დევიდ ჯულიუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
{{ინფოდაფა მეცნიერი}}
'''დევიდ ლეი ჯულიუსი''' ({{lang-en|David Jay Julius}}; დ. [[4 ნოემბერი]], [[1955]], [[ბრუკლინი]], [[ნიუ-იორკი]], [[ამერიკის შეერთებული შტატები|აშშ]]) — [[ამერიკელები|ამერიკელი]] [[ფიზიოლოგია|ფიზიოლოგი]]. ცნობილია თავისი შრომებით ტკივილისა და ტემპერატურის შეგრძნებების მოლეკულური მექანიზმების შესახებ. ჯულიუსის მიერ TRPV1-ის სახელწოდებით ცნობილი რეცეპტორის აღმოჩენამ, ასევე მისმა შემდგომა წვლილმა ტემპერატურის აღქმის მოლეკულური საფუძვლების შესახებ, ნათელი მოჰფინა ადამიანის [[ნერვული სისტემა|ნერვული სისტემის]] მიერ სითბოს, სიცივისა და ტკივილის შეგრძნების ბევრ ასპექტს. [[2021]] წელს, ლიბანელ-ამერიკელ მეცნიერ [[არდემ ფათაფუთიანიპატაპუტიანი|არდემ ფათაფუთიანთანპატაპუტიანთან]] ერთად, ჯულიუსი გახდა [[ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში|ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში]].<ref>[https://www.nobelprize.org/prizes/medicine/2021/julius/facts/ David Julius], Nobel Prize Outreach AB 2022. ციტირების თარიღი: 16 იანვარი, 2022.</ref>
== ბიოგრაფია==
[[ფაილი:22 Hegasy EN Nobel Prize 2021 TRPV1 Piezo2.png|მინი|left|2021 წლის ნობელია პრემია: ტემპერატურის და შეხების მგრძნობელობის მოლეკულური საფუძვლები.]]
ხაზი 7:
კალიფორნიის უნივერსიტეტში მუშაობისას ჯულიუსის ძირითადი სამეცნიერო ინტერესი იონური არხები და სომატური მგრძნობელობის, განსაკუთრებით, ტკივილის აღქმის მოლეკულური მექანიზმები იყო. ამ დროისთვის უკვე აღმოჩენილი იყო კაპსაიცინი — ნივთიერება, რომელიც წითელი წიწაკის შემადგებლობაში შედის და იწვევს დამახასიათებელ წვის შეგრძნებას, თუმცა უცნობი იყო ის ნერვული დაბოლოება (რეცეპტორი), რომელთანაც კაპსაიცინი ურთიერთქმედებს. გენური კლონირების სტრატეგიის გამოყენებით, ჯულიუსმა გამოავლინა კანის რეცეპტორი, რომელიც პასუხობს სითბურ გამღიზიანებელს. შემდეგ მან მოახერხა ამ რეცეპტორთან დაკავშირებული მოლეკულის იზოლირება; დაადასტურა, რომ ის იონურ არხს წარმოადგენდა და მას TRPV1 (ინგლ. transient receptor potential cation channel subfamily V member 1, „გარდამავალი რეცეპტორული პოტენციალის კათიონური არხი, ქვეოჯახი V, წევრი 1“) უწოდა.<ref name="ბრიტ"/>
 
ჯულიუსის შემდგომდროინდელმა კვლევებმა წვლილი შეიტანა სხვა თბომგრძნობიარე იონური არხების აღმოჩენაში. მათ გარდამავალი რეცეპტორული პოტენციალის (TRP) არხების ოჯახი ეწოდა. მათ შორისაა ჯულიუსის მიერ აღწერილი TRPM8, პირველი რეცეპტორი, რომელიც აღმოჩნდა, რომ პასუხისმგებელი იყოს სიცივის შეგრძნებაზე. ამ კვლევებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი იმის გააზრებას, თუ როგორ წარმოიქმნება ტემპერატურის აღქმის ელექტრული სიგნალები ადამიანის ნერვულ სისტემაში. 2021 წელს ჯულიუსმა და არდემ ფათაფუთიანმაპატაპუტიანმა ნობელის პრემია მიიღეს. გარდა ამისა, ჯულიუსი დაჯილდოებულია ბუნებისმეტყველებასა და მედიცინაში შოუს პრიზით ([[2010]]), კანადის გერდნერის საერთაშორისო ჯილდოთი ([[2017]]), ნეირომეცნიერებაში კავლის პრიზით (2020, ფათაფუთიანთანპატაპუტიანთან ერთად) და ბუნებისმეტყველებაში „გარღვევის პრიზით“ (2020). ის ასევე არჩეულია აშშ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრად ([[2004]]) და ჰოვარდ ჰიუს სამედიცინო ინსტიტუტის მზრუნველთა საბჭოს წევრად ([[2021]]).<ref name="ბრიტ"/>
 
==სქოლიო==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დევიდ_ჯულიუსი“-დან