, რის შემდეგაც გორშიც დაიწყო კათოლიკური ეკლესია-მონასტრების შენება. ამასთანავე, საქართველოში კათოლიკე მისიონერები მოღვაწეობას აგრძელებდნენ, რომელთაგან გამორჩეულია [[კრისტოფორო დე კასტელი|ქრისტეფორე კასტელი]] და [[არქანჯელო ლამბერტი]], რომელმაც მნიშვნელოვანი ცნობები და პორტრეტები შემოუნახა საქართველოს ისტორიიდან. განსაკუთრებით აღსანიშნავია კათოლიკეებთან დაახლოვებული მეფე [[ვახტანგ VI]]-ისა და მისი აღმზრდელის, ცნობილი ქართველი კათოლიკეს, [[სულხან-საბა ორბელიანი|სულხან-საბა ორბელიანის]] მოღვაწეობა, რომლებიც ხელს უწყობდნენ ქართული მწიგნობრობისა და მეცნიერების აღორძინებას.აღსანიშნავია მათივე თანამედროვე აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი [[ანტონ I]]-ც, რომელიც თავადაც აღიარებდა რომის პაპის უპირატესობას და ახლო ურთიერთობა ჰქონდა კათოლიკეებთან. შემდეგ ეპოქაში კათოლიკეთა სერიოზული დევნა დაიწყო, რომელიც, შედარებით მიწყნარდა XIX საუკუნეში, რუსული მმართველობისას, რომლის პირობებშიც არაერთი ახალი კათოლიკური ეკლესია აშენდა ქუთაისში, ბათუმში, გორსა და თბილისში. ამ დროს მოღვაწეობდნენ ასევე ისეთი ცნობილი ქართველი კათოლიკეები, როგორებიც არიან: [[ივანე გვარამაძე]], [[მიხეილ თამარაშვილი]], [[პეტრე ხარისჭირაშვილი]], [[მიხეილ თარხნიშვილი]], [[ზაქარია ფალიაშვილი]], [[პეტრე ოცხელი]] და ა.შ.
 
გასაბჭოების შემდეგ კათოლიკეთა დევნა-შევირწოვება კვლავ განახლდა, თუმცა [[თბილისის პეტრე და პავლე მოციქულთა ეკლესია]] მაინც ფუნქციონირებდა. [[საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი|საბჭოთა კავშირის]] დაშლის შემდეგ, ახალმა მთავრობამ ბათუმის, გორისა და ქუთაისის კათოლიკური ტაძრები მართლმადიდებლებს გადასცა, რაც დღემდე სადავო რჩება, თუმცა მათ ნაცვლად ახალი ტაძრები იქნა აგებული. დღეის მდგომარეობით საქართველოში კათოლიკე მრევლი არის ბათუმში, ოზურგეთში, ქუთაისში, თბილისში, რუსთავში, სოხუმში, ახალციხესა და გორში, თუმცა აღსანიშნავია, რომ ასევე არაერთი სოფელი კახეთში, მესხეთში, იმერეთსა და ქართლში დღემდე კათოლიკური აღმსარებლობისაა, რის გათვალისწინებითაც საქართველოში 80,000-მდე კათოლიკე ცხოვრობს, რომელთა შორისაც არიან როგორც ლათინური, ისე სომხური და ქალდეური წესის კათოლიკეები. გარდა ამისა, 1997 წელს რომის პაპმა ამიერკავკასიის ლათინ კათოლიკეთა ადმინისტრატორად და ეპისკოპოსად [[ჯუზეპე პაზოტო]] დანიშნა, რომლის რეზიდენციაც თბილისშია. აგრეთვე, საქართველოს ეწვია რომის ორი პაპი: [[იოანე პავლე II]] და [[ფრანცისკე]]. ამასთან ერთად, მისი ინიციატივით 2001 წელს დაარსდა კათოლიკეთა უნივერსიტეტი, რომელიც [[სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი|სულხან-საბა ორბელიანის სახელს]] ატარებს, ასევე თბილისში გაიხსნა კათოლიკური საავადმყოფო „კაცთა მაცხოვარი“ და გამოიცემა კათოლიკეთა ორი ჟურნალი: „საბა“ და „დიალოგი“. ასევე შექმნილია ქართველ კათოლიკეთა საქველმოქმედო ორგანიზაცია „საქართველოს კარიტასი“.<gallery mode="packed-overlay" widths="150" heights="130" caption="ცნობილი ქართული კათოლიკური ეკლესიები">
ფაილი:Tbilisi St. Peter-Paul Catholic Church(1).jpg|თბილისის პეტრე და პავლე მოციქულთა ეკლესია
ფაილი:Cathedral of the Blessed Virgin Mary in Batumi.jpg|ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის სადავო ეკლესია
ფაილი:Tbilisi Catholical church St. Maria.png|თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ამაღლების კათოლიკური საკათედრო ტაძარი
ფაილი:უდის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი.jpg|უდის ღვთისმშობლის მიძინების სადავო ეკლესია
ფაილი:Khareba church.jpg|ქუთაისის ღვთისმშობლის ხარების სადავო ეკლესია
</gallery>
 
== დოქტრინა ==
Line 1 514 ⟶ 1 531:
 
აღმოსავლეთის კათოლიკეთა მიერ გამოყენებული რიტუალები მოიცავს როგორც სომხური სამოციქულო ეკლესიის რიტუალებს, ისე ბერძნულ-ბიზანტიურ რიტუალს, ასევე ანტიოქიურ, სლავურ, სირიულ, მარონიტულ, ქალდეურ და ალექსანდრიულ რიტუალებს. ამის გამო რომის კათოლიკე ეკლესიამ აღმოსავლეთის კათოლიკეებს მიანიჭა ავტონომია, რათა თავიანთი ლიტურგიული ფორმები და თაყვანისცემის დეტალები თავადვე დაედგინათ. წარსულში აღმოსავლეთის კათოლიკეთა მიერ გამოყენებული ზოგიერთი რიტუალი მაინც ლათინური წესით იყო განპირობებული. თუმცა, ვატიკანის მეორე კრების შემდეგ, ისინი დაუბრუნდნენ ძველებურ წესს. აქედან გამომდინარე, თითოეულ აღმოსავლეთის კათოლიკურ ეკლესიას აქვს საკუთარი საეკლესიო ლიტურგიული კალენდარი, თუმცა მაინც ექვემდებარებიან რომის საყდარს.
 
== კათოლიკური დღესასწაულები ==
[[ფაილი:Saint James the Less Church (Columbus, Ohio) - nave, decorated for Christmas.jpg|მარცხნივ|მინი|245x245პქ|საშობაოდ მორთული წმინდა ჯეიმზის კათოლიკური ეკლესია კოლუმბუსში, ოჰაიო, აშშ.]]
მსგავსად სხვა ქრისტიანული კონფესიებისა, კათოლიციზმშიც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება შობისა და აღდგომის დღესასწაულებს. კათოლიკეები [[ქრისტეს შობა|ქრისტეს შობას]] 25 დეკემბერს აღნიშნავენ, რისთვისაც მზადება და მარცხვა იწყება 4 კვირით ადრე, რასაც ეწოდება ადვენტი. ამის შემდეგ, 1 იანვარს აღინიშნება ღვთისმშობლობა, ხოლო 2 იანვარს [[მირქმა]], რასაც მოსდევს 6 იანვარს ასევე საშობაო დღესასწაული — ეპიფანია. ამის შემდეგ, 9 იანვარს აღინიშნება [[ნათლისღება|ნათლისღების]] დღესასწაული, რის შემდეგაც დგება რიგითი ჟამი, ხოლო მარტის დასაწყისში იწყება მზადება და დიდი მარხვა [[აღდგომა|აღდგომისათვის]]. როგორც წესი, კათოლიკური აღდგომა აითვლება ბუნიობიდან, ანუ 21 მარტის შემდეგ პირველი სრული მთვარის შესრულებიდან ერთი კვირის შემდეგ, რის გამოც, უმეტესად კათოლიკური და მართლმადიდებლური აღდგომა, სხვა დღესასწაულთა მსგავსად, ერთმანეთს სცდება. აღდგომიდან ორმოც დღეში აღინიშნება [[ამაღლება]], ამ მოვლენიდან ათ დღეში კი [[სულთმოფენობა]]. უკვე 29 ივნისს აღინიშნება [[პეტრე-პავლობის მარხვა|პეტრე-პავლობა]], რასაც მოსდევს 6 აგვისტოს [[ფერისცვალება]], 15 აგვისტოს კი ღვთისმშობლის მიძინების დღე. 8 სექტემბერს აღინიშნება ღვთისმშობლის შობის დღე, 14 სექტემბერს კი [[ჯვართამაღლება]]. ამის შემდეგ, 1 ნოემბერს არის ყველა წმინდანის დღესასწაული, 8 ნოემბერს კი მარიამის უმანკოდ ჩასახვის დღე. ამ ყველაფერთან ერთად, აღინიშნება ხოლმე სხვადასხვა წმინდანის მოხსენიების დღეებიც, რომელთაც კულტურათა მიხედვით განსხვავებული წმინდანის ხსენებას აღნიშნავენ, მაგალითად ირლანდიაში წმინდა პატრიკისას, საქართველოში კი წმინდა გიორგისა და წმინდა ნინოსას.
 
== კათოლიკეთა კულტურული მემკვიდრეობა ==
 
== სოციალური და კულტურული გამოწვევები ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კათოლიციზმი“-დან