კათოლიციზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1 515:
აღმოსავლეთის კათოლიკეთა მიერ გამოყენებული რიტუალები მოიცავს როგორც სომხური სამოციქულო ეკლესიის რიტუალებს, ისე ბერძნულ-ბიზანტიურ რიტუალს, ასევე ანტიოქიურ, სლავურ, სირიულ, მარონიტულ, ქალდეურ და ალექსანდრიულ რიტუალებს. ამის გამო რომის კათოლიკე ეკლესიამ აღმოსავლეთის კათოლიკეებს მიანიჭა ავტონომია, რათა თავიანთი ლიტურგიული ფორმები და თაყვანისცემის დეტალები თავადვე დაედგინათ. წარსულში აღმოსავლეთის კათოლიკეთა მიერ გამოყენებული ზოგიერთი რიტუალი მაინც ლათინური წესით იყო განპირობებული. თუმცა, ვატიკანის მეორე კრების შემდეგ, ისინი დაუბრუნდნენ ძველებურ წესს. აქედან გამომდინარე, თითოეულ აღმოსავლეთის კათოლიკურ ეკლესიას აქვს საკუთარი საეკლესიო ლიტურგიული კალენდარი, თუმცა მაინც ექვემდებარებიან რომის საყდარს.
 
== სოციალური და კულტურული პრობლემებიგამოწვევები ==
 
=== კათოლიციზმის სოციალური სწავლება ===
{{მთავარი|ეკლესიის სოციალური სწავლება}}კათოლიკური სოციალური სწავლება, რომელიც ეყრდნობა იესოს ღატაკთა მიმართ გამოვლენილი ზრუნვის ფენომენს, დიდ ყურადღებას აქცევს ადამიანური მოწყალების ფიზიკურ-მატერიალურ გამოვლინებებს, კერძოდ, ავადმყოფებისა და ღარიბების მხარდაჭერასა და მათზე ზრუნვას. კათოლიკე ეკლესიის კანონიკური სამართალი ამბობს, რომ ქრისტიანი მორწმუნეები გარკვეულწილად ვალდებულნი არიან, რომ ხელი შეუწყონ სოციალური სამართლიანობის აღდგენას და, უფლის მცნებათა გათვალისწინებით, ღარიბებს დაეხმარონ. აღნიშნულ წესს საფუძველი 1891 წელს ჩაუყარა პაპმა [[ლეო XIII]]-მ.
{{მთავარი|ეკლესიის სოციალური სწავლება}}
 
რაც შეეხება კათოლიკურ სწავლებას სექსუალობასთან დაკავშირებით, იგი უბიწოების პრაქტიკის შენარჩუნებას მოითხოვს, რაც ნიშნავს, რომ სექსუალური კავშირი მხოლოდ ჯვარდაწერილ ცოლსა და ქმარს შორის უნდა შედგეს, აღნიშნული წესი ადამიანის სულიერი და ფიზიკური მთლიანობის შენარჩუნებას ემსახურება. საეკლესიო სწავლებები სექსუალობის შესახებ მზარდი კრიტიკისა და დაპირისპირების საგნად იქცა, განსაკუთრებით ვატიკანის მეორე კრების შემდეგ, რაც გამოწვეული იყო დასავლურ სამყაროში შეცვლილი დამოკიდებულებების გამო, რაც გამოიწვია სექსუალური რევოლუციის სახელით ცნობილმა მოვლენამ.
 
ეკლესია ასევე ჩართულია ბუნების დაცვის საქმეში. 2015 წელს გამოცემული დოკუმენტით პაპმა ფრანცისკემ დაგმო კონსუმერიზმი და განაცხადა, რომ წუხდა უპასუხისმგებლო განვითარებით გამოწვეული სავალალო შედეგებისა და გლობალური დათბობის გამო. რომის პაპმა შეშფოთება გამოთქვა იმაზე, რომ პლანეტის გლობალური დათბობა უფრო დიდი პრობლემის სიმპტომია, რაც, პაპის განცხადებით, თავის მხრივ გამოწვეულია განვითარებული სამყაროს გულგრილი მიდგომით პლანეტაზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რადგან ადამიანები უფრო მეტად მოკლევადიანი ეკონომიკური სარგებლის მიღებისაკენ ისწრაფვიან.
 
=== სოციალური სერვისები ===
[[ფაილი:Gibson and Mother Marianne Cope.jpg|მინი|282x282პქ|დედა მარიანა კოუპი და ფრანცისკელთა ორდენის სხვა მონაზვნები კეთროვან პაციენტებთან ერთად, კააკოს კათოლიკური ჰოსპიტალი, ჰავაი, 1886 წელი.]]
კათოლიკე ეკლესია არის განათლებისა და სამედიცინო მომსახურეობის უდიდესი არასამთავრობო მიმწოდებელი მსოფლიოში. 2010 წელს კათოლიკე ეკლესიის პაპის საბჭომ ჯანდაცვის მუშაკთა პასტორალური დახმარებით განაცხადა, რომ ეკლესია მართავდა მსოფლიოში არსებულ ჯანდაცვის დაწესებულებათა 26%-ს, მათ შორის საავადმყოფოებს, კლინიკებს, ბავშვთა სახლებს, აფთიაქებსა და კეთროვანთა ცენტრებს.
 
რომის კათოლიკე ეკლესია ასევე ყოველთვის აქტიურად იყო ჩაბმული საგანმანათლებლო სფეროში, რაზეც მეტყველებს მისი წვლილი პირველი ევროპული უნივერსიტეტის დაარსების საქმეში. ის მართავს და აფინანსებს ათასობით დაწყებით და საშუალო სკოლას, კოლეჯსა და უნივერსიტეტს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გარდა ამისა, კათოლიკე ეკლესია მართავს მსოფლიოში უდიდეს არასამთავრობო სასკოლო სისტემას. აღსანიშნავია, რომ 2001 წელს ლათინ კათოლიკეთა ინიციატივით საქართველოშიც იქნა დაფუძნებული მათი უნივერსიტეტი, რომელიც გამოჩენილი ქართველი კათოლიკეს, [[სულხან-საბა ორბელიანი|სულხან-საბა ორბელიანის]] სახელს ატარებს და ეწოდება [[სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი]], რომელიც დღემდე აქტიურად ფუნქციონირებს.
=== სექსუალური მორალი ===
 
კათოლიკე ეკლესიის ქალთა რელიგიურმა ინსტიტუტებმა განსაკუთრებით დიდი როლი ითამაშეს ჯანდაცვისა და განათლების სერვისების მსოფლიო მასშტაბით მიწოდებაზე. აღნიშნულ საქმეს უმეტესად კათოლიკე მონაზვნები ახორციელებენ ისეთი ორდენებიდან, როგორებიცაა: გულმოწყალების დები, ღარიბთა პატარა დები, ქველმოქმედი მისიონერები, წმინდა საიდუმლოს დები, წმინდა ვინსენტისა და წმინდა პავლეს ქველმოქმედების ქალიშვილები და ა.შ. ამ მხრივ განსაკუთრებით ცნობილია კათოლიკე მონაზონი, [[დედა ტერეზა|დედა ტერეზა კალკუტელი]], არაერთი საქველმოქმედო მისიის ფუძემდებელი, რომელსაც 1979 წელს [[ნობელის პრემია|ნობელის პრემიაც]] მიენიჭა მშვიდობის დარგში ინდოეთში გაწეული საქველმოქმედო საქმიანობისა და ღარიბთა დახმარებისათვის. 1996 წელს იგივე ნომინაციაში გაიმარჯვა კათოლიკე ეპისკოპოსმა კარლოს ფილიპე ხიმენეს ბელომ „აღმოსავლეთ ტიმორში კონფლიქტის სამართლიან და მშვიდობიან გადაწყვეტაზე მუშაობისათვის“.
 
=== სექსუალური მორალი და კონტრაცეფცია ===
[[ფაილი:Hans Memling - Allegory with a Virgin - WGA14896.jpg|მარცხნივ|მინი|288x288პქ|ჰანს მემლინგის მიერ 1479-1480 წლებში შექმნილი „უბიწოების ალეგორია“]]
კათოლიკე ეკლესია თავის ყველა წევრს მოუწოდებს უბიწოების შენარჩუნებისაკენ, მათი ცხოვრებისეული მდგომარეობის მიხედვით. ეკლესიურად, უბიწოება მოიცავს ზომიერებას, თავშეკავებას, თავდადებულობას, პიროვნულ ზრდასა და ღვთის მადლში ყოფნას. ის მორწმუნეთა მხრიდან მოითხოვს ვნების, მასტურბაციის, სიძვის, პორნოგრაფიის, პროსტიტუციისა და გაუპატიურების უარყოფას, დაგმობასა და მათგან თავის შეკავებას. მათთვის, ვინც ქორწინებაში არ იმყოფება, უბიწოება ნიშნავს ყველანაირი სექსუალური აქტივობისაგან თავის შეკავებას და თავშეკავებულ ცხოვრებას. ხოლო მათ, ვინც ქორწინებაში არიან, მოეთხოვებათ ცოლქმრული სიწმინდის შენარჩუნება.
 
ეკლესიური სწავლებით სექსუალური აქტივობა ნებადართულია მხოლოდ დაქორწინებული წყვილისათვის, იქნება ეს ქრსიტიანთა საიდუმლოებრივი ქორწინება თუ სამართლებრივი ქორწინება, სადაც ერთი ან ორივე მეუღლე მოუნათლავია, ან უბრალოთ არ აქვთ ჯვარი დაწერილი. რომანტიულ ურთიერთობებშიც კი, მათ შორის თუ წყვილი უკვე საქორწინო ნიშნობაში იმყოფება, პარტნიორებს თავშეკავებისაკენ მოუწოდებენ, რათა გამოიმუშავონ ურთიერთპატივისცემა და ერთგულება. ქორწინებაში უბიწოდ ყოფნა, თავის მხრივ მოითხოვს ცოლქმრული ერთგულებისა და ქორწინების ნაყოფიერების დაცვას. ქრისტიანულ ქორწინებაში მყოფ წყვილს ერთმანეთთან უნდა აკავშირებდეს ნდობა და პატიოსნება, ასევე სულიერი და ფიზიკური სიახლოვე. ამასთან, სექსუალური აქტივობა ყოვეთვის უნდა ემსახურებოდეს სიცოცხლის შექმნასაც და წყვილს სიყვარულში აერთიანებდეს.
 
კათოლიციზმში კონტრაცეფცია და ზოგიერთი სხვა სახის სექსუალური პრაქტიკა არაა დაშვებული, თუმდა ოჯახის დაგეგმვის ბუნებრივი მეთოდები და მშობიარობებს შორის ინტერვალის ბუნებრივად ზრდა ნებადართულია. რომის პაპმა ფრანცისკემ 2015 წელს განაცხადა, რომ ის წუხს, რომ ეკლესია „შეპყრობილია“ ისეთი საკითხებით, როგორებიცაა: [[აბორტი]], [[ერთი სქესის მქონე ადამიანების ქორწინება|ერთი სქესის მქონე წყვილთა ქორწინება]] და კონტრაცეფცია, და გააკრიტიკა კათოლიკე ეკლესია სიყვარულზე წინ დოგმატების დაყენების გამო. ამასთან ერთად, მიუხედავად იმისა, რომ კათოლიციზმი გმობს აბორტსა და ხელოვნურ კონტრაცეფციულ საშუალებებს, 1998 წლის ანგარიშით აშშ-ში კათოლიკე ქალების 96%-ს გამოყენებული ჰქონდა კონტრაცეფციული საშუალებები ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, და კათოლიკეთა 72%-ს სჯეროდა, რომ ამის მიუხედავადაც შეიძლება იყოს ქალი ე.წ. კარგი კათოლიკე. აღსანიშნავია, რომ პრეზერვატივს, როგორც ახალი ინფექციების გადადებისაგან და ორსულობისაგან დავდასაცავ საშუალებას, ეკლესია მაინც კრძალავს. ამრიგად, ნებადართულია მხოლოდ ორსულობისაგან დამცავი ბუნებრივი მეთოდები, თუმცა არა კონტრაცეფციული საშუალებები და აბორტი.
 
=== განქორწინება და ანულირების დეკლარირება ===
კათოლიციზმის კანონიკური სამართალი არ ითვალისწინებს განქორწინებას ორ მონათლულ ქრისწიანს შორის, რადგან მოქმედი, კონსუმირებული საკრამენტული ქორწინება ითვლება უვადო კავშირად. თუმცა, ამის მიუხედავად, ქორწინება მაინც შეიძლება იცნოს ბათილად, თუ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ქორწინება გარკვეული დაბრკოლებების გამო თავიდანვე არ შესულა ძალაში. ქორწინების ბათილად ცნობა, ანუ, როგორც მას უწოდებენ, ანულირება, არის საეკლესიო ტრიბუნალის გადაწყვეტილება, რომელიც ქორწინებას უმოქმედოდ აცხადებს და ამბობს, რომ იგი უნდა გაბათილდეს, რადგან არც არასდროს არსებულა რეალურად. გარდა ამისა, მოუნათლავ პირებს შორის არსებული ქორწინება ასევე შეიძლება გაუქმდეს პაპის ნებართვით, ისეთ სიტუაციაში, როგორიცაა, მაგალითად კათოლიკეზე ან კათოლიკური წესით ქორწინების სურვილი. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სამოქალაქო განქორწინების მიუხედავად განქორწინებულ პირს ხელახალი ქორწინება აყენებს „საჯარო და მუდმივი მრუშობის“ მდგომარეობაში, რადგან მისი მეორე ქორწინება არ იქნება ვალიდური, სანამ პირველი მეუღლე ცოცხალია და მეორეზე ჯვარს არ დაიწერს. ამ ცოდვის თავიდან ასარიდებლად მორწმუნე კათოლიკეები უარს ამბობენ მეორე ქორწინებაზე სამოქალაქო განქორწინების შემდეგ.
 
2006 წელს მსოფლიო მასშტაბით საეკლესიო ტრიბუნალმა 49,000-ზე მეტი ქორწინება სცნო ბათილად. ბოლო 30 წლის განმავლობაში ქორწინებათა დაახლოებით 55-70% ანულირდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ანულირების მოთხოვნები პროცენტულად სწრაფად იზრდება. მაგალითად, აშშ-ში 2006 წელს 27,000 ქორწინების ანულირება მოხდა, მაშინ, როდესაც 1968 წელს ეს რაოდენობა იგივე ქვეყანაში მხოლოდ 338-ს უტოლდებოდა. განქორწინებაზე მოთხოვნები ასევე იზრდება ევროპის არაერთ კათოლიკურ ქვეყანაშიც. ამის გამო არაერთმა კათოლიკურმა ქვეყანამ შემოიღო განქორწინების საეკლესიო პროცედურები: [[იტალია|იტალიამ]] 1970 წელს, [[პორტუგალია|პორტუგალიამ]] 1975 წელს, [[ბრაზილია|ბრაზილიამ]] 1977 წელს, [[ესპანეთი|ესპანეთმა]] 1981 წელს, [[ირლანდია|ირლანდიამ]] 1996 წელს, [[ჩილე|ჩილემ]] 2004 წელს, ხოლო [[მალტა|მალტამ]] 2011 წელს. აღნიშნული პროცედურა დღემდე არ შემოუღია ვატიკანსა და ფილიპინებს, თუმცა ფილიპინების მთავრობამ განქორწინება დაუშვა, ოღონდ მხოლოდ მუსლიმი წყვილებისათვის.
=== კონტრაცეფცია ===
 
=== ჰომოსექსუალობა ===
კათოლიკური სწავლებით „ჰომოსექსუალური აქტები“ ეწინააღმდეგება „ბუნებით კანონებს“, როგორც „გარყვნილების აქტები“, თუმცა, იგი არ მოუწოდებს მორწმუნეებს თავად ჰომოსექსუალთა დევნისაკენ, არამედ მათთან ღირსეულად და პატივით მოპყრობისაკენ. კათოლიკური ეკლესიის კატეხიზმოს მიხედვით:
{{ციტატა|მამაკაცთა და ქალთა დიდი რიცხვი ამჟღავნებს ღრმად გამჯდარ ჰომოსექსუალურ მიდრეკილებას. ეს ობიექტურად უწესრიგო მიმართება მათი უმრავლესობისთვის განსაცდელს წარმოადგენს. ამის გამო მათ პატივისცემით, თანაგრძნობითა და ფაქიზად უნდა მოვეპყრათ. მათ მიმართ აღკვეთილ უნდა იქნას ყოველგვარი უსამართლო დევნა და ჩაგვრა. ეს პიროვნებები მოწოდებულნი არიან განახორციელონ ღვთის მოწოდება მათს ცხოვრებაში და, თუ ქრისტიანები არიან, შეუერთონ უფლის ჯვარზე შეწირულ მსხვერპლს ის სიძნელეები, რომლებიც, შესაძლოა, ცხოვრებაში შეხვდნენ მათი მდგომარეობის მიზეზით (კათოლიკური ეკლესიის კატეხიზმო, პპ. 2358).<br/><br/>ჰომოსექსუალური პიროვნებები მოწოდებულნი არიან სრული თავშეკავებისაკენ, საკუთარი თავის პატრონობის სიქველის ძალით, რომელიც შინაგან თავისუფლებას აყალიბებს, ზოგჯერ უანგარო მეგობრობის დახმარებით, ლოცვითა და საკრამენტული მადლის წყალობით თანდათანობითა და განუხრელად მათ შეუძლიათ და ვალდებულნი არიან მიაღწიონ ქრისტიანულ სრულქმნილებას (კათოლიკური ეკლესიის კატეხიზმო, პპ. 2359).}}
კატეხიზმოს ეს ნაწილი თავისებურად ციტირებდა პაპი ფრანცისკეს მიერ 2013 წლის ინტერვიუში ნათქვამ ფრაზას, სადაც მან, როდესაც ცალკეული პიროვნებების შესახებ ჰკითხეს, უპასუხა:
{{ციტატა|მე ვფიქრობ, რომ როდესაც ხვდები მსგავს ადამიანს (პიროვნება, რომლის შესახებაც მას ჰკითხეს), უნდა შეგეძლოს განსხვავება გეისა და [[ლობი]]ს შორის, რადგან ლობები საერთოდ არ არიან კარგები. თუ ადამიანი გეია და ეძებს უფალს და აქვს კეთილი ნება, აბა, ვინ ვარ მე, რომ განვიკითხო ის?}}
პაპის ამ ინტერვიუდან ნათელი გახდა, ვატიკანის პოზიციის ცვლილება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებთ, მაგრამ არა ეკლესიის სწავლებაში, რაც ნიშნავს იმას, რომ კათოლიკე ეკლესია კვლავ ეწინააღმდეგება ერთი სქესის მქონე წყვილთა ქორწინებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკვე არაერთ კათოლიკურ ქვეყანაშია მიღებული. ამის გამო, არაერთი კონსერვატორი კათოლიკე არ დაეთანხმა პაპს და ეკლესიის პოზიციის ნაწილობრივი ცვლილება გააკრიტიკეს.
 
=== გენდერული თანასწორობა და ქალების ხელდასმა ===
[[ფაილი:Zenonkapelle links - Episcopa Teodora - Paschalis I. Mutter.jpg|მინი|292x292პქ|რომის პაპ [[პასხალის I]]-ის დედა, თეოდორა, რომელიც, ზოგიერთი მკვლევრის მიხედვით, კათოლიკე ეკლესიაში ეპისკოპოსის თანამდებობას იკავებდა]]
კათოლიკე ქალები და მამაკაცები თანაბრად ეწევიან რელიგიურ საქმიანობას, დაწყებული მომლოცველობითა და სწავლების უფლებით, ისე ჯანდაცვის უზრუნველყოფითა და მისიონერობით. მიუხედავად იმისა, რომ წინა საუკუნეებში ეკლესია დიდად ზღუდავდა ქალებს და უპირატესობას მამაკაცებს ანიჭებდა, კათოლიკე ქალებმა მაინც დიდი როლი ითამაშეს ეკლესიის ცხოვრებაში. განსაკუთრებით მონაზვნები და რელიგიურ ორდენთა დები, რომლებიც აქტიურად იყვნენ და არიან ჩაბმულნი მსოფლიო ჯანდაცვისა და განათლების სერვისების ქსელების გავრცელებასა და მართვაში.
 
ბოლო ათწლეულებში დასავლურ სამყაროში გაზრდილმა ქალთა უფლებებმა ასევე წამოჭრა ქალების მღვდლად ხელდასმის საკითხიც. პროტესტანტულმა ეკლესიამ ეს შეთავაზება მიიღო, მაგრამ შედარებით უფრო კონსერვატიული სახის კათოლიკე ეკლესიაში ეს ცოტა გაპრობლემდა. რომის პაპმა [[იოანე პავლე II]]-მ დაადასტურა, რომ რომის კათოლიკე ეკლესია „არ თვლის თავს უფლებამოსილად დაუშვას ქალების მღვლად ხელდასმა“. ამ გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ, ოპოზიციურმა ჯგუფებმა, როგორიცაა „კათოლიკე ქალი მღვდელმსახურები“ აღასრულებდნენ გარკვეულ ცერემონიებს, რაც, კანონიკური სამართლის მიხედვით, უკანონოა და არასწორი. რწმენის დოქტრინალურმა კრებამ ამ საკითხს გამოქვეყნებული განცხადებით უპასუხა და განმარტა, რომ ნებისმიერი კათოლიკე ეპისკოპოსი, რომელიც მონაწილეობას მიიღებდა ქალების ხელდასმაში, ისევე, როგორც თავად ის ქალები, ავტომატურად განიკვეთებოდნენ ეკლესიისაგან, კანონიკური სამართლის 1378-ე მუხლისა და სხვა საეკლესიო კანონების მიხედვით.
 
=== სექსუალური შევიწროვებისა და ძალადობის ფაქტები ===
90-იანი წლებიდან მოყოლებული, რომის კათოლიკე ეკლესია სკანდალშია გახვეული, რადგან ცნობილი გახდა სასულიერო პირებისა და ეკლესიის სხვა წევრების მხრიდან არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობის შესახებ. აღნიშნული საკითხი საერთაშორისო დებატებისა და სამართალწარმოების პროცესების აღძვრის საბაბი, და მედიაში ფართოდ გაშუქებადი მოვლენა გახდა. ძალადობასთან დაკავშირებული საჩივრების გამო კათოლიკე ეკლესია მკაცრად გააკრიტიკეს, რადგან, ცნობილი გახდა, რომ ზოგიერთი ეპისკოპოსი მფარველობდა მოძალადე სასულიერო პირებს და სხვა ეპარქიებში უშვებდნენ, სადაც ისინი აღნიშნულ მოქმედებას აგრძელებდნენ.
 
სკანდალის საპასუხოდ, ეკლესიაში ჩამოყალიბდა ფორმალური პროცედურები, რათა ხელი შეეწყოს ძალადობის თავიდან არიდებას, წაახალისოს ნებისმიერი სახის შეურაცხყოფისას მსხვერპლთა მხრიდან მიმართვიანობა და ასეთი შეტყობინებების დროული განხილვა, თუმცა, ამ პროცედურათა ეფექტურობასთან დაკავშირებით მოგვიანებით კვლავ კამათობდნენ. ამის გამო, 2014 წელს პაპმა ფრანცისკემ დააარსა არასრულწლოვანთა დამცველი პაპის კომისია.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კათოლიციზმი“-დან