მარია ტერეზა ესპანელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 21:
|ხელმოწერა = Signature of Marie Thérèse d'Autriche in 1663 at the marriage of Henri Jules de Bourbon and Anne of Bavaria.jpg
}}
'''მარია ტერეზა ესპანელი''', ან '''ავსტრიელი''' ({{Lang-es|María Teresa de Austria}}, {{Lang-fr|Marie-Thérèse d’Espagne}}; დ. [[10 სექტემბერი]], [[1638]], [[ესკორიალი]], [[ესპანეთი]] — გ. [[30 ივლისი]], [[1683]], [[ვერსალის სასახლე|ვერსალი]], [[საფრანგეთი]]) — [[ჰაბსბურგთა დინასტია|ჰაბსბურგთა დინასტიის]] ესპანური განშტოების წარმომადგენელი. ესპანეთისა და პორტუგალიის ინფანტა, ავსტრიის ერცჰერცოგინია დაბადებით. საფრანგეთის დედოფალი [[1660]]-[[1683]] წლებში, როგორც [[ლუი XIV]]-ის პირველი მეუღლე.
 
ესპანეთისა და პორტუგალიის მეფე [[ფილიპე IV]]-ისა და მისი პირველი ცოლის, დედოფალ [[ელიზაბეტა დე ბურბონი|ელიზაბეტ ფრანგის]] ქალიშვილი. დედისა და ძმის გარდაცვალების შემდეგ, რამდენიმე წლის მანძილზე იგი იყო ესპანეთის ტახტის მემკვიდრე. [[1660]] წელს საფრანგეთთან მშვიდობის დასამყარებლად მიათხოვეს საფრანგეთის მეფე [[ლუი XIV]]-ს. ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა და მთელი დარჩენილი ცხოვრება მარია ტერეზამ ლუისა და მისი საყვარლების ჩრდილში გაატარა.
ხაზი 43:
[[1656]] წელს ესპანელებმა დინასტიური ქორწინებით საფრანგეთთან ომის დასრულება მოისურვეს, რომელიც [[1635]] წლიდან მოყოლებული მიმდინარეობდა და მთლიანად გამოფიტა ესპანეთი. ამიტომაც გადაწყდა მარია ტერეზას მითხოვება საფრანგეთის მეფე [[ლუი XIV]]-ზე, რომელიც ზუსტად მისი ასაკის იყო. ლუი და მარია ტერეზა ღვიძლი ბიძაშვილ-მამიდაშვილები იყვნენ, ვინაიდან მარია ტერეზას მამას, მეფე [[ფილიპე IV]]-ს ცოლად ჰყავდა [[ელიზაბეტა დე ბურბონი|ელიზაბეტ ფრანგი]], ხოლო ფილიპეს და, დედოფალი [[ანა ავსტრიელი (1601-1666)|ანა ავსტრიელი]] ცოლად ჰყავდა ელიზაბეტ ფრანგის ძმას, საფრანგეთისა და ნავარის მეფე [[ლუი XIII]]-ს, რომელთა ვაჟიც იყო ლუი XIV. ევროპაში ამგვარი ორმაგი დინასტიური ქორწინებები საკმაოდ ხშირი და ჩვეულებრივი ამბავი იყო. ამ ქორწინების იდეა არა მხოლოდ ფილიპე IV-ს, არამედ ანა ავსტიელსა და მის მრჩეველს, [[ჯულიო მაზარინი|კარდინალ მაზარინსაც]] მოსწონდათ. მაგრამ არსებობდა ერთი დაბრკოლება. ამ დროს ფილიპეს ვაჟი ჯერ კიდევ არ ჰყავდა და ვინაიდან ესპანეთში სალის კანონი (რომლის მიხედვითაც ქალს ტახტზე ასვლა არ შეუძლია) არ მოქმედებდა, მომავალ მონარქად მარია ტერეზა მოიაზრებოდა, რაც ხელს უშლიდა მის საფრანგეთში გათხოვებას, თუმცა გამოსავალი მოიძებნა. ესპანელებმა ლუი XIV-ს საბუთზე მოაწერინეს ხელი, რომლის მიხედვითაც არც მას და არც მის შთამომავლებს ესპანეთის ტახტზე პრეტენზია არ უნდა ჰქონოდათ. სწორედ ამ დროს [[მარიანა ავსტრიელი|მარიანა ავსტრიელმა]] მოისურვა მისი და ფილიპეს ქალიშვილის, ინფანტა [[მარგარიტა ტერეზა ესპანელი|მარგარიტა ტერეზას]] მითხოვება თავის ძმაზე, იმპერატორ [[ლეოპოლდ I (სრი)|ლეოპოლდ I]]-ზე, რომელიც ასევე ჰაბსბურგი იყო. ესპანელებმა მარგარიტა ტერეზასა და ლეოპოლდს ესპანეთის ტახტზე პრეტენზიის გამოთქმის უფლება დაუტოვეს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფილიპე უვაჟოდ გარდაიცვლებოდა.
 
მარია ტერეზასა და ლუის ქორწინების გაჭიანურებით მალევე სხვებმა ისარგებლეს. [[1658]] წელს კარდინალმა მაზარინმა ანა ავსტრიელს შესთავაზა ლუის დაქორწინება მის დისშვილზე — მარია მანჩინზე, რაზეც ანამ უარი თქვა. მალევე ინგლისის დედა-დედოფალმა, [[ანრიეტა მარია დე ბურბონი|ანრიეტა მარია ფრანგმა]], რომელიც ასევე ლუის მამიდა იყო, წამოაყენა მისი ქალიშვილის, პრინცესა [[ჰენრიეტა ინგლისელი|ჰენრიეტა ანა სტიუარტისა]] და ლუის ქორწინების წინადადება. ასევე შეთავაზება მოვიდა პორტუგალიიდან, საიდანაც დედოფალი [[ლუიზა დე გუსმანი]] ლუის მის ქალიშვილ [[კატარინა ბრაგანსა|კატარინა ბრაგანსაზე]] დაქორწინებას სთავაზობდა. დედა-დედოფალი ანა ყველას უარით ისტუმრებდა, რადგან მას ლუის დაქორწინება თავის ძმიშვილზე სურდა. ამავე 1658 წელს სავოიიდან დიდი ელჩობა ჩამოვიდა, რომელიც ასევე ლუის მამიდამ, [[კრისტინა მარია დე ბურბონი|კრისტინა მარია ფრანგმა]] გამოაგზავნა. კრისტინასაც ლუის თავის ქალიშვილზე, [[მარგერიტა ვიოლანტე სავოიელი|მარგერიტა ილანდა სავოიელზე]] დაქორწინება სურდა. ამრიგად მარია ტერეზას უამრავი კონკურენტი გამოუჩნდა. ამან ესპანელები გამოაცოცხლა, ფილიპე მიხვდა, რომ მისი და დიდხანს ვერ გაუწევდა წინააღმდეგობას ამდენ მსურველს, რის გამოც 1658 წელს საფრანგეთთან სამშვიდობო ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულების დადებისას ფილიპემ ასევე გააფორმა მარია ტერეზასა და ლუის საქორწინო კონტრაქტი, რომელსაც საოცარი მზითვის გამო ფრანგები არასდროს გააუქმებდნენ. ფილიპე მარია ტერეზას მზითვში ატანდა სადავო [[რუსოლინი|რუსოლინის მხარეს]] და ამას დამატებულ 500 000 ოქროს ეკიუს. კმაყოფლი მაზარინი დაუყოვნებლივ ჩავიდა პარიზში და სამეფო ოჯახს საქორწინო კონტრაქტის დადება ახარა. მომდევნო რამდენიმე თვის მანძილზე მაზარინსა და ფილიპე IV-ის ელჩს შორის საქორწინო მოლაპარაკებები კიდევ რამდენიმე თვე გაგრძელდა. მათ განიხილეს და მოაგვარეს საფრანგეთსა და ესპანეთს შორის არსებული ყველა სადავო საკითხი, რის პარალელურადაც მაზარინი თავის დის შვილს გამუდმებით ცხვირწინ უტრიალებდა ლუის, რათა როგორმე შეჰყვარებოდა, თუმცა ამაოდ.
[[ფაილი:Traite-Pyrenees.jpg|მარცხნივ|მინი|329x329პქ|ორი სამეფო ოჯახის საქორწინოდ შეხვედრა, 1660 წელს]]
საბოლოოდ პარტიათა შეთანხმებით ოფიციალური ფორმალობების შესრულების დრო დადგა. [[1659]] წლის 17 ოქტომბერს მადრიდში ჩავიდა ლუი XIV-ის ოფიციალური დელეგაცია და მარია ტერეზას ხელი ითხოვეს, რაზეც ცხადია დადებითი პასუხი მიიღეს. ამავე წლის 7 ნოემბერს მაზარინმა და ესპანეთის პირველმა მინისტრმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო ხელშეკრულებას, რის მიხედვითაც საბოლოოდ უნდა დასრულებულიყო ომი. მალევე დაიწერა საქორწინო კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც ინფანტას ქორწინებით ჩერდებოდა ომი, მას მზითვში მიჰქონდა სადავო რუსოლინის მხარე და იმის გამო, რომ შემდეგში მათ შვილებს ესპანეთზე არ ჰქონოდათ პრეტენზია ესპანელები დამატებით მზითვად აყოლებდნენ 500 000 ოქროს ეკიუს. ამ დროს უკვე გაკოტრებულმა ესპანეთმა ვერ შეძლო ამხელა თანხის გადახდა, რასაც საბოლოოდ კიდევ ერთი ომი და [[ომი ესპანური მემკვიდრეობისათვის|ესპანური მემკვიდრეობისთვის დაწყებული ომი]] მოჰყვა. ამ პერიოდში საფრანგეთი ევროპის უძლიერესი სახელმწიფო იყო და ყველაფერს თავის სასარგებლოდ აკეთებდა. თუმცა მარია ტერეზას ქორწინებამ დიდი შვება და რამდენიმეწლიანი მშვიდობა მოუტანა ესპანეთს.