პპშ-41: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 5:
'''PPSh-41''' ([[რუსული ენა|რუს]]. Пистоле́т-пулемёт Шпа́гина; „შპაგინის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი“) — [[საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი|საბჭოთა]] [[პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი]], შემუშავებული გეორგი შპაგინის მიერ, როგორც იაფი, საიმედო და [[PPSh-40]]-ის გამარტივებული ალტერნატივა. შემუშავდა 1941 წელს და იწარმოებოდა 1947 წლის ჩათვლით.
 
[[სსრკ-ფინეთის ომი|ზამთრის ომამდე]] საბჭოთა არმია პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის შემუშავებას საჭიროდ არ მიიჩნევდა, თუმცა ფინელთა შეიარაღებაში არსებული ფინური წარმოების [[Suomi KP/-31]] ტიპის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი 71 ვაზნიანი დისკისებური მჭიდით ახლო მანძილზე ბრძოლებში იმდენად ეფექტური აღმოჩნდა საბჭოთა ჯარისკაცების წინააღმდეგ ტყეებსა და ქალაქის პირობებში, რომ საბჭოთა კავშირმა გადაწყვიტა, თვითონაც დაემზადებინა მსგავსი იარაღი. PPSh-40 სწორედ ფინური Suomi KP/-31-ის ბაზაზე შემუშავდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ საბჭოთა PPSh-40 და PPSh-41 მაინც ჩამოუვარდებოდა ფინურ Suomi KP/-31-ს სიზუსტეში.[[ფაილი:Red_Army_soldiers_with_their_PPSh-41_during_street_fighting_in_Stalingrad._November_1942.jpg|მარცხნივ|მინი|195x195პქ|PPSh-41-ებით შეიარაღებული საბჭოთა ჯარისკაცები, [[სტალინგრადის ბრძოლა]], 1942 წლის ნოემბერი.]]PPSh-41 მჭიდიანი, სროლის რეჟიმის გადამრთველიანი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევია, რომელიც იყენებს დისკისებურ (71 ვაზნის ტევადობით) ან სტანდარტულ გრძელ მჭიდს (35 ვაზნის ტევადობით), ისვრის 7.62×25მმ ტოკარევის პისტოლეტის ვაზნას.
 
PPSh-41 მჭიდიანი, სროლის რეჟიმის გადამრთველიანი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევია, რომელიც იყენებს დისკისებურ (71 ვაზნის ტევადობით) ან სტანდარტულ გრძელ მჭიდს (35 ვაზნის ტევადობით), ისვრის 7.62×25მმ ტოკარევის პისტოლეტის ვაზნას.
 
მაღალი საცეცხლე სიხშირისა (700-900 ვაზნა წუთში) და გამძლეობის გამო PPSh-41 სამხედროებში ძლიერ დაფასებული იარაღი იყო.
 
PPSh-41 აქტიურად გამოიყენებოდა [[მეორე მსოფლიო ომი|მეორე მსოფლიო ომსა]] და [[კორეის ომი|კორეის ომში]], ამიტომ ხშირად გვხვდება [[სოციალისტური ბანაკი|სოციალისტური ბლოკის]] ქვეყნებში წითელი არმიისთვის მიძღვნილ მონუმენტებში, რომლებშიც საბჭოთა ჯარისკაცების ძეგლებს ის ხშირად უჭირავთ.<ref>[https://www.warhistoryonline.com/instant-articles/ppsh-41-submachine-gun.html PPSh-41 – The Most Mass-Produced Submachine Gun of WWII]</ref> მეორე მსოფლიო ომში PPSh-41 საბჭოთა არმიის ერთ-ერთი ძირითადი ქვეითთა იარაღი იყო, რა დროსაც დაახლოებით ექვსი მილიონი ეგზემპლარი დამზადდა, რაც მას აქცევს ყველაზე დიდი რაოდენობით გამოშვებულ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევად ომის პერიოდში.
[[ფაილი:Red_Army_soldiers_with_their_PPSh-41_during_street_fighting_in_Stalingrad._November_1942.jpg|მარცხნივ|მინი|195x195პქ|PPSh-41-ებით შეიარაღებული საბჭოთა ჯარისკაცები, [[სტალინგრადის ბრძოლა]], 1942 წლის ნოემბერი.]]
[[ფაილი:Bundesarchiv_Bild_101I-276-0702-33,_Russland,_Soldat_mit_russischer_MP_PPSh-41.jpg|მარცხნივ|მინი|292x292px|გერმანელი ჯარისკაცი ნაალაფარი PPSh-41-ით.]]
[[გერმანიის სახმელეთო ჯარები (ჰეერი, 1935-1945)|გერმანულმა არმიამ]] ომის საწყის პერიოდში დიდი რაოდენობით PPSh-41 ჩაიგდო ხელში, რომლებიც მათ გადააკეთეს პისტოლეტის გერმანულ კალიბრზე — 9×19მმ პარაბულმზე, ხოლო იმ PPSh-41-ებისთვის, რომელთა გადაკეთება არ მოხდა, გერმანიამ 7.63×25მმ მაუზერის ვაზნების გამოყენება დაიწყო, რომელიც კალიბრით ტოკარევის ვაზნის იდენტური იყო, თუმცა შედარებით ნაკლები ძალა ჰქონდა. გადაკეთებულ ვარიანტებს ასევე დაუყენეს ადაპტორი, რომელიც საშუალებას იძლეოდა, მასში [[MP 40]]-ის მჭიდები დაყენებულიყო. ნაალაფარი PPSh-41-ების გამოყენების ინსტრუქციები იბეჭდებოდა და გერმანელ ჯარისკაცებს ურიგდებოდათ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პპშ-41“-დან