იზოტოპები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 30:
==გამოყენების სფეროები==
ატმოსფეროსა და დედამიწის ქერქში შემავალი მსუბუქი ქიმიური ელემენტის იზოტოპური შემადგენლობა უმნიშვნელოდ ვარირებს მიმდინარე პროცესების (ნივთიერებების აგრეგატული მდგომარეობის ცვლილება — აორთქლება, გახსნა, დიფუზია და სხვა) გამო. ბიოსფეროში ინტენსიურად მიგრირებული ზოგიერთი ქიმიური ელემენტის (წყალბადი H, ნახშირბადი C, აზოტი N, ჟანგბადი O, გოგირდი S) იზოტოპური შემადგენლობა იცვლება ცოცხალ ორგანიზმებში ნივთიერებათა ცვლის პროცესებში. ნამარხ ყინულებში (ანტარქტიდასა და არქტიკაში მოპოვებული ყინულის კერნებში) ჟანგბადის იზოტოპების <sup>18</sup><sub>8</sub>O/<sup>16</sup><sub>8</sub>O ფარდობის საფუძველზე ხდება პალეოკლიმატური პირობების რეკონსტრუქცია. დიდი T<sub>1/2</sub> მქონე იზოტოპების პროცენტული შემადგენლობის საფუძველზე ადგენენ გეოლოგიური ნიმუშების, ასევე, მეტეორიტებისა და სხვა ციური სხეულების ასაკს (მაგალითად, ურან-ტყვიის ან კალიუმ-არგონის იზოტოპების პროცენტულ შემადგენლობაზე დაყრდნობით); არქეოლოგიური მასალების დათარიღებისათვის ზომავენ ნახშირბადის იზოტოპების <sup>14</sup><sub>6</sub>C/<sup>12</sup><sub>6</sub>C ფარდობას და სხვა. სტაბილურ და რადიოაქტიურ იზოტოპებს ფართოდ იყენებენ მეცნიერებისა და ტექნიკის სხვადასხვა დარგში, ასევე სამხედრო მიზნებისათვის. სტაბილური და რადიოაქტიური იზოტოპების შემცველ პრეპარატებს მოიხმარენ ზოგიერთი დაავადების დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის (კომპიუტერულ ტომოგრაფიაში კონტრასტის ფონზე იოდის <sup>127</sup><sub>53</sub>I სტაბილურ იზოტოპს, პოზიტრონულ-ემისიურ ტომოგრაფიაში ფტორის <sup>18</sup><sub>9</sub>F იზოტოპს და სხვა). კობალტის და ცეზიუმის რადიოაქტიური იზოტოპები <sup>60</sup><sub>27</sub>Co და <sup>137</sup><sub>24</sub>Cs γ-გამოსხივების წყაროს წარმოადგენს და ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა მიზნებისათვის. ატომურ ენერგეტიკაში ბირთვულ „საწვავად“ იყენებენ ურანისა და პლუტონიუმის <sup>233</sup><sub>92</sub>U, <sup>235</sup><sub>92</sub>U, <sup>239</sup><sub>94</sub>Pu, <sup>241</sup><sub>94</sub>Pu, რადიოაქტიურ იზოტოპებს. <sup>232</sup><sub>92</sub>U იზოტოპი გამოიყენება კოსმოსური აპარატების ენერგეტიკულ დანადგარებში.
 
 
 
{{მუშავდება/ძირი|[[სპეციალური:Contributions/Surprizi|Surprizi]].|3|09|2021}}
 
მასებს შორის დიდი განსხვავების გამო ამ იზოტოპების თვისებები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან. ქიმიური ელემენტების უმეტესობა სხვადასხვა იზოტოპების ნარევს წარმოადგენს. თუ ელემენტი მხოლოდ რადიოაქტიური იზოტოპებისაგან შედგება, მას რადიოაქტიური ელემენტი ეწოდება. ასეთებია, [[ტექნეციუმი]] (z=43), [[პრომეთიუმი]] (z=61) და z=84-107.
 
როგორც აღინიშნა თითოეულ ქიმიურ ელემენტს შეიძლება ჰქონდეს ერთი ან მეტი იზოტოპი. თითოეული იზოტოპის მასის დასათვლელად საჭიროა დაჯამდეს მის შედგენილობაში შემავალი [[პროტონი|პროტონების]], [[ნეიტრონი|ნეიტრონების]] და [[ელექტრონი|ელექტრონების]] მასები. მიუხედავად ამა თუ იმ ქიმიური ელემენტთა იზოტოპთა სიმრავლისა, მიღებულია ამავე ქიმიური ელემენტისათვის ერთი საერთო ატომური მასის დამკვიდრება. განასხვავებენ [[სტანდარტული ატომურ მასა|სტანდარტული ატომურ მასისა]] და [[ფარდობითი ატომური მასა|ფარდობითი ატომური მასის]] ცნებებს. აქედან პირველი წარმოადგენს დედამიწის ქერქსა და ატმოსფეროში გავრცელებული სტაბილური იზოტოპების საშუალო შეწონილს (არასტაბილური ელემენტებისათვის, ყველაზე სტაბილურ იზოტოპს), ხოლო მეორე კი ფარდობას ნახშირბადის ატომის 1/12-თან.
 
=== იზობარები ===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იზოტოპები“-დან