ვილჰელმინა (ნიდერლანდები): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
 
ხაზი 38:
იგი ნიდერლანდების ისტორიაში პირველი ქალი მონარქი იყო, თუმცაღა მის ტახტზე ასვლას დიდი რეაქცია არ მოჰყოლია, რადგან მსოფლიო უკვე შეგუებული იყო იმას, რომ ქალებსაც შეეძლოთ ტახტზე ასვლა.
 
ვილჰელმინას ნიდერლანდების მართვა მეტად არასახარბიელო პერიოდში მოუხდა. მმართველობის დაწყებიდან რამდენიმე წელიწადში დაიწყო [[პირველი მსოფლიო ომი]]. დედოფალი ვილჰელმინა საკმაოდ ენერგიულად და წარმატებულად უჭერდა მხარს ომში ნიდერლანდების ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას. მიუხედავად მცდელობისა, გერმანიის იმპერატორმა [[ვილჰელმ II (გერმანიის იმპერია)|ვილჰელმ II]]-მ ნიდერლანდების ოკუპირება მოახდინა. ამ ამბიდან ორ დღეში იმპერატორი კომპრომისზე წავიდა და ვილჰელმინას ქვეყანაში დარჩენისა და წოდების შენარჩუნების უფლება მისცა. 1918 წელს ომი გერმანიის მარცხით დასრულდა და ნიდერლანდებშიც დასრულდა საოკუპაციო რეჟიმი, რითაც ქვეყანა ძველ რიტმს დაუბრუნდა, მაგრამ 1939 წლიდან იწყება რიგით [[მეორე მსოფლიო ომი]], რომელშიც პირველის მსგავსად ნიდერლანდები ჩათრეული აღმოჩნდა. ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის სახელმწიფო მეთაურებს შორის შუამავლობა და სამშვიდობო მოლაპარაკებები ბელგიის მეფე [[ლეოპოლდ III (ბელგია)|ლეოპოლდ III]]-მ ითავა, თუმცა არაფერი გამოუვიდა. ამ ამბიდან მალევე, 1940 წლის მაისში [[მესამე რაიხი|ნაცისტურმა გერმანიამ]] მოახდინა მთელი ნიდერლანდების, ბელგიისა და ლუქსემბურგის ოკუპაცია, შემდეგ კი საფრანგეთშიც შეიჭრა. [[ადოლფ ჰიტლერი|ჰიტლერი]] ვილჰელმინასთან დათმობაზე არ წავიდა, რის გამოც დედოფალმა და მისმა მთავრობამ დატოვა ნიდერლანდები და დიდ ბრიტანეთში, კერძოდ კი ლონდონში გაიქცა, სადაც ჩამოაყალიბეს „გადასახლებული მთავრობა“, რომელიც ნიდერლანდების ეროვნულ-განმანთავისუფლებელიგანმათავისუფლებელი მოძრაობის სიმბოლოდ იქცა.
 
1945 წელს, მეორე მსოფლიო ომი გერმანიის მარცხითა და გადანაწილებით დასრულდა, რის შემდეგაც ნიდერლანდებში ძველი რეჟიმი აღსდგა. ამგვარ პირობებში დედოფალი ვილჰელმინა და მისი მთავრობა დაბრუნდა კონტინენტზე და ბელგიიდან გადავიდა ნიდერლანდებში. აღსანიშნავია, რომ დედოფალმა სახელმწიფო საზღვარი ფეხით გადაკვეთა. ამგვარ პირობებში ნიდერლანდებში რესპუბლიკური იდეები გაქარწყლდა და მონარქიას ახალი მომხრეები გამოუჩნდნენ. ამის პარალელურად, 1945 წელს ინდონეზიამ ნიდერლანდებისაგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რასაც მოჰყვა ოთხწლიანი ომის დაწყება, რაც საბოლოოდ ინდონეზიის განთავისუფლებით დასრულდა.