კათოლიციზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 111:
 
==== ავინიონის პაპობა და დასავლური სქიზმა ====
{{მთავარი|პაპების ავინიონის ტყვეობა|დიდი განხეთქილება კათოლიკურ ეკლესიაში}}
[[ფაილი:Avignon, Palais des Papes depuis Tour Philippe le Bel by JM Rosier.jpg|მინი|330x330პქ|პაპების რეზიდენცია ავინიონში]]
XIV საუკუნის დადგომასთან ერთად კათოლიკურ სამყაროში დიდი არეულობა დაიწყო, რაც გამოწვეული იყო ფრანგი მონარქების გავლენის ზრდით ეკლესიაზე. 1305 წელს საფრანგეთის მეფე [[ფილიპ IV (საფრანგეთი)|ფილიპ IV]]-ის გავლენით კარდინალებმა რომის პაპად წარმოშობით ფრანგი [[კლემენტ V]] აირჩიეს. სულ მალე, 1309 წელს პაპმა კლემენტმა რეზიდენცია რომიდან საფრანგეთის ქალაქ [[ავინიონი|ავინიონში]] გადაიტანა და იქვე გადასახლდა. ამის გამო მას „ფრანგების პაპი“ უწოდეს, ხოლო იმ პერიოდს, როდესაც პაპები ავინიონში ისხდნენ, ეწოდება „პაპების ავინიონის ტყვეობა“, რომელიც თითქმის მთელ საუკუნეს გაგრძელდა. მთელი ამ დროის განმავლობაში საფრანგეთის მეფეების გავლენით პაპის თანამდებობაზე მხოლოდ ფრანგები აირჩეოდნენ. ამრიგად, კათოლიკურ სამყაროს 1309 წლიდა 1377 წლამდე სულ შვიდი ავინიონელი ფრანგი პაპი მართავდა: [[კლემენტ V]] (1305-1314), [[იოანე XXII]] (1316-1334), [[ბენედიქტე XII]] (1334-1342), [[კლემენტ VI]] (1342-1352), [[ინოკენტი VI]] (1352-1362), [[ურბან V]] (1362-1370) და [[გრიგოლ XI]] (1370-1378).
[[ფაილი:Giorgio Vasar retour idéalisé de Grégoire XI à Rome.jpg|მარცხნივ|მინი|288x288პქ|პაპ გრიგოლ XI-ის რომში დაბრუნება, 1377 წელი, რითაც დასრულდა ავინიონის ტყვეობა]]
ავინიონის ტყვეობისას პაპები მთლიანად ფრანგი მონარქების მითითებებით მოქმედებდნენ, რაც სხვა ევროპელ მმართველებს დიდად აღიზიანებდა, განსაკუთრებით ფრანგული პოლიტიკის მოწინააღმდეგე ინგლისელებსა და გერმანელებს. უკვე ფილიპ IV-ისა და მისი ძეების უმემკვიდრეოდ დაღუპვამ, რასაც საფრანგეთში [[ვალუას დინასტია|ვალუების]] გამეფება და ინგლისთან დაწყებული [[ასწლიანი ომი]] მოჰყვა, ავინიონის პაპობა ძლიერად შეირყა. ავინიონის პაპებმა დაკარგეს მთავარი მფარველი, ანუ საფრანგეთის მონარქი, რომელიც მთლიანად ომზე იყო გადართული. ამასთან, რომის პაპობის მომხრე ინგლისელთა საფრანგეთში წარმატებული ექსპანსია ერთობ აშფოთებდა ავინიონელებს, რის გამოც 1377 წელს პაპმა [[გრიგოლ XI]]-მ დატოვა ავინიონი და საზეიმოდ დაბრუნდა რომში, რითაც დასრულდა ტყვეობა და აღდგა რომის პაპობა.
[[ფაილი:Western schism 1378-1417.svg|მინი|297x297პქ|დასავლური სქიზმის რუკა: ვარდისფრად ავინიონის პაპის მომხრეები (საფრანგეთი, შოტლანდია, ესპანეთი და ნეაპოლი), ლურჯად რომის პაპის მომხრეები (ინგლისი, იტალია, ფლანდრია, უნგრეთი, დანია, შვედეთი და პოლონეთი), ყვითლად მხარეთმონაცვლეები (საღვთო რომი და პორტუგალია).]]
1378 წელს, რომში დაბრუნებიდან მალევე, პაპი გრიგოლი აღესრულა. ახალი პაპის არჩევასთან დაკავშირებულ იდეოლოგიურ განსხვავებებს კი მოჰყვა [[დიდი განხეთქილება კათოლიკურ ეკლესიაში]], რომელიც ასევე ცნობილია დასავლური სქიზმის სახელითაც. 1378 წელს თითქმის მთელი იტალიის, ინგლისის, ირლანდიის, ფლანდრიის, უნგრეთის, პოლონეთის, გერმანიისა და სკანდინავიის სასულიერო პირებმა რომის პაპად [[ურბან VI]] აირჩიეს, ხოლო ნეაპოლის, შოტლანდიის, საფრანგეთისა და ესპანეთის სამღვდელოებამ ავინიონში პაპად დასვა [[კლემენტ VII (ანტიპაპი)|კლემენტ VII]]. ამას მოჰყვა პაპის ორი კურიის გაჩენა, რის შემდეგაც ორივე პაპმა შეაჩვენა ერთმანეთი. დასავლური სქიზმა საკმაოდ დიდ ხანს გაგრძელდა და XV საუკუნეშიც გაგრძელდა.
 
1409 წელს მოიწვიეს [[პიზის საეკლესიო კრება]], რომელმაც თანამდებობიდან გადააყენა როგორც ავინიონის პაპი [[ბენედიქტე XIII (ანტიპაპი)|ბენედიქტე XIII]] (ანტიპაპი), ისე რომის პაპი [[გრიგოლ XII]], მის ნაცვლად კი თანამდებობაზე ანტიპაპი [[ალექსანდრე V]] დასვა. ამ მოვლენამ სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა და გაართულა, რადგან გადაყენებულმა პაპებმა არ სცნეს საეკლესიო კრების გადაწყვეტილება და მომხრეებთან ერთად გააპროტესტეს იგი, რასაც შედეგად მოჰყვა ის, რომ კათოლიკურ სამყაროში გაჩნდა უკვე სამი პაპი. ცხადია, ეკლესიაში მიმდინარე დავამ ხელი შეუწყო მთელ ევროპაში სხვადასხვა ერეტიკული სწავლებების გავრცელებას, რაც დიდ უკმაყოფილებას იწვევდა არისტოკრატიაშიც, რადგან ახალი სწავლებები უმეტესად ფეოდალური წყობის წინააღმდეგ იყო მიმართული. ამიტომ, ამით უკმაყოფილო ევროპელმა დიდებულებმა კვლავ ერთიანი ეკლესიის ჩამოყალიბება მოითხოვეს. სწორედ ამის გამო, 1414 წელს მოიწვიეს [[კონსტანცის საეკლესიო კრება]], რომელიც 1418 წლამდე გაიწელა, თუმცა შედეგი გამოიღო. კრების დადგენილებამ თანამდებობიდან გადააყენა სამივე პაპი: იოანე XXIII, გრიგოლ XII და ბენედიქტე XIII, მათ ნაცვლად კი რომის პაპად აირჩია [[მარტინ V]], რითაც საბოლოოდ დასრულდა დასავლური სქიზმა.
 
==== რეკონკისტას დასასრული და ინკვიზიციის გაჩენა ====
{{მთავარი|ინკვიზიცია|რეკონკისტა}}
[[ფაილი:Stilke Hermann Anton - Joan of Arc's Death at the Stake.jpg|მინი|307x307პქ|ინკვიზიციის მიერ ჟანა დ’არკის კოცონზე დაწვა]]
ჯვაროსნული ლაშქრობებისა და დასავლური სქიზმის პარალელურად, არაბების მიერ დაპყრობილ იბერიის ნახევარკუნძულზე ესპანელები და პორტუგალიელები აქტიურად აწარმოებდნენ მუსლიმთაგან განმათავისუფლებელ ომებს, რაც ისტორიაში [[რეკონკისტა|რეკონკისტას]] სახელითაა ცნობილი. იმავდროულად, გახშირებული ერეტიკული სწავლებების წინააღმდეგ საბრძოლველად, 1215 წელს შემდგარი ლატერანის საეკლესიო კრების დადგენილებით, შეიქმნა კათოლიკე ეკლესიის სასამართლო ტრიბუნალი — [[ინკვიზიცია]], რომელსაც კათოლიკე სასულიერო პირები მართავდნენ. ბრალდებულს ეძლეოდა თავის მართლების საშუალება, თუმცა მის წინააღმდეგ გამოდიოდნენ მოწმეები და თავად კათოლიკე ეკლესია, რის გამოც, ფრანცისკელი ბერის, ბერნარდ დელისიეს სიტყვებით, ინკვიზიციისაგან თავის დაღწევა და მასზე თავის გამართლება ისეთი რთული საქმე იყო, რომ ერეტიკოსობაში დადანაშაულების შემთხვევაში, თავად [[წმინდა პეტრე]] და [[პავლე მოციქული|წმინდა პავლეც]] ვერანაირად გაიმართლებდნენ თავებს. ინკვიზიცია მთელ კათოლიკურ ევროპაში მოქმედებდა, თუმცა განსაკუთრებული აქტიურობით ესპანეთსა და პორტუგალიაში გამოიყენებოდა. მას შემდეგ, რაც ინკვიზიცია ბრალდებულს დამნაშავედ სცნობდა, ხდებოდა შესაბამისი სასჯელით დასჯა, რაც უმეტესად კოცონზე დაწვა იყო. ეს იმიტომ, რომ მიიჩნევდნენ, რომ თუ ერეტიკოსი და ჯადოქარი ამქვეყნიურ ცხოვრებაშივე დაიწვებოდა ცეცხლზე და იგემებდა [[ჯოჯოხეთი|ჯოჯოხეთურ]] ტანჯვას, იგი ცოდვებისაგან განიწმინდებოდა. სწორედ ამის გამო, საუკუნეთა განმავლობაში უამრავი ადამიანი დაწვეს კოცონზე მთელ ევროპაში მწვალებლობისა და ჯადოქრობის ბრალდებით, მათ შორის: [[ჟანა დ’არკი]], [[გალილეო გალილეი]], [[ჯორდანო ბრუნო]] და ა.შ.
 
რაც შეეხება რეკონკისტას, იგი ერთობ ხანგრძლივი და რთული პროცესი აღმოჩნდა. ის ჯერ კიდევ 722 წელს დაიწყო [[ასტურიის სამეფო|ასტურიის სამეფოს]] დამაარსებელმა მეფე [[პელაიო|პელაიომ]] და გასტანა XV საუკუნის ბოლომდე. რეკონკისტას დასრულებას ის ფაქტორიც უშლიდა ხელს, რომ ესპანური სამეფოები დაქსაქსულები იყვნენ და არ იბრძოდნენ ერთობლივად, რასაც პერიოდულად თავად მათ შორის ატეხილი ომებიც ემატებოდა ხოლმე. მიუხედავად ამისა, ისინი პერიოდულად აახლებდნენ ომს მუსლიმთა წინააღმდეგ და მიიწევდნენ სამხრეთისაკენ. 1035 წელს დამოუკიდებლები გახდნენ [[კასტილიის სამეფო|კასტილიისა]] და [[არაგონის სამეფო|არაგონის სამეფოები]], 1037 წელს კი კასტილია ლეონის სამეფოსთან გაერთიანდა და გახდა მთავარი ესპანური სამეფო. 1031 წელს დაიშალა [[კორდოვის საამირო]], რამაც ესპანელებს ბიძგი მისცა.
[[ფაილი:La Rendición de Granada - Pradilla.jpg|მარცხნივ|მინი|315x315პქ|უკანასკნელი მუსლიმი ამირა გრანადის გასაღებს გადასცემს მეფე ფერდინანდსა და დედოფალ ისაბელს, 1492 წელი]]
1085 წელს კასტილიელებმა გამოიხსნეს ქალაქი [[ტოლედო]], რომელიც მათ დედაქალაქად იქცა. რამდენიმე წელში არაგონელებმა დაიპყრეს [[ვალენსია|ვალენსიაც]]. რეკონკისტას წარმატებმა ჩრდილოეთ აფრიკიდან გადმოსულმა [[ალმორავიდები|ალმორავიდებმა]] შეაჩერეს და ვალენსია დაიბრუნეს. 1118 წელს არაგონელებმა მათ სარაგოსა წაართვეს. აღსანიშნავია, რომ რეკონკისტა ასევე იყო კათოლიციზმისა და ისლამის დაპირისპირების განსახიერებაც, რამეთუ ესპანელების წინსვლასთან ერთად მუსლიმურ ქალაქებში შედიოდა კათოლიკური აღმსარებლობა, მოსახლეობა ნებით თუ ძალით ინათლებოდა და მეჩეთები ეკლესიებად კეთდებოდა. 1139 წელს შეიქმნა [[პორტუგალიის სამეფო|პორტუგალიის სამეფოც]], რომელიც ასევე აქტიურად ჩაება რეკონკისტაში, დაიპყრო [[ლისაბონი]] და მუსლიმები თანდათან მთლიანად გააძევა. სწორედ პორტუგალია გახდა პირველი სამეფო, რომელმაც რეკონკისტა დაასრულა [[ალგარვი|ალგარვის]] დაპყრობით.
 
XIII საუკუნიდან კასტილიელები და არაგონელები ისევ გააქტიურდნენ. 1236 წელს კასტილიელებმა აიღეს [[კორდობა (ესპანეთი)|კორდობა]] და გააქრისტიანეს მისი მოსახლეობა, იგივე გააკეთეს არაგონელებმა 1248 წელს [[სევილია|სევილიაში]], 1229-1238 წლებში კი ბალეარის კუნძულებსა და ვალენსიაში. ამის შემდეგ მუსლიმების უკანასკნელ სიმაგრედ [[გრანადის საამირო|გრანადის საამიროღა]] იქცა. უკვე 1492 წელს, კასტილიის დედოფალმა [[ისაბელ I კასტილიელი|ისაბელ I]]-მა და მისმა მეუღლემ, მეფე [[ფერდინანდ II არაგონელი|ფერდინანდ II არაგონელმა]] ერთობლივი ძალებით დაიწყეს [[გრანადის დაცემა|გრანადის ალყა]], რომელიც იმავე წელს დაეცა, რითაც დასრულდა რეკონკისტა. მათი ბრძანებით მთელი საამიროს ებრაული და მუსლიმური მოსახლეობა კათოლიციზმზე მოექცა, ან ყოველგვარი ქონების გარეშე მაროკოსა და ოსმალეთში გაიქცა. ამის გამო რომის პაპმა მათ „კათოლიკე რწმენის დამცველთა“ წოდება მიანიჭა. აღსანიშნავია, რომ მათ დროს ესპანეთში და, შემდეგში ამის გავლენით, პორტუგალიაშიც, ძალიან გაძლიერდა ინკვიზიცია. ინკვიზიტორებს ესპანეთში გარდა ერესის აღმოფხვრისა, დაევალათ, რომ მკაცრად ედევნებინათ მორისკებისთვის (მონათლული მავრები) და მარანებისათვის (მონათლული ებრაელები), რათა თავიანთ ძველ წესებზე არ ელოცათ. ამან გამოიწვია ადგილობრივი მუსლიმებისა და ებრაელების მთლიანად კათოლიკურ წიაღში მოქცევა და ესპანელებთან ასიმილირება.
 
=== აღმოჩენების ეპოქა ===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კათოლიციზმი“-დან