სოციოლინგვისტიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 43:
სოციოლინგვისტიკა, როგორც [[დიალექტოლოგია|დიალექტოლოგიისგან]] განსხვავებული სფერო, პირველი იწყებს ურბანულ სივრცეში ენობრივი ვარიაციის კვლევას. მაშინ, როცა დიალექტოლოგია სწავლობს ლინგვისტური ცვლილებების გეოგრაფიულ გადანაწილებას, სოციოლინგვისტიკა კონცენტრირდება ვარიაციის სხვა წყაროებზე, მათ შორის კლასზე. სოციალური კლასი და პროფესია საზოგადოებაში აღმოჩენილ ყველაზე მნიშვნელოვან ლინგვისტურ მარკერებს განეკუთვნება. სოციოლინგვისტიკის ერთ-ერთი ფუნდამეტური აღმოჩენა, რომლის უარყოფაც შეუძლებელია, არის ის, რომ კლასი და ენობივი ცვლილება ურთიერთდაკავშირებულია. დაბალი ფენების მეტყველება ნაკლებ სტანდარტულია ვიდრე შედარებით მაღალი ფენებისა, თუმცა შეიძლება შედარებით დაბლა მდგომი კლასის წარმომადგენლები მეტად სტანდარტულ მეტყველებას იყენებდნენ. ეს ყველაფერი იქიდან გამომდინარეობს, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სოციალური კლასი, არამედ კლასის მისწრაფებები.
===კლასის მისწრაფებები===
1960-იან წლებში ისეთმა კვლევებმა, როგორიც იყო [[უილიამ ლაბოვი]]ს ნაშრომები, აჩვენა, რომ სოციალური მისწრაფებები გავლენას ახდენს ენობრივ მახასიათებლებზე. გარკვეულ კლასთან (ძირითადად უფრო მაღალ კლასებთან )ასოცირების სურვილის მქონე ადამიანები სოციო-ეკონომიურ წინსვლასთან ერთად ცდილობენ თავიანთი მეტყველება მაღალი კლასებისთვის დამახასიათებელ მეტყველებას დაუახლოვონ. თუმცა, იმის გამო, რომ მაღალ კლასს დაბადებიდანვე არ მიეკუთვნებიან, ისინი ახდენენ ენის ერთგვარ ჰიპერკორექტირებას და, საბოლოო ჯამში, იმაზე მეტად სტანდარტული ენით საუბარს იწყებენ, ვიდრე ეს ბუნებრივად მაღალი კლასის წარმომადგენლებს სჩვევიათ. იგივე პრინციპი მოქმედებს სოციო-ეკოომიურად დაბლა მიმავალი ადამიანებისთვისაც.
 
===სოციალური მეტყველების კოდები===
===შეზღუდული კოდი===