ენისელის აღდგომის ეკლესიის კომპლექსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
სურათები
 
ხაზი 1:
[[ფაილი:Shikhiani church.jpg|მინი|შიხიანის ეკლესია]]
'''ენისელის აღდგომის ეკლესიის კომპლექსი''' — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს [[ყვარლის მუნიციპალიტეტი|ყვარლის მუნიციპალიტეტში]], სოფელი [[ენისელი|ენისელის]] [[სამხრეთი|სამხრეთით]], სამიოდე კილომეტრზე, მდინარე [[ინწობა|ინწობის]] მარცხენა ნაპირას. ვაკეზე ადრე ამ ადგილას გაშენებული ყოფილა სოფელი [[შიხიანი]], რომელსაც [[ეკლესია|ეკლესიის]] სახელი „აღდგომა“ ბოლო დროს შერქმევია. [[კახეთი|კახეთში]], [[1589]]-[[1590]] წლებში, მეფე ალექსანდრესთან მყოფი რუსი ელჩების ცნობით, სოფელ შიხიანს იმჟამად უკვე ერქვა მეორე სახელი „აღდგომა“.
 
კომპლექსი სხვადასხვა დროის რამდენიმე ნაგებობისგან შედგება. თავდაპირველად აქ მდგარა მცირე ზომის დარბაზული ეკლესია, რომლისთვისაც [[დასავლეთი|დასავლეთიდან]] [[საძვალე]] მიუშენებიათ. შემდგომ, [[ჩრდილოეთი|ჩრდილოეთიდან]], მათთვის გალავნით შემოუფარგლავთ პატარა ეზო. ხოლო სამხრეთით ორსართულიანი [[სამრეკლო]] დაუდგამთ. მომდევნო ხანებში ეკლესიის [[აღმოსავლეთი|აღმოსავლეთით]], ათიოდე მეტრის მანძილზე, აღუმართავთ დიდი გუმბათიანი ტაძარი, რომლის დასავლეთი ფასადის წყობაში, ჩასმულია მოზრდილი, თითქმის კვადრატული ფორმის ქვის ფილა [[ასომთავრული]] წარწერით. წარწერა შედგება ორი ნაწილისგან. პირველი დაწერილია იამბიკური ლექსით, მეორე გვამცნობს, რომ ტაძარი აუშენებიათ ლევან მეფის ძეს ალექსანდრესა და მის მეუღლეს თინათინ დედოფალს. აკადემიკოსი გ. ჩუბინაშვილი მას ალექსანდრეს მეფობის პირველ ხანებს მიაკუთვნებს, რადგან წარწერაში მხოლოდ მეფე-დედოფალი არიან მოხსენიებულნი - უშვილებოდ.
ეკლესიას ჯვარგუმბათოვან ნაგებობათა ადრევე ჩამოყალიბებული ტიპის გეგმა აქვს. ნაგებია მთლიანად აგურით.
[[ფაილი:Shikhiani church, Kakheti, Georgia 03.jpg|მინი|შიხიანის ეკლესიის ასომთავრული წარწერა]]
 
შენობის გეგმის გარე სწორკუთხედში ჩაწერილი ჯვრული სივრცის შემადგენელი ოთხი მკლავიდან, სამი სწორკუთხაა. მეოთხე, აღმოსავლეთი მკლავი, ნახევარწრიული, ღრმა ბემის მქონე აფსიდითაა დასრულებული. ნაგებობის ცენტრში აღმართულია შიგნიდან წრიული, ხოლო გარედან რვაწახნაგოვანი [[გუმბათი]], რომელიც ეყრდნობა საკურთხევლის კუთხეებსა და გეგმით წრიულ ორ ბოძს. შესასვლელი სამია: დასავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით. სამივე კარი შესაბამისი მკლავის ღერძზეა გაჭრილი. შესასვლელები გარედან შეისრული თაღითაა გადახურული, შიგნიდან - თარაზულად. აფსიდი ბემისგან პილასტრებითა და მათზე დაყრდნობილი თაღითაა გამოყოფილი. საკურთხევლის გვერდებზე თითო შეისრულკამაროვანი სათავსია - სამკვეთლო და სადიაკვნე. მათგან საკურთხეველს, ბემაში გაჭრილი კარით მხოლოდ სამკვეთლო უკავშირდება. ორივე სათავსი აღმოსავლეთით დასრულებულია აფსიდით, რომელიც დანარჩენი სივრცისგან პილასტრებითა და მათზე გადაყვანილი თაღით გამოიყოფა. სამკვეთლოს აფსიდი ნახევარწრეზე ოდნავ ღრმაა. სადიაკვნეში, პირიქით - ნახევარწრეზე ნაკლები მოხაზულობის. ამასთან აღმოსავლეთ კედელი, აქ, სამკვეთლოსთან შედარებით, ორჯერ უფრო სქელია. ამ სათავსის სამხრეთ კედელში მოზრდილი, სწორკუთხა ნიშაა. ორივე სათავსი ეკლესიის ძირითად სივრცეს დასავლეთ კედელში მოწყობილი კარით უკავშირდება, რომელთა თავი მთლიანად თარაზული კი არ არის, არამედ, კუთხეები მომრგვალებული აქვს. ანალოგიური ფორმისაა სამკვეთლოდან ბემაში გასასვლელი კარის გადახურვაც. სამივე აფსიდში გაჭრილია თითო ნახევარწრიულთაღოვანი სარკმელი. საკურთხევლისა და სამკვეთლოს აფსიდების შუაში აგურის ტრაპეზი დგას. პირველი მათგანი ცილინდრულია - ოთხკუთხა ფილით დასრულებული, მეორე - ოთხკუთხაა.
 
[[ფაილი:Shikhiani church, Kakheti, Georgia 06.jpg|მინი|შიხიანის ეკლესიის გუმბათქვეშა ბოძები]]
გუმბათქვეშა ბოძები მაღალია, კვადრატულ ბაზისებზე დადგმული. ბოძები ჩვეულებისამებრ, სვეტისთავებით კი არ არის დასრულებული, არამედ მათზე, უშუალოდ, სწორკუთხა ნაწილია დასმული, რომლის გამოშვერილი კუთხეები დამუშავებულია ორ-ორი საფეხურით. ბოძების მოპირდაპირე მხარეზე მდებარე პილასტრების ქვედა ნახევარი სწორკუთხაა., ზედა - ნახევარწრიული. ეკლესიის დასავლეთით შეისრული კამარით გადახურული კუთხის ნაწილები შესაბამისს მკლავებს მაღალი, შეისრული თაღით უკავშირდება.
ჯვრის მკლავები გადახურულია შეისრული კამარით. კამარის აღნაგობაში სახასიათოა საბჯენი თაღების თავსიებური წყობა. თითოეული კამარის შუაში თითო საბჯენი თაღია. ისინი, ჩვეულებისამებრ, კონსოლებს კი არ ეყრდნობა, არამედ, უშუალოდ, კედლის სიბრტყეს მიჰყვება. თვით კამარის მონაკვეთები კი, მათ მიმართ საფეხურითაა შეღრმავებული.
Line 15 ⟶ 17:
ფასადის გვერდის მონაკვეთებს მაღალ სწორკუთხედებში ჩასმული, შეისრულთაღოვანი არეები მოიცავს. თითოეული მათგანი კუთხით შვერილი აგურებით შედგენილი ზოლით გაყოფილია ორ ნაწილად, რომელთაგანაც ქვედა თითქმის ერთნახევარჯერ მაღალია ზედაზე. ორივე ნაწილში სამ-სამი დეკორატიული თაღია. ზედა ნაწილის შუა თაღში, რომელიც გვერდით თაღებთან შედარებით გაცილებით მაღალია, დასავლეთი კუთხის ნაწილების სარკმლებია მოქცეული. სამი დაბალი შეისრული თაღია განლაგებული არეების ქვედა ნაწილშიც.
სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადები, დამუშავებით, ერთმანეთის ანალოგიურია. შუა თაღოვანი არის ზედა ნაწილში გამოსახული მაღალი ფართო ჯვარი, მის ქვემოთ ორი სარკმელი, ხოლო მათ ქვეშ - სწორკუთხა შეღრმავებაში ჩასმული, შეისრულთაღოვანი შესასვლელი. ფასადის გვერდით ნაწილებზე კი თითო განიერი თაღი.
[[ფაილი:Shikhiani church, Kakheti, Georgia 07.jpg|მინი|მცირე ეკლესია ტაძრის დასავლეთით]]
 
ჯვრის მკლავების გვერდითი კედლებიც დანაწევრებულია სწორკუთხა შეღრმავებებში ჩასმული, შეისრული თაღებით. აღმოსავლეთ და დასავლეთი მკლავების კედლებზე ოთხ-ოთხი ასეთი შეღრმავებაა, დანარჩენ ორზე - სამ-სამი.
გუმბათის ყელი სიმაღლეში ორ ნაწილადაა გაყოფილი. ქვედა ნაწილში, რომელიც ზედაზე ოთხჯერ უფრო მაღალია, თითოეულ წახნაგზე თითო შეღრმავებული სწორკუთხა არეა, რომელიც გვერდებიდან წიბოების ამყოლი ლილვებითაა მოფარგლული, ხოლო ზემოდან - აგურის დაკბილული წყობით. თითოეულ წახნაგზე შეისრული თაღით დასრულებული, განიერი შეღრმავებაა. წახნაგების ღერძზე კი ვიწრო, მაღალი სარკმელი, რომელიც ასევე სწორკუთხა შეღრმავებულ არეშია მოქცეული.
[[გუმბათი|გუმბათის]] ველის ზემოთა მონაკვეთის წახნაგებზე სამ-სამი, აგურის დაკბილული წყობით დასრულებული, შეღრმავებული სწორკუთხედია გამოყვანილი. გუმბათის ველი დასრულებულია აგურისავე [[ლავგარდანი|ლავგარდნით]], რომლის პროფილს წრეთარგი და ლილვი შეადგენს. გუმბათის პირამიდული სახურავი თუნუქითაა დაფარული ეკლესიის მკლავები და მათ შორის მოქცეული ნაწილები გადახურულია ღარისებრი კრამიტით.
ეკლესიის ჩრდილოეთ მკლავის სახურავის კიდეზე დადგმულია პატარა სამრეკლო, რომელიც თაღებით გახსნილ და პირამიდული სახურავით გადახურულ ცილინდრული ფორმის ფანჩატურს წარმოადგენს.
 
[[ფაილი:Shikhiani church, Kakheti, Georgia 08.jpg|მინი|სამრეკლო]]
ტაძრის დასავლეთით მდგარი, გვიანდელი [[შუა საუკუნეები|შუა საუკუნეების]] ეკლესია ნატეხი ქვითა და რიყის ქვითაა ნაგები. ერთადერთი სწორკუთა შესასვლელი მას სამხრეთიდან აქვს. აფსიდი არაწესიერი ნახევარწრის ფორმისაა. გადახურულია დადაბლებული პროპორციების, უსწორმასწორო [[კონქი|კონქით]]. მსგავსადაა ნაწყობი [[კამარა|კამარაც]] აფსიდში და დასავლეთ კედლის ზედა ნაწილში თითო მცირე ზომის, სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. აღმოსავლეთ სარკმლის ქვემოთ, კედელზე, [[ტრაპეზი|ტრაპეზია]] მიდგმული. აფსიდის სამხრეთ გვერდში პატარა, სწორკუთხა ნიშაა. კედლები შელესილი და მოხატული ყოფილა.
ფასადები სადაა, კედლები დასრულებულია აგურის საფეხურებიანი ლავგარდნით, რომელიც კარის გადახურვასთან ერთად, შეკეთების დროინდელია.
ეკლესიაზე დასავლეთიდან მიდგმული რიყის ქვითა და აგურით ნაშენი საძვალეს შესასვლელი სამხრეთი მხრიდან აქვს. ნაგებობის გეგმა კვადრატს მიახლოებული სწორკუთხედია. გადახურულია შეისრული კამარით, რომელიც აღმოსავლეთით ეყრდნობა შეკიდულ თაღს. სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ბოლოში სამკუთხა თაღით გადახურული ნიშაა. სამხრეთი, დასავლეთი და ჩრდილოეთი კედლების შუაში განიერი და თარაზულად გადახურული თითო სარკმელია. ლავგარდანი და გადახურვა აგურისაა.
ორივე შენობის მომფარგლავი გალავანი რიყისა და ნატეხი ქვითაა ნაშენი. გალავანი თითქმის მთლიანადაა დანგრეული, მაგრამ ჩანს, რომ შესასვლელი მას ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ბოლოში ჰქონია.
 
ეკლესიიდან სამხრეთით, რამდენიმე ნაბიჯზე დგას დაუდევრად ნაშენი ორსართულიანი სამრეკლო, რომელიც [[XV საუკუნე|XV საუკუნის]] ბოლოს ან [[XVI საუკუნე|XVI საუკუნის]] დასაწყისს მიეკუთვნება. მისი ქვედა სართული კუბური ფორმისაა და ოთხივე მხრიდან განიერი, ოდნავ შეისრული თაღებითაა გახსნილი. მეორე სართული რვაგვერდა ფანჩატურია, რომლის თითოეულ წახნაგში თითო ვიწრო, მაღალი, შეისრული თაღია. ნაგებობის ქვედა ნახევარი ნატეხი ქვითაა ნაგები, ზედა კი - აგურით. ორივე სართულს გუმბათოვანი კამარა ხურავს. აგურისაა ლავგარდანიც, რომელიც კუთხით შვერილი აგურების ორი რიგისგან შედგება.
კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე შემორჩენილია ქვის სწორკუთხა შენობების კედლების საძირკვლები და ქვედა ნაწილები. ზოგიერთი შენობის გარშემო მოჩანს მცირე ზომის სათავსები.