მაიონი (ვულკანი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 19:
| ვიკისაწყობი =
}}
'''მაიონი''' ({{lang-tl|Bulkang Mayon}}; ასევე ცნობილი როგორც '''მაიონის მთა''' და '''მაიონის ვულკანი'''; {{lang-es|Monte Mayón, Volcán Mayón}}) ― აქტიური [[სტრატოვულკანი]] [[ალბაი (ფილიპინები)|ალბაის]] [[ფილიპინების პროვინციები|პროვინციაში]], [[ბიკოლის რეგიონი|ბიკოლის რეგიონში]], [[ფილიპინები|ფილიპინებში]]. პოპულარული ტურისტული დანიშნულების ადგილი „სრულყოფილი კონუსითაა“ ცნობილი, რადგანაც ვულკანს სიმეტრიული კონუსის ფორმა აქვს და [[ფილიპინური მითოლოგია|ფილიპინურ მითოლოგიაში]] წმინდა ადგილად ითვლება.
 
[[1938]] წლის 20 იანვარს მაიონის ვულკანი და მიმდებარე ტერიტორიები ფილიპინების მასშტაბით პირველ [[ეროვნული პარკი|ეროვნულ პარკად]] გამოცხადდა. [[2000]] წელს პარკი ხელახლა კლასიფიცირდა ბუნების პარკად და ვულკან მაიონის ბუნების პარკი ეწოდა. ვულკანი ალბაის ბიოსფერული ნაკრძალის ცენტრალური ობიექტია, რომელიც [[2016]] წელს იუნესკოს ეგიდით შეიქმნა და დღეისთვის [[მსოფლიო მემკვიდრეობა|მსოფლიოს მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში]] შესატანადაა ნომინირებული.
ხაზი 26:
 
==გეოგრაფია==
[[File:Ph locator albay MAYON municipalities.png|thumb|left|მაიონი [[ალბაი (ფილიპინები)|ალბაის პროვინციის]] რვა ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს]]
მაიონი [[ალბაი (ფილიპინები)|ალბაის პროვინციისა]] და [[ბიკოლის რეგიონი]]ს უმაღლესი წერტილი და მთავარი ღირსშესანიშნაობაა. ვულკანის სიმაღლე 2 463 მეტრია და [[ალბაის ყურე]]დან 10 კმ-ითაა დაშორებული.<ref name="Edu">{{cite web|url=http://volcano.und.edu/vwdocs/current_volcs/philippines/mayonvol.html|title=Mayon Volcano, Philippines|work=Philippines Department of Tourism|publisher=Volcano.und.edu|access-date=November 20, 2007|archive-url=https://web.archive.org/web/20071012025231/http://volcano.und.edu/vwdocs/current_volcs/philippines/mayonvol.html|archive-date=October 12, 2007}}</ref><ref name="Davis">David, Lee (2008). [https://books.google.com/books?id=CRzMOYIuLJEC&pg=PA416 "Natural Disasters"], pp. 416–417. Infobase Publishing.</ref> გეოგრაფიულად, ვულკანი რვა ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიას მოიცავს: [[ლეგასპი (ალბაი)|ლეგასპის]], [[დარაგა (ალბაი)|დარაგის]], [[კამალიგი]]ს, [[გინობატანი]]ს, [[ლიგაო]]ს, [[ტაბაკო (ალბაი)|ტაბაკოს]], [[მალილიპოტი (ალბაი)|მალილიპოტის]] და [[სანტო-დომინგო (ალბაი)|სანტო-დომინგოს]].