ვარდანდუხტ მამიკონიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 21:
ვარდანდუხტის დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია. იგი სომეხთა სპასპეტ მანუელ მამიკონიანის უფროსი ასული იყო<ref>Faustus of Byzantium, History of the Armenians, Book V, Chapter 44</ref><ref>Kurkjian, A History of Armenia, p.107</ref>, მდიდარი და ძლევამოსილი [[მამიკონიანები|მამიკონიანების]] საგვარეულოდან. დედამისის ვინაობა უცნობია, თუმცა იგი სომხეთში დაიბადა და გაიზარდა.
 
374 წელს, სომხეთის მეფე პაპის მკვლელობის შემდეგ მამიკონიანთა ძალაუფლება კიდევ უფრო გაიზარდა, რამეთუ ახალ მეფეს რეგენტად ვარდანდუხტის ბიძა, [[მუშეგ I მამიკონიანი|მუშეგ I]] დაენიშნა. ახალი მეფე, [[პაპი (დიდი სომხეთი)|პაპის]] ძმისწული [[ვარაზდატი]], რომის იმპერატორ [[ვალენტი|ვალენტის]] დასმული იყო, და ვინაიდან იგი მენტალურად და ფიზიკურად დაავადებული იყო, რეგენტის დანიშვნა დასჭირდა.
[[ფაილი:Arshakid Armenia 298-387.tif|მინი|301x301პქ|არშაკიანთა სომხეთის სამეფო]]
 
=== დედოფლობა ===
ვარაზდატის მეფობას სომხეთში დიდი უკმაყოფილება მოჰყვა, ამიტომაც 378 წელს მისი რეგენტი, მუშეგ მამიკონიანი მოკლეს, მისი ადგილი კი ვარდანდუხტის მამამ, სპასპეტმა მანუელმა დაიკავა<ref>Adalian, Historical Dictionary of Armenia, p.177</ref>, რომელმაც მალევე დაამხო და რომის იმპერიაში გააძევა მეფე ვარაზდატი<ref>Adalian, Historical Dictionary of Armenia, p.177</ref>. მის ნაცვლად კი ტახტზე მეფე პაპის ძეები: [[არშაკ III სომეხი|არშაკ III]] და [[ვოლოგეზ III]] დასვა მათი დედის, დედოფალ [[ზარმანდუხტი|ზარმანდუხტის]] მინიმალური რეგენტობით<ref>Hovannisian, The Armenian People From Ancient to Modern Times, Volume I: The Dynastic Periods: From Antiquity to the Fourteenth Century, p.92</ref>, თავად კი ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი და მცირეწლოვანი მეფეების აღმზრდელი გახდა.
 
ქვეყანაში მშვიდობის დასასადგურებლად მანუელმა ვარდანდუხტი არშაკ III-ზე დააქორწინა, რითაც იგი სომხეთის დედოფალი გახდა. ვოლოგეზს კი ცოლად [[ბაგრატუნები|ბაგრატუნთა დინასტიის]] წარმომადგენელი ქალი შერთეს<ref>Kurkjian, A History of Armenia, p.107</ref>.