იზოტოპები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 3:
 
== კვლევის ისტორია ==
ტერმინი იზოტოპი [[1910]] წელს შემოიღო ინგლისელმა ფიზიკოსმა ფ. სოდიმ. იზოტოპების დასახელება და სიმბოლოები ანალოგიურია ქიმიური ელემენტის დასახელებისა და სიმბოლოების. როგორც წესი, ქიმიური ელემენტის სიმბოლოს მარცხნივ და ქვევით მიუთითებენ რიგით ნომერს Z (ქეის ატომბირთვში პროტონების რაოდენობა), მარცხნივ და ზევით კი — მასურ რიცხვს A (ატომბირთიზაბელავში პროტონების და ნეიტრონების საერთო რაოდენობა). მაგ., [[ქლორი]]ს იზოტოპები არის <sup>35</sup><sub>17</sub>Cl და <sup>37</sup><sub>17</sub>Cl. გამონაკლისია [[წყალბადი]]ს იზოტოპები მასური რიცხვებით 1, 2 და 3, რომელთაც ერთმანეთისგან განსხვავებული დასახელებები და სიმბოლოები აქვს: [[პროთიუმი]] H, ანუ <sup>1</sup><sub>1</sub>H (სტაბილური), [[დეიტერიუმი]] D, ანუ <sup>2</sup><sub>1</sub>H (სტაბილური) და [[ტრიტიუმი]] T, ანუ <sup>3</sup><sub>1</sub>H (რადიოაქტიური).
 
იზოტოპების არსებობა აღმოაჩინეს 1900-1907 წლებში ურანის რადიოაქტიური დშლის ექსპერიმენტული კვლევისას. მოგვიანებით, ინგლისელმა ფიზიკოსებმა ჯ. ტომსონმა და შემდგომ ფ. ასტონმა აღმოაჩნიეს ნეონის Ne, ქლორის Cl, ვერცხლისწყლის Hg და სხვა ქიმიური ელემენტების სტაბილური იზოტოპები. 1934 წელს ფრანგა ფიზიკოსებმა ი. კიურიმ და ფ. ჟოლიო-კიურიმ ხელოვნურად მიიღეს აზოტის N, ფოსფორის P და სილიციუმის Si რადიოაქტიური იზოტოპები, რითაც პირველად აჩვენეს ახალი ნუკლიდების სინთეზის შესაძლებლობა. 1940 წლისთვის უკვე განხორციელებული იყო დედამიწაზე არსებული ყველა ქიმიური ელემენტის იზოტოპური ანალიზი. დღეისათვის ცნობილია 81 ბუნებრივი ქიმიური ელემენტის 275 სტაბილური იზოტოპი და 118 ბუნებრივი და ხელოვნური ქიმიური ელემენტის დაახლოებით 1500-მდე რადიოაქტიური იზოტოპი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იზოტოპები“-დან