ფარნავაზ I: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
წინა სატესტო რედაქტირების გაუქმება
იარლიყი: ხელით გაუქმება
тиои
ხაზი 26:
|დედა= [[დარიოს III|დარიოს III-ის]] ასული
}}
'''ფარნავაზ I''' ({{lang-fa|ფარნა}} – დიდება<ref>Rapp, Stephen H. (2003) Studies In Medieval Georgian Historiography: Early Texts And Eurasian Contexts. Peeters Bvba ISBN 90-429-1318-5., pp. 275-276.</ref>) — [[ლეონტი მროველი]]ს მიხედვით, ქართლის (იბერიის) პირველი მეფე ძვ. წ. IV–III საუკუნის I ნახევარში და [[ფარნავაზიანთა დინასტია|ფარნავაზიანთა დინასტიის]] დამაარსებელი. ამავე ავტორის მიხედვით იგი იყო მცხეთის მამასახლისის სამარას ძმისწული. ფარნავაზმა დაამარცხა [[აზო]] და თავი ქართლის (იბერიის) მეფედ გამოაცხადა. ამის შემდეგ ჩაატარა სახელმწიფო რეფორმა – ქართლის სამეფო დაჰყო რვა საერისთავოდ და ქართლის სასასპეტოდ, რომელთა სათავეში შესაბამისად ერისთავები და სპასპეტი ჩააყენა. ფარნავაზმა აღმართა სამეფოს მთავარი ღვთაების – [[არმაზი (ღვთაება)|არმაზის]] კერპი. მასვე მიეწერება [[ქართული დამწერლობა|ქართული დამწერლობის]] შექმნა („შექმნა მწიგნობრობა ქართული“).
 
ფარნავაზი მოღვაწეობა ქართულ ისტორიოგრაფიაში დათარიღებულია ძვ. წ. IV საუკუნის მიწურულითა და III საუკუნის I ნახევრით. ზოგიერთი ისტორიკოსი კი კონკრეტულ თარიღსაც ასახელებს (პ. ინგოროყვა – ძვ. წ. 284–219 წწ., ს. გორგაძე – ძვ. წ. 272–206 წწ.).<ref>{{წიგნი | ბმული = http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/77842?mode=full | ავტორი1 = [[მარიკა ლორთქიფანიძე|ლორთქიფანიძე მ.]] | ავტორი2 = [[როინ მეტრეველი|მეტრეველი რ.]] | სათაური = საქართველოს მეფეები | გვ = 15 | გამომცემლობა = „ნეკერი“ | ადგილი = თბ. | წელი = 2007 | isbn = 99928-58-36-2}}</ref>
[[File:მეფე ფარნავაზი.jpg|frameless|მარცხნივ]]
 
==ისტორია==
იყო მცხეთის მამასახლისის, [[სამარა (მცხეთის მამასახლისი)|სამარას]] ძმისწული (მამის სახელი ცნობილი არ არის). ფარნავაზი სამი წლისა იქნებოდა, როცა [[პონტო]]დან („საბერძნეთიდან“) ძლიერი ლაშქრით მოვიდა [[აზო]] (ლევან და გუბაზ სანიკიძეების ვარაუდით, პონტოელი ქართველი. მიიჩნევა [[ალექსანდრე მაკედონელი]]ს სარდლად), რომელმაც მოჰკლა სამარაც და მისი ძმაც (ფარნავაზის მამა) და თვითონ დაიდგა სამეფო ტახტი [[მცხეთა]]ში. ყრმა ფარნავაზი დედამ მთაში გახიზნა და იქ გაზარდა. ვაჟკაცობაში ფეხშედგმული ფარნავაზი, დედასთან ერთად, მცხეთაში დაბრუნდა და შეუდგა საიდუმლო სამზადისს აზონის ძალაუფლების დასამხობად. მან კავშირი შეკრა დასავლეთ საქართველოს, ეგრისის მთავარ ქუჯისთან და შეერთებული ძალებით, დაამხეს აზონის ბატონობა. თვითონ აზონი ბრძოლაში დაიღუპა. მცხეთაში მეფედ დაჯდა ფარნავაზი. აქედან იწყება [[ფარნავაზიანთა დინასტია|ფარნავაზიანთა დინასტიის]] ისტორია.
[[ფაილი:Iberia-ka.svg|მინიატიურა|[[იბერია|ქართლის სამეფო]] ფარნავაზის დროს]]
გამეფებისთანავე ფარნავაზი შეუდგა დიდ რეფორმატორულ და აღმშენებლობით საქმიანობას. გააერთიანა სრულიად საქართველო და დაჰყო იგი საერისთავოებად, სათავეში – ერისთავებით. სულ იყო რვა საერისთავო:
 
* არგვეთი (ერთი გაგზავნა მარგჳს ერისთავად და მისცა მცირით მთითგან, რომელ არს ლიხი, ვიდრე ზღუადმდე რიონს ზემოჲთ. და ამანვე ფარნავაზ აღაშენნა ორნი ციხენი: შორაპანი და დიმნაჲ.),
 
* [[კახეთის საერისთავო|კახეთი]] (და გაგზავნა ერთი კახეთისა ერისთავად და მისცა არაგჳთგან ვიდრე ჰერეთამდე, რომელ არს კახეთი და კუხეთი.),
 
* ხუნანი (ერთი გაგზავნა ხუნანისა ერისთავად და მისცა ბერდუჯის მდინარითგან ვიდრე ტფილისამდე და გაჩიანთამდის, რომელ არს გარდაბანი.),
 
* [[სამშვილდის საერისთავო|სამშვილდე]] (ერთი გაგზავნა სამშჳლდისა ერისთავად და მისცა სკჳრეთისა მდინარითგან ვიდრე მთამდე, რომელ არს ტაშირი და აბოცი.),
 
* [[წუნდის საერისთავო|წუნდა]] (ერთი გაგზავნა წუნდისა ერისთავად, და მისცა ფანავარითგან ვიდრე თავადმდე მტკუარისა, რომელ არს ჯავახეთი და კოლაჲ და არტანი.),
 
* [[ოძრხის საერისთავო|ოძრხე]] (ერთი გაგზავნა ოძრჴის ერისთავად, და მისცა ტასისკარითგან ვიდრე არსიანთამდის, ნოსტისთავითგან ზღუამდის, რომელ არს სამცხე და აჭარაჲ.),
 
* [[კლარჯეთის საერისთავო|კლარჯეთი]] (ერთი გაგზავნა კლარჯეთისა ერისთავად და მისცა არსიანთითგან ზღუამდე.),
 
* [[ეგრისის საერისთავო|ეგრისი]] (და მისცა [ქუჯის] ქუეყანაჲ ეგრისწყალსა და რიონსა შუა, ზღჳთგან მთამდე, რომელსა შინა არს ეგრისი და სუანეთი, და დაამტკიცა ერისთავად მუნ. და მან ქუჯი აღაშენა ციხე გოჯი.).
 
სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი პროვინცია — [[შიდა ქართლი]], დაექვემდებარა სპასპეტს. სპასპეტი მეფის შემდეგ მეორე პირი იყო სამეფოში და ერისთავებიც პირადად მას ემორჩილებოდნენ.
 
ხელახლა ააშენა, ახალი კედელ-გალავნებით და ციხე-კოშკებით გაამაგრა, განამტკიცა მცხეთა, იქვე აღმართა სალოცავი კერპი არმაზი. აღადგინა და ააშენა ყველა სხვა ციხე-სიმაგრე, რომელიც მანამდე დაენგრია მტრის შემოსევას, თუ სტიქიურ უბედურებას. დასავლეთ საქართველოში ააშენა ახალი ციხე-სიმაგრენი – შორაპანი და დიმნა (დიმი). მისმა თანამებრძოლმა, ეგრისის ერისთავმა ქუჯიმ აღაშენა ქალაქი [[ციხე-გოჯი]]. ფარნავაზის სახელთან დაკავშირებულია უდიდესი კულტურულ-საგანმანათლებლო რეფორმა – ქართული დამწერლობისა და მწიგნობრობის დაფუძნება („ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული“). გამეფდა 27 წლისა, იმეფა და იღვაწა 65 წელიწადი, აღესრულა 92 წლისა. დაკრძალეს არმაზს.<ref>{{წიგნი | ბმული = http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/80488 | ავტორი1 = [[ლევან სანიკიძე|სანიკიძე, ლევან]] | ავტორი2 = [[გუბაზ სანიკიძე|სანიკიძე, გუბაზ]] | სათაური = უბის ისტორია : ნაწილი I | გვ = 3, 4 | გამომცემლობა = „სამშობლო“ | ადგილი = თბილისი | წელი = 1992 }}</ref> ცოლად ყავდა [[დურძუკები|დურძუკი]]ს ქალი რომლისაგანაც ეყოლა ძე, მისი ტახტის მემკვიდრე — [[საურმაგ I]].
[[File:Pharnavaz statue kz1.jpg|thumb|300px|მარჯვნივ|ფარნავაზ მეფის თანამედროვე ქანდაკება თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე, [[საქართველო]].]]
 
==ლიტერატურა==
{{ქსე|10|232|გ. მამულია}}
* გ. მელიქიშვილი, ქართლის (იბერიის) სამეფოს ისტორიის ქრონოლოგიის საკითხისათვის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის შრომები, 1958, ტ. 4, ნაკვ. I; მისივე ქართლის (იბერიის) მეფეთა სიებში არსებული ხარვეზების შესახებ, მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, 1978, №3;
* პ. ინგოროყვა, ძველი-ქართული მატიანე „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია, საქ. მუზეუმის მოამბე, 1941, ტ. XI-BB;
* გ. მამულია, კლასობრივი საზოგადოება და სახელმწიფოს ჩამოყალიბება ძველ ქართლში, თბ., 1979;
* ს. გორგაძე, წერილები საქართველოს ისტორიიდან, „მოამბე“, 1905. №9, 10.
 
==სქოლიო==
{{სქოლიოს სია}}
 
{{დაიწყე ყუთი}}
{{მემკვიდრეობის ყუთი| წინამორბედი= | ტიტული=[[იბერია|იბერიის მეფე]] | წლები=ძვ. წ. IV–III სს.| შემდეგი = [[საურმაგ I]]}}
{{დაასრულე ყუთი}}
 
{{იბერიის მეფეები}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფარნავაზ_I“-დან