აკაკი ძიძიგური: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
 
ხაზი 1:
{{ინფოდაფა მეცნიერი}}
'''აკაკი ვარლამის ძე ძიძიგური''' (დ. [[13 აგვისტო]], [[1914]], სოფ. [[მათხოჯი]], [[ხონის მუნიციპალიტეტი|ხონის რაიონი]] — გ. [[8 აპრილი]], [[1997]]) — [[ქართველები|ქართველი]] ჟურნალისტი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. [[საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი]]. [[თბილისის საპატიო მოქალაქეები|თბილისის საპატიო მოქალაქე]] (1996).
 
დაამთავრა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს ფილოლოგიის ფაკულტეტი და [[თბილისის კონსერვატორია]]. შრომითი საქმიანობა პედაგოგობით დაიწყო. მისი ინიციატივით და ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა რადიოკომიტეტის ხმის ჩამწერი „ოქროს ფონდი“. 1959 წელს მას დაევალა კონოსტუდია „[[ქართული ფილმი]]ს“ დირექტორობა. იყო [[საქართველოს კულტურის სამინისტრო|საქართველოს კულტურის მინისტრის]] მოადგილე. 1962 წელს ჟურნალ „[[დროშა (ჟურნალი)|დროშის]]“ მთავარი რედაქტორია. 1969 წლიდან სახელმწიფო კინოკომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დაინიშნა, მომდევნო წელს, ისევ კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დირექტორია, 1974–1984 წლებში სახკინოს თავმჯდომარის მოადგილე, კინოალმანახ „კინოს“ მთავარი რედაქტორი. 1984–1997 წლებში იყო [[საჯარო ბიბლიოთეკა|საჯარო ბიბლიოთეკის]] დირექტორი. მრავალი პუბლიცისტური ნაშრომის, წერილის თუ გადაცემის ავტორია. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის [[ღირსების ორდენი (საქართველო)|ღირსების ორდენი]]. 1990-1991 წლებში იყო [[საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრები|საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო]]ს წევრი საარჩევნო ბლოკი „[[საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია|საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან]]“. დაკრძალულია [[დიდუბის პანთეონი|დიდუბის პანთეონში]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აკაკი_ძიძიგური“-დან