მარია ტერეზა ესპანელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 49:
== ქორწინება (1660) ==
[[ფაილი:Louis XIV wedding.jpg|მინი|354x354პქ|ლუი XIV-ისა და მარია ტერეზა ესპანელის ქორწინება]]
მშვიდობის დამყარების შემდეგ უდიდესი სამეფო ქორწილისათვის მომზადებას სრული შვიდი თვე დასჭირდა. ამ სამზადისში ფრანგებიც და ესპანელებიც იყვნენ ჩართულები და დიდ ძალისხმევას დებდნენ მასში. ფილიპე IV-ს სურდა, რომ მისი ქალიშვილის ქორწინება უნაკლო ყოფილიყო, რისი ზედამხედველობაც მარიანა ავსტრიელს სთხოვა. მარია ტერეზას მარიონეტული ქორწინება [[1660]] წლის 3 ივნისს შედგა ფუენტერაბიის ტაძარში, ესპანეთში, სადაც ლუის ესპანეთის პირველი მინისტრი წარმოადგენდა. სამი დღის შემდეგ სამეფო ოჯახები ერთმანეთს საფრანგეთ-ესპანეთის საზღვარზე, საგანგებოდ აგებულ პავილიონში შეხვდნენ. სწორედ აქ, 45-წლიანი განშორების შემდეგ შეხვდა ფილიპე IV თავის დას, დედოფალ ანა ავსტრიელს. 4 ივნისს მარია ტერეზა და ლუი ერთმანეთს მალულად შეხვდნენ, რადგან ერთმანეთის გაცნობა ძალიან სურდათ. 6 ივნისს გამართულ ოფიციალურ საზეიმო შეხვედრაზე ორი მეფე თავის დაკვრითა და ხელის ჩამორთმევით მიესალმა ერთმანეთს. ფრანგებს ახლებური და ძალიან ფერადი ტანსაცმელი ეცვათ, ესპანელები კი მთლიანად შავებში იყვნენ შემოსილები. ოთახში დაფენილ ხალიჩაზე გამყოფი ხაზი იყო გავლებული რაც ესპანეთ-საფრანგეთის საზღვარს წარმოადგენდა. ამ ხაზის იქით არც ფრანგები შეუშვეს ესპანელებმა და არც ესპანელები ფრანგებმა. მეორე დღეს მხოლოდ მარია ტერეზას დართეს ნება ესპანური საზღვრიდან ფრანგულ მხარეს გადასულიყო. მარია ტერეზა ხაზის გადაკვეთამდე ცრემლებით გამოემშვიდობა მამასა და ახლობლებს, რადგან იცოდა, რომ მათ ვეღარასდროს ნახავდა. როგორც კი ხაზი გადაკვეთა სასწრაფოდ გახადეს ესპანური სამოსი და ფრანგული ტანსაცმელი ჩააცვეს. ფრანგული ეტიკეტის მიხედვით სამეფო პატარძალს არაფერი არ უნდა ჰქონოდა რაც სხვა სამეფო კარიდან ჰქონდა წამოღებული.
 
[[1660]] წლის 9 ივნისს სენ-ჟან-დე-ლუზის ტაძარში მარია ტერეზა ესპანელი და ლუი XIV ფრანგი დაქორწინდნენ. ამ დროს ორივე 22 წლისანი იყვნენ. სამეფო ქორწილი საოცარი ბრწყინვალებით აიღნიშნა. მარია ტერეზას საოცარი გვირგვინი და კაბა მის ახალ სტატუსს — საფრანგეთის დედოფლობას გამოხატავდა. მას ეცვა ლურჯი ხავერდის კაბა, რომელზეც ოქროს ძაფით ამოქარგული იყო ფრანგული ჯვრები.
ხაზი 55:
როდესაც სამეფო ბანკეტი დასრულდა ლუის სასწრაფოდ მარია ტერეზასთან განმარტოვება მოუნდა, თუმცა დედა-დედოფალმა ანა ავსტრიელმა ამის ნება არაფრით არ დართოთ. მისი განცხადებით პირველ ღამეს ორივეს თავი უნდა შეეკავებინათ. მეორე ღამით არქიეპისკოპოსმა დალოცა მათი საწოლი და მხოლოდ ამის შემდეგ მისცეს ერთად დაწოლის ნება. მეორე დღეს, როგორც აღმოჩნდა ორივე მეუღლე კმაყოფილი დარჩა ღამით.
 
[[1660]] წლის 26 აგვისტოს სამეფო წყვილი პარიზში რომაული ტრიუმფის მაგალითით შევიდა. მათ უკან მიჰყვებოდნენ უმაღლესი არისტოკრატები და სასულირო წოდების ხალხი, რომელთაც სასახლისკენ მიმავალ გზაზე სხვადასხვა რომაული ღმერთების ქანდაკებები დაედგათ.
 
== დედოფლობა (1660-1672) ==