მურთუზა მუხთაროვი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''მურთუზამურთუზ მუხტარ ოღლი მუხტაროვი''' ({{Lang-az|Murtuza Muxtar oğlu Muxtarov}}) (დ.[[1855]] — გ.[[1920]]) — [[ბაქო|ბაქოელი]] ნავთობის მსხვილი [[მეწარმე]] და [[ქველმოქმედი]].<ref>[https://ourbaku.com/index.php/Мухтаров%20Муртуз%20-%20миллионер,%20изобретатель,%20нефтепромышленник https://ourbaku.com]</ref>
[[ფაილი: Murtuza Mukhtarov photo.jpg|მინი|მარჯვნივ| მურთუზამურთუზ მუხტარ ოღლი მუხტაროვი]]
==ბიოგრაფია==
მურთუზამურთუზ მუხტაროვი დაიბადა 1855 წელს ამირაჯანში. მან თავიდან დაიწყო ხელოსნის მოსწავლედ (დღეში იღებდა 10 კაპიკს), შემდეგ მუშაობდა ოსტატად, ბურღვის მემანქანედ.
[[1870|1870 წელს]], ურემის გაყიდვის შემდეგ, მუშად მოეწყო ბალახანის დასახლების სიახლოვეს — ზაბრატში. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის ხელით იღებდა ნავთობს მცირე ჭაბურღილებიდან. იგი ხასიათდებოდა როგორც ძლიერი, გამძლე და მამაცი ადამიანი. ჭაბურღილები უკვე ბურღვის მექანიკურ მეთოდზე იყო გადასული და ის მაინც ზაბრატიდან ამირაჯანში მიმავალ ტალახიან გზას ტკეპნიდა უმცროს ძმასთან, ბალ-აჰმედთან ერთად. ასრულებდა ამ სფეროში ყველაზე რთულ და ბინძურ სამუშაოს. ნიჭიერი, შრომისმოყვარე ახალგაზრდა კაცი შეამჩნია წარმოების მფლობელმა, მარტოვმა. მალე მუხტაროვი ოსტატი გახდა და მის დაქვემდებარებაში შევიდა წარმოების მექანიკური სახელოსნოები. მურთუზმა გააუმჯობესა ნახევრად მექანიზებული ჩაქუჩის ჩარხი, რითაც მანქანა ბევრად უფრო გამძლე გახდა და მალე მუხტაროვს, როგორც ჭაბურღილების შეკეთებისა და პრობლემების აღმოსაფხვრელად შეუცვლელ ოსტატს, გასაქანს აღარ აძლევდნენ საწარმოების მფლობელები.
 
ხაზი 11:
[[1910|1910 წელს,]] იოსებ პლოშკოს პროექტით, ბაქოში აშენდა მუხტაროვის კუთვნილი სახლი, იტალიური რენესანსის სტილში. შენობის პირველ სართულზე იყო მაღაზიები და ოფისები, ხოლო მეორეზე — საცხოვრებელი ბინები.
 
1908 წელს მუხტაროვის სახსრებით, ვლადიკავკაზში, მდინარე თერგის აშენდა უჩვეულო არქიტექტურითა და სილამაზით გამორჩეული სუნიტური მეჩეთი, რომელიც [[მუხთაროვის მეჩეთი|მუხტაროვის მეჩეთის]] სახელით არის ცნობილი.
 
{| class="graytable" style="text-align:center"
ხაზი 23:
| [[მუხტაროვის სასახლე|მუხტაროვის სასახლე]] ბაქოში (ახლანდელი საქორწინო სასახლე)
|}
[[1920]] წლის აპრილში აზერბაიჯანში [[ბაქოს ოპერაცია|საბჭოთა ხელისუფლება]] აღდგა, ქალაქი დაიკავეს წითელი არმიის დანაყოფებმა. შექმნილი ვითარების გამო მურთუზამურთუზ მუხტაროვმა თავი მოიკლა. მისი საფლავი მუხტაროვის მეჩეთის ეზოშია, მის მშობლიურ ამირჯანში.
 
მურთუზამურთუზ მუხტაროვი დაქორწინებული იყო ოს დიდგვაროვან ელიზავეტა ტუგანოვაზე, პოლკოვნიკ ასლან-ბეკ ტუგანოვის ქალიშვილზე.
 
მურთუზამურთუზ მუხტაროვის ხსოვნის საპატივსაცემოდ მარდაქანში დაიდგა მისი ბიუსტი, მის სახელს ატარებს ქუჩა ბაქოში და რკინიგზის სადგური საბუნჩის მახლობლად. სადგურის ახლოს მდებარე სოფელს ხალხში მუხტაროვას ეძახიან.
 
==რესურსები ინტერნეტში==