ასფიქსია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაემატა კატეგორია:ტრამვები გაჯეტ HotCat-ით
No edit summary
ხაზი 1:
'''ასფიქსია''' (ბერძნ ა {{lang-grc|ἀ-||უარყოფითი უარყ,ნაწილაკი}} ნაწ, sphixisდა {{lang- grc2|σφύξη||პულსი}}) — მწვავე [[პათოლოგიური მდგომარეობა]], რომელსაც იწვევს [[სისხლი|სისხლსა]] და ქსოვილებში ჟანგბადის[[ჟანგბადი]]ს რაოდენობის მკვეთრი შემცირება და ნახშირორჟანგის[[ნახშირორჟანგი]]ს დაგროვება. ახასიათებს [[სუნთქვა|სუნთქვისა]] და სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევა სრულ შეწყვეტამდე.
 
განარჩევენ მექანიკურ და ტოქსიკურ ასფიქსიას. მექანიკური ასფიქსია შეიძლება განვითარდეს [[სასუნთქი გზებისგზები]]ს უცხო სხეულით დაცობის, მათზე [[სიმსივნე|სიმსივნის]] ან გარეგანი მექანიკური დაწოლის (მოხრჩობა, [[ჩამოხრჩობა]], ჭყლეტაში მოყოლა), ხორხის შეშუპების ან სპაზმის ([[დიფთერია|დიფთერიის]], ტეტანუსის[[ტეტანუსი]]ს დროს) და სხვათა შედეგად. ტოქსიკურ ასფიქსიას სასუნთქი გზების დამთრგუნველ ქიმიურ ნივთიერებათა ([[მორფინი]], [[კურარე]], [[ციანკალიუმის ნაერთები]] და სხვა) მოქმედება იწვევს.
 
ასფიქსიის დროს სუნთქვა გახშირებული და გაღრმავებულია;. ავადმყოფს ჯერ ჩასუნთქვა უჭირს, შემდეგ ამოსუნთქვა, ლურჯდება, თავბრუ ეხვევა, კარგავს ცნობიერებას, გუგები უვიწროვდება და შემდეგ ისევ უფართოვდება, გულის რიტმი ერღვევა და სუნთქვა უწყდება. ასფიქსიის კლინიკური სურათი დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზებზე. სუნთქვის შეჩერებიდან 5-6 წუთის შემდეგ ასფიქსია სიკვდილით[[სიკვდილი]]თ მთავრდება ყველა შემთხვევაში.
 
მკურნალობა: გამომწვევი მიზეზის ლიკვიდაცია, სასუნთქი გზების გამტარობის აღდგენა, [[ხელოვნური სუნთქვა]], [[გულის მასაჟი]] და სხვა.
 
ასფიქსიით გარდაცვლილი ადამიანის გვამის კვეთისას თვალსაჩინოდაა გამოხატული მთელი რიგი დამახასიათებელი ცვლილებები: [[გვამური ლაქები]], [[ციანოზი]], [[წერტილოვანი სისხლჩაქცევები]] ლორწოვან და სეროზულ გარსებქვეშ, ფილტვების მწვავე შეშუპება, [[ემფიზემა]] და სხვა. ამ ცვლილებებს დიდი მნიშვნელობა აქვს [[სასამართლო მედიცინაშიმედიცინა]]ში სიკვდილის მიზეზის დასადგენად.
 
ნაყოფისა და ახალშობილის[[ახალშობილი]]ს ასფიქსია ნაყოფისათვის ჟანგბადის მიწოდების შეფერხების ან სრული შეწყვეტის შედეგია და გამოწვეულია ჭიპლარის[[ჭიპლარი]]ს სისხლის მიმოქცევის დარღვევით, დედის ან ნაყოფის დაავადებით. ნაყოფის ასფიქსიის დროს საჭიროა ნაყოფის სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება და მშობიარობის დაჩქარება. ნაყოფისა და ახალშობილის ასფიქსია მკვდრადშობის, ჩვილთა სიკვდილის, აგრეთვე ბავშვის შემდგომი განვითარების პროცესში მომხდარი დარღვევების უხშირესი მიზეზია.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ასფიქსია“-დან